მატებაა ყველა დონეზე
მოითავა ქართული რაგბის თემმა გაზაფხულის საერთაშორისო პროგრამა და ნააღდგომევს ტრადიციულად ხსნის საშინაო სეზონს, რომელსაც ბორჯღალოსანთა წარმატების გარდა ეშხს ისიც მატებს, რომ გუნდები და ასპარეზები მოგვიმრავლდა და ინფრა-სტრუქტურის მოწყობის ჭრილშიც იდგმება პირველი ნაბიჯები.
ჩვენი საშინაო სეზონი, ზაფხულის არდადეგების ჩაუთვლელად, თითქმის ექვს თვეს გრძელდება. სამი უმცროსი ასაკის ბიჭები ფესტივალებში მონაწილეობენ, კავშირი კი ჩემპიონატს კაცთა უმაღლეს და პირველ და ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგებში მართავს.
კაცებში შარშანს აქეთ შეიქმნა (დევები თიბისი) ან აღდგა (ხულიგანა ბათუმი) ექვსი (!) გუნდი და ლიგებში მონაწილეთა რაოდენობა გათანაბრდა. ჭაბუკებში მატება უფრო შთამბეჭდავია. 18 წლისებისა 13 გუნდი გვყავს, 16 წლისებისა კი 12, რაც კაცებიანად 41 (ორმოცდა ერთი) გუნდი გამოდის.
რაც ყველაზე მეტადაა გასახარი, ქუთაისს, რუსთავსა და ბათუმს მხარი ბორჯომმა, ფოთმა, ვანმა და ჭიათურამ აუბეს და მარაქაში გაერივნენ, თბილისში კი რაგბის 11 კერა (აკადემია არმაზი დინამო ივერია ლელო ლოკომოტივი უნივერსიტეტი ყოჩები შევარდენი ხულიგანა ჯიქები) მოქმედებს და კავშირი ყველასთვის გეგმავს მოედნის მოწყობას.
სინი კი გამქრალა
ამას სამი-ოთხი წელი დაჭირდება. მთავრობამ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთების გამოყოფა და კავშირიც ცდას არ დააკლებს, რათა კლუბებს პატრონები უშოვოს. მეტიც, კლუბებში უნდა გაიმიჯნოს მწურთნელისა და მენეჯერის თანამდებობა და გამოიზარდოს კადრი, რომელსაც საქმის გაძღოლა შეეძლება.
წინა ორი წლის დარად, კავშირი წელსაც კისრულობს კლუბთა ხარჯის მეტ წილს. სახელდობრ, პირველობასა და თასზე მონაწილეობა მუქთია; კავშირივე იხდის მოედნების იჯარას, მწურთნელთა ხელფასს, მოთამაშენი დაზღვეული ჰყავს და ყოველ გუნდსაც სათამაშო ფორმის ორ-ორ კომპლექტს ჩუქნის.
ჭაბუკთა პირველი მატჩები ხუთშაბათს გაიმართა, კაცები კი სეზონს შაბათ-კვირას ხსნიან ავჭალაში (სინათლე) და ვაკეში (მომცრო ლოკომოტივი). ორივეგან დღეში ორ-ორი მატჩი გაიმართება, რითაც სულ რვა (!) რკენა მოგროვდება. და კიდევ, კავშირს სურდა განეახლებინა გარდამავალი სინის გათამაშება, მაგრამ 2005 წელს ლოკომოტივის მიერ ნაქონი ჯილდო სადღაც გაქრა და ამიტომ კლუბს 550 ლარის გადახდა მოუწევს.
