#19359571 · 1 May 2010, 21:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვისაც მიგიმართავთ ინსტრუქტორისათვის, რათა ავტომობილის მართვა გესწავლათ, დაინტერესებულხართ თუ არა გაგერკვიათ თქვენს მასწავლებელს ქონდა თუ არა ინსტრუქტორის მოწმობა? * * * ისეც ხდება, რომ შეიძლება ისარგებლოთ ტაქსით და ტაქსის მძღოლმა შემოგთავაზოთ ავტომობილის ტარების სწავლება. ეს რომ ხდება ჩვენც ვიცით, მაგრამ ვერაფრით ვშველით. თუმცა ვინც ჩვენთან მოდის უფრო მეტი შანსი აქვს მცირე დროში ისწავლოს და დაეუფლოს ავტომობილის მართვას. კი არ დავაზეპირებინოთ მექანიკურად, არამედ ვასწავლოთ.
იმიტომაცაა, რომ პატარა სტრესული სიტუაცია, და გამოცდაზე გასვლა ყველასთვის სტრესია, ან მანქანა უქვრებათ და ან, ყველაფერს კარგად აკეთებენ და რკინიგზის ულიანდაგო გადასასვლელთან არ ჩერდებიან, ისე იბნევიან.
მე არ ვამბობ მაინცდამაინც ჩემთან მოდით, მე ყველაზე მაგარი პროფესიონალი და მაგარი ინსტრუქტორი ვარ. უბრალოდ მინდა გაიგოთ, რომ დღეს ყველა ასწავლის, მაგრამ ძალიან ცოტაა რეალურად პროფესიონალი მასწავლებელი.
|