დავიწყოთ იქიდან რომ ფორუმზე პირველად ვხსნი თემას და იმედია რაიმე სასარგებლო რჩევას მომცემთ
ძალიან ჩახლართული ამბავია და ვეცდები ისე გადმოვცე როგორც რეალურად იყო. 3-4 თვის წინ ძალიან მომწონდა ერთი გოგო, იცოდა კიდევაც და მეც ვიცოდი ასე თუ ისე რომ სიმპატიები ქონდა ჩემს მიმართ.. მაგრამ უეცრად გამოჩნდა ვიღაც ბიჭი, რომელმაც ამ გოგოს გადაუტრიალა ტვინი და მოულოდნელად იმასთან ერთად აღმოჩნდა

ჩემს გაოცებას და აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა

გავიდა რამდენიმე დღე, კვირა და ამ გოგოსთან აღარ მქონდა არანაირი ურთიერთობა, ფეისბუქიდანაც წამშალა (მაგრამ მერე რო ვკითხე იმ ბიჭს წავუშლივარ). ეს გოგო წავიდა უცხოეთში სასწავლებლად და რაც შეყვარებულები გახდნენ 1-2 თვის შემდეგ უჩხუბიათ და დაშორებულან. ხოდა ეხლა ამან დამამატა და აღვადგინეთ თითქოს ურთიერთობა, ის ძველი წყენა დამავიწყდა, ზოგადად ძალიან ადვილად მავიწყდება ხოლმე და ეგაა ჩემი სუსტი წერტილი

.. ერთმანეთს ვეუბნებით რომ ვითომ მეგობრები ვართ და ა.შ მაგრამ ეს ურთიერთობა აშკარად არ გავს მეგობრობას, რა უნდა ვქნა როგორ მოვიქცე არ ვიცი
პ.ს თუ თემა არასწორად გავხსენი მომიტევეთ