2008 წლის საშინაო სეზონი
>>> პირველობა
ორი წრე
3/05 - 21/07 რვა რაუნდი
30/08 - 26/10 ექვსი რაუნდი
დარჩენაზე: 2,9/11 უმაღლესი#7 - პირველი#2
ბზის თასის პლეი-ოფი (ავსტრალიური ფინალები)
1-2/11 შესარჩევი (1v2) და გასავარდნი (3v4)
8/11 წინასწარი
14-15/11 დიდი
>>> თასი
24-25/05 პირველი ეტაპი
12-13/07 მეორე ეტაპი
6-7/09 და 4-5/10 მესამე ეტაპი
18/10 ფინალი
>>> პირველი რაუნდი
უმაღლესი ლიგა
შაბ 3/05 უნივერსიტეტი - არმაზი (სინათლე 15.00)
კვი 4/05 ლელო - დინამო (სინათლე 15.00)
ლოკომოტივი - აია (ვაკე 17.00)
ყოჩები - აკადემია (სინათლე 17.00)
პირველი ლიგა
შაბ 3/05 ლელო#2 - თიბისი (სინათლე 17.00)
დევები - ლოკომოტივი#2 (ვაკე 15.00)
ხულიგანა - ბათუმი (ვაკე 17.00)
კვი 4/05 რუსთავი - აია#2 (ვაკე 15.00)>>> უმაღლესი ლიგის გუნდები
ყოჩები (1)
(ბეკ) 15 მიხეილ დადაშიანი; 11/14 სანდრო ნიჟარაძე, ირაკლი გეგენავა; 13/12 ბექა ადანაია, სანდრო ინაშვილი, ჯაბა სონღულაშვილი; 10 გიგი გაბუნია; 9 გიორგი კაჭარავა, როინ ქათამაძე
(ფორ) 1/3 ბადრი ყალიჩავა, კარლენ ასეიშვილი, ბექა შეყლაშვილი, დიტო კიკნაველიძე; 2 ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მეტრეველი, ნიკო ჭავჭავაძე; 4/5 დავით ბელაშვილი, ლადო ჩოჩიშვილი, ბექა ნიკოლაიშვილი, დავით გოგოძე; 6/7/8 მიხეილ არჩუაშვილი, გიორგი კალმახელიძე, ირაკლი დგებუაძე, დავით თოთაძე, ირაკლი კუჭუხიძე
(მწ) ნიკო ჭავჭავაძე
ლელო (2)
(ბეკ) 15 გოდერძი ჯოგლიძე, ირაკლი ყიასაშვილი; 11/14 ზურაბ ზაალიშვილი, თორნიკე ცერცვაძე; 13/12 სანდრო თოდუა, გურამ ქიზიყურაშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, ალექსანდრე მანჯავიძე; 10 ლაშა ხმალაძე; 9 გიორგი ჭინჭარაული
(ფორ) 1/3 რევაზ ჭანკვეტაძე, დავით სხილაძე, გიორგი მჭედლიძე, გიორგი სანიკიძე, მიხეილ სუჯაშვილი; 2 დავით კობეშავიძე, შოთა ცხოვრებაშვილი; 4/5 ლექსო იორდანიშვილი, ვახტანგ მაისურაძე; 6/7/8 ილია მაისურაძე, ბექა სარდანაშვილი, ვახტანგ მძინარიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, თემურ ქობელაშვილი, ლაშა ახალაია
(მწ) ლევან მაისაშვილი, ილია მაისურაძე
ლოკომოტივი (3)
(ბეკ) 15 გიორგი ასათიანი, ფრიდონ უდესიანი; 11/14 ლექსო გუგავა, ნონო ანდღულაძე, დავით ჟამუტაშვილი, ვატო ჩიხლაძე, ვაჟა მარსაგიშვილი; 13/12 გიორგი კობერიძე, სანდრო ქავთარაძე, ვახო ბერძენიშვილი; 10 ბობა კვინიხიძე; 9 ირაკლი ღვინჯილია
(ფორ) 1/3 ზერო პეტრიაშვილი, ნიკა მაღალდაძე, გიორგი ნაცარაშვილი, ვასილ კაკოვინი; 2 ოთარ ტურაშვილი; 4/5 ბაჩუკ გუჯარაიძე, ზურაბ კორკოტაძე, გიგა ნიშნიანიძე, არჩილ ჭიჭინაძე; 6/7/8 ლევან გენებაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი, ლადო ჩიტიძე
(მწ) თემურ ბენდიაშვილი, დავით ჩავლეიშვილი
უნივერსიტეტი (4)
(ბეკ) 15 ირაკლი ფერაძე; 11/14 ალეკო ტუჩაშვილი, რატი ხუციშვილი, ბექა წიკლაური, ვახო კავთიძე, კოტე ჯიმუხაძე, ჯაბა კიკვიძე; 13/12 ლუკა კილასონია, რატი ნუცუბიძე, ბესო კუპრეიშვილი, ილია გოგეშვილი; 10 ლაშა ბაირამაშვილი, გივი ნადარეიშვილი; 9 გიორგი ნადარეიშვილი, ალეკო ზამბახიძე, ლევან გოგია
(ფორ) 1/2/3 ვასო კაკოვინი, დავით ალადაშვილი, გიორგი ზამბახიძე, ირაკლი ქორიძე, ტარიელ დონაძე, გოგა კაკოვინი; 4/5 ლევან ზესაშვილი, ილია სურგულაძე, ლევან დარასელია, ირაკლი მასხარაშვილი, გიორგი სურგულაძე; 6/7/8 იოსებ კაკალაძე, ლადო კილასონია, ლადო გუნიავა, ვეფხვია ტუჩაშვილი, ნიკა ლეჟავა
(მწ) ბადრი ბოხუა
არმაზი (5)
(ბეკ) 15/10 დავით ჯავარაშვილი, დემირ ძნელაძე, ბექა ურჯუკაშვილი, ბადრი ურჯუკაშვილი; 11/14 ვაჟა ჩხაიძე, ოთარ მინაშვილი, სერგი ძიძიშვილი, ზურაბ ხინთიბიძე, მერაბ წერეთელი, ვაჟა კილაძე, ნიკოლოზ ბერძული, იოსებ ჭაბაშვილი; 13/12 ვილი კაიფაჯიანი, გურამ თათარაშვილი; 9 გიორგი მჟავანაძე, ირაკლი ბუკია
(ფორ) 1/2/3 საბა ქართველიშვილი, გიორგი სოსელია, პაატა მაჭარაძე, გიორგი ცირეკიძე, გიორგი მალაღურაძე, გივი მებაღიშვილი, გოჩა კოლელიშვილი, გიორგი ღამბაშიძე, ზვიად ესართია; 4/5 ბექა ჯიშკარიანი, ბექა ჯავახიშვილი, არჩილ ჯვარიძე; 6/7/8 შოთა კანდელაკი, ზურაბ პინაიშვილი, ვარლამ თიგიშვილი
(მწ) ირაკლი იმნაძე, რომან მამულაშვილი
ქუთაისის აია (6)
(ბეკ) 15-10 გიორგი გუდავა, ირაკლი ჩხიკვაძე, გაგა სინაურიძე, ჯუბა ბალანჩივაძე, ზურაბ გოგლიჩიძე, გიორგი სორდია, ვილენ შალამბერიძე, თემურ გორგიძე, გიორგი ონიანი, ლევან თხელიძე; 9 გიორგი როხვაძე, მირიან ობოლაძე
(ფორ) 1/2/3 გიორგი ტორაძე, ბექა სხულუხია, დიმიტრი გურგენიძე, სერგო ფაიქიძე, მიხო ნატრიაშვილი; 4/5 დავით იობიძე, ლევან მოდებაძე, გაგა ცაცუროვი, თორნიკე ლომიძე; 6/7/8 ირაკლი რევიშვილი, თემურ ჩიქვინიძე, თორნიკე ძაგნიძე, გელა დიაკონიძე
(მწ) ემზარ ძაგნიძე, პაატა ტყაბლაძე, ზაზა თხელიძე
დინამო (7)
(ბეკ) 15 ლაშა შუბითიძე; 11/14 ლადო გრუდკო, დათო ოდიშარია, ლევან აგიაშვილი, ვასო ჯეირანაშვილი; 13/12 პაატა მაისურაძე, გოჩა ხვიჩია; 10 ლადო ავლოხაშვილი; 9 ზურაბ ღირსიაშვილი
(ფორ) 1/3 ბექა ონიანი, გელა სირბილაძე, შოთა მაჭარაშვილი, გიორგი შამანაძე, მერაბ გაგნიძე, ირაკლი მირცხულავა, გიორგი ხმიადაშვილი, გიორგი სვანიძე, ალექსანდრე ბერიძე; 4/5 ზურაბ ხორბალაძე, გივი მეიშვილი; 6/7/8 ვასო ნანიევი, დათო გუგუშვილი, ლევან რამიშვილი, მამუკა ცხადაძე, ლაშა აზალაძე, ლევან ზაქარეიშვილი
(მწ) სერგო რამიშვილი, ვაჟა პაიჭაძე
აკადემია (8)
(ბეკ) 15 გუგა სუთიძე, დავით გურგენიძე; 11/14 როლანდ ბატოიანი, ალექსანდრე მურღულია, ირაკლი ოსკინავა, იოსებ ცისკარიშვილი; 13/12 ბესიკ წასიძე, ოლეგ მოლოდინაშვილი; 10 ივანე დავითაშვილი, ლევან ხუხუნეიშვილი; 9 გიორგი ქოპილაშვილი, გიორგი ბეგაძე, შალვა დავითაშვილი
(ფორ) 1/3 ვასილ ბანდელიძე, ჯაბა დიაკონიძე, გიორგი ბარბაქაძე, ოთარ ფირცხალაიშვილი; 2 გიორგი ღამბაშიძე, შოთა ჩიკვილაძე, ბექა მეკოკიშვილი; 4/5 ლევან ობოლაძე, გიორგი ნებულიშვილი, ბექა გელაძე; 6/7/8 დავით ნიბლაძე, ალექსანდრე მალღაკელიძე, ირაკლი მურვანიძე, გიორგი ჩაჩუა, ვახტანგ მჭედლიძე
(მწ) პაატა ნარიმანაშვილი, დიმიტრი ობოლაძე, გია ღლონტი
<<< >>>
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 2 May 2008, 01:24
მიმაგრებული სურათი