გარკვეული პერიოდია ამ ფორუმზე ვარ და ვპოსტავ ამ განყოფილებაში.
ჩემი დაკვირვების შედეგად დავადგინე რომ აქ თემების:
1) 50% არის რელიგია VS ათეიზმი,
2) 20% მართლმადიდებლობა VS დანარჩენი მსოფლიო(ქვეტექსტით გვებრძვიან) ,
3) 10% მართლმადიდებლური სასწაულების განხილვა.
4)10% კათოლიციზმი,ისლამი,და სხვა.
5)10% ნიცშე.

ხოდა რა მინდა გკითხოთ რატომ ხდება ასე? ,კერძოდ ნებისმიერი კამათი სრულდება ჩემი კაია შენი ცუდიას ძახილით და არცთუისე იშვიათად პირადი შეურაწყოფით.
ნამდვილად გულწრფელად მაინტერესებს რატომ ხდება ასე ,რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიკამათოთ ფაქტებით და არაწყალზე როგორც ეს ხშირად ხდება.
ჩემი პასუხი:
1) გარკვეული იუზერებისთვის მთავარია დაწეროს რამე ხოლო რას წერს არ აინტერესებს.
2) გარკვეულ საკითხებში არაკომპეტენტურობა მაგრამ პრეტენზია და ამბიციურობა.
მაინტერესებს თქვენი აზრი ბოლობოლო რა ხდება ამ განყოფილებაში ?