მემგონი არაა შონბერგზე პოსტი,არადა ის ღირსეულად იკავებს ადგილს მე20 საუკუნის კომპოზიტორთა შორის.შონბერგი ხშირად ურთიერთგამომრიცხავ მეთოდებს ემყარება: ექსპრესიონისტული ესთეტიკიდან მომდინარე უკიდურესი ემოციურობა და რაციონალიზმი.შონბერგი,მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ნოვატორი,ახალი საკომპოზიტორო მეთოდის დოდეკაფონიის შემქმნელია და მე-20 საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაში ახალი ტიპის კონტრაპუნქტული აზროვნების ფუძემდებელი.
შონბერგი 11874 წლის 13 სექტემბერს დაიბადა.1925 წლამდე იგი ცხოვრობდა ვენაში,სადაც იგი ჩამოყალიბდა როგორც კომპოზიტორი და შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები,როგორიცაა სიმებიანი სექსტეტი "გასხივოსნებული ღამე" op.4,სიმფონიური პოემა "პელეასი დაა მელიზანდა" op.5. კანტატა "გურეს სიმღერები" op.გარეშე,პირველი სიმებიანი კვარტეტი,op.7,კამერული სიმფონია op.9,"15 ლექსი" შ.გეორგეს "დაკიდული ბაღების წიგნიდან",მონოდრამა "მოლოდინი"op.17,"ბედნიერი ხელი"op.18.ამავე წლებში დაიწყო კომპოზიტორის ლიტერატურული,მუსიკალურ-თეორიული და მუსიკალურ-პედაგოგიური მოღვაწეობა:შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი "მოძღვრება ჰარმონიაზე"1911.წ. 1926 წელს შონბერგი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა,სადაც ბუზონის გარდაცვალების შემდეგ მან პრუსიის ხელოვნების აკადემიის კომპოზიციის კლასის ხელმძღვაანელის თანამდებობა დაიკავა,სადაც განაგრძო ინტენსიური პედაგოგიური მოღვაწეობა.
პირველი ნაწარმოები,რომლებშიც შონბერგმა თანამიმდევრულად გამოიყენა დოდეკაფონური ტექნიკა,დაწერილი იყო ჯერ კიდევ ვენაში (საფორტეპიანო პიესები,OP.23, სერენადა OP.24,საფორტეპიანო სუიტა OP.25, სასულე კვინტეტი OP.26.)მაგრამ მხოლოდ ბერლინის პერიოდში ხდება ახალი მეთოდი შონბერგის საკომპოზიტორო პრაქტიკის ერთადერთი ამოსავალი პუნქტი,კერძოდ,სიმებიან კვარტეტში OP..30, საორკესტრო ვარიაციებში OP..31, ოპერაში "დღეიდან ხვალემდე" OP.32. აქვე მუშაობდა კომპოზიტორი ორატორიაზე 'იაკობის კიბე' და ოპერაზე "მოსე და არონი".ბიბლიურ სიუჟეტზე დაწერილი ორივე ეს ნაწარმოები დაუმთავრებელი დარჩა.
1933 წელს,გერმანიში სახელმწიფოს სათავეში ნაცისტური რეჟიმის მოსვლის შემდეგ, შონბერგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და აშშ-ში წასულიყო ემიგრაციაში,სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.(გარდაიცვალა 1951 წლის 13 ივლისს).აქ ის აგრძელებს ევროპაში დაწყებულ ნაწარმოებებზე მუშაობას-"იაკობის კიბეზე" და "მოსე და არონზე".ქმნის სავიოლინო კონცერტს OP.36, მეოთხე სიმებიან კვარტეტს OP.37, მეორე კამერულ სიმფონიას OP.38,"ოდას ნაპოლეონს"OP..41,(ბაირონის მიხედვით),საფორტეპიანო კონცერტს OP..42,სიმებიან ტრიოს OP.45, კანტატას "გადარჩენილი ვარშავიდან" OP.46(საკუთარ ტექსტზე) და სხვ.
აშშ-ში,ისევე როგორც ავსტრიასა და გერმანიაში,შონბერგი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას,წერს კომპოზიციის საკითხებისადმი მიძღვნილ სტატიებს,რომლებიც შემდეგ გააერთიანა კრებულში "სტილი და იდეა".
http://www.youtube.com/watch?v=Y9IAS0HOXUY

Immature love says: 'I love you because I need you.' Mature love says 'I need you because I love you.'
Erich Fromm