


გერმანულმა გიგანტმა, Volkswagen, წარმოადგინა განახლებული ვერსია ყველგანმავლისა Touareg. როგორც კომპანიაში აცხადებენ ეს არის საუკეთესო ავტომობილი, რაც კი ოდესმე გამოუშვიათ. წინასთან შედარებით ექსტერიერი ევრად არ შეცვლილა, გვაქვს ახალი რადიატორის ბადე და უფრო გამოკვეთილი უკანა ოპტიკა. ავტომობილმა 2 სმ-ით დაიწია და 4.2 სმ-ით დაგრძელდა. როგორც პრეს რელიზშია ნათქვამი, ავტომობილი უფრო პროპორციულია წინა მოდელთან შედარებით.

რაც შეეხება სალონს, როგორც აცხადებენ მასში უფრო ძვირადღირებული მასალები.(ნეტა რა უნდა ყოფილიყო წინაზე ძვირი..) როგორც წინა, აგრეთვე მეორე რიგის სავარძლებნის რეგულირებაა შესაძლებელი. აგრეთვე გაიზარდა მგზავრებისთვის ადგილი. უკანა სავარძლების დაკეცვა შესაძლებელია ელექტრონულად, ღილაკზე დაჭერით