MEსტომატიტივით გეწყება და ნისტატინი მოგცეს?

ნისტატინი ანტიფუნგალური (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო) წამალია, რომელსაც, ძირითადად კანდიდიაზის (საფუარა სოკო, Candida Albicans-ითა და იშვიათად Candida-ს სახეობის სხვა წარმომადგენლებით გამწოწვეული ინფექცია) სამკურნალოდ იყენებენ კანზე მყოფ კანდიდიაზს ადგილობრივი ნისტატინიანი მალამოებით ებრძვიან, კუჭნაწლავის სისტემის კანდიდიაზს, ორალური ნისტატინით. ნისტატინი, თავისი ტოქსიურობის გამო, სისტემურად არასდროს გამოიყენება, მაგრამ ორალურად მიღებისას, ნაწლავებიდან ორგანიზმში მისი შეწოვა ფაქტიურად არ ხდება, და სისტემური ტოქსიურობაც ძალიან ცოტაა.
ამის გარდა, ნისტატინის სხვა მიზნით გამოყენებაზე არაფერი მსმენია, ამიტომ გეკითხები, რა არის რაც "სტომატიტივით" გამოგდის? სტომატიტს არ სჭირდება ნისტატინი... პირში რამე თეთრი ნადები ხომ არ გაქვს?