ოკ, ვიწყებთ

ჩემი ოფიციალური დიეტაა დიეტოლოგისგან, რადგან ქოლესტერინი და მისი პროდუქტები მქონდა აწეული და პლუს D ვიტამინის ნაკლებობა მქონდა. ეს არის ჩემი ინდივიდუალური, ამიტომ თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე ეფექტურობაზე რათქმაუნდა პასუხს არ ვაგებ
საუზმე:
2 ნაჭერი ტოსტი (toast) და 1 ცალი მოხარშული კვერცხი
170მლ ნატურალური წვენი
დღის განმავლობაში:
400 მლ 1%-იანი რძე
თუ ძალიან მოგშივდათ ნებისმიერი ბოსტნეული, მოხარშული თუ უმი (კიტრი, პომიდორი, ბროკოლი, სტაფილო, წიწაკა ან ნებისმიერი)
სადილი:
60 გრამი ხორცი (საქონლის, ქათმის ან თევზი)
350 გრამი ბოსტნეული, ნებისმიერი სახის რაც უფრო მეტი სახეობა მით უკეთესი
200 გრამი ხილი უმი ან მშრალი
პლუს 600 UI ვიტამინი D + ომეგა3 ცხიმოვანი მჟავები (ანუ მარტივად რო ვთქვა თევზის ცხიმი) და მულტივიტმინი დღეში 1X.
ეს არის გათვლილი დაახლოებით მე მგონი 1600 კკალ დღეში. გარდა ამისა, აუცილებლად რაიმე ფიზიკური აქტივობა, ნებისმიერი.. მე 1 კვირაში უკვე 3 კილო დავიკელი

აბა ვის გინდათ რომ შეგეჯიბროთ?
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???