მართალია ამ თემაზე რამდენიმე თემა გაიხსნა ირიბად მაგრამ მე ვფიქრობ საქართველოს ყველა პატრიოტი ვინც მაშინ ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს შექმნასა და თავისუფლებას შეეწირა იმსახურებს ცალკე პატივის მიგებას თუნდაც ამ ფორუმზე.
ხაზგასმით ვამბობ საქართველოს ყველა პატრიოტი და მამულიშვილი - და არა ყველა ქართველი. ცოტამ თუ იცის რომ სომხეთთან ომის მიუხედავად იუნკერთა შორის იყვნენ სომხები რომლებიც ტაბახმელაში დაიღუპნენ ქართული დროშით ხელში. ასევე იყვნენ ადგილობრივი გერმანელები. მაგალითად გერმანელი იუნკერი ბორის ჰეტსმანი რომელიც მარო მაყაშვილთან ერთად დაიღუპა ფრონტზე.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და მათ მიერ დაღვრილი სისხლი ყოფილიყოს საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლების საწინდარი. ის რომ ეს ტრაგედია საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო არ ნიშნავს რომ უნდა დავივიწყოთ და საკადრისი პატივი არ მივაგოთ ამ ხალხს. არ ნიშნავს რომ სათანადო დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ და ვუღალატოთ და უგულისყუტროთ მოვექცეთ იმ პრინციპებსა და იდეალებს, რომელთაც ეს ხალხი იცავდა და რომელთაც ისინი შეეწირნენ.

დაღუპული იუნკრები და მათი მასწავლებლები

კონტრდაზვერვის უფროსი ჰუგო მალერი, თბილისელი გერმანელი. ბოლშევიკებმა დახვრიტეს შემოსვლისთანავე 1921 წელს.

იუნკერი ბორის ჰეტსმანი, დაიღუპა მარო მაყაშვილთან ერთად.

იუნკრები. სულ მარცხენა (სახელი და გვარი არ მახსოვს) ერთ ერთი პირველი დაიღუპა თბილისთან ბრძოლებში.
* * *
არავის რაფერი გაქვთ სათქმელი?
This post has been edited by Noe Ramishvili on 23 Feb 2010, 19:43