რავიცი, გუშინ ჩამოვედი შტატებიდან და არადემოკრატიული არაფერი შემინიშნავს, სამი კვირა ვიყავი.
პირიქით, უფრო გალიბერალებულია, მიუხედავად ტრამპის ფაქტორისა.
მაგალითად სან ფრანცისკოში ბევრი, "სან ფრანცისკო სან ფრანცისკოს აღარ გავს" სასტავი წუხს იმის გამო, რომ შტატები ზრუნავს თავის ყველა მოქალაქეზე თუ არალეგალურად მყოფ პირებზე და ჩამპალ ბომჟ ნარკომანებს შპრიცებით გასაკეთებლად გამზადებულ ნარკოტიკს ურიგებენ, ეს ბომჟები ქუჩაშივე იკეთებენ ამ ნარკოტიკს და შპრიცებსაც იქვე ყრიან.
ხო, ვინც გავიცანი იქაური, ცოტა არაახალგაზრდა ტიპი, გაცნობისას სახელს რომ ამბობენ, თითქმის ყველა იმას ამატებს, რომ ტრამპის დდშვც, ტრამპის მოწინააღმდეგეა და ეგეთი პრეზიდენტი არ უნდა ყავდეს აშშ-ს.
ახალგაზრდობა ისედაც არ უჭერს მხარს ტრამპს.
ეს სან ფრანცისკოში და განვითარებულ ქალაქებსა და შტატებში, თორემ სადღაც ვაიომინგში ან არკანზასში შეიძლება მოწონდეს მასას ტრამპი.
და წინასწარ იმის პროგნოზირება რესპუბლიკელები მოიგებენ თუ დემოკრატები, ღიმილს იწვევს

ეხლა აქაურ, ფორუმელ ექსპერტებს კი შეუძლიათ მაგის გაშიფრვა

2016-შიც ვიყავი შტატებში, წინასაარჩევნო პერიოდში და ყველა დარწმუნებული იყო, რომ დემოკრატები იგებდნენ.
მაგრამ...
This post has been edited by Frankens†ein on 7 Oct 2019, 13:39
Mens sana in corpore sano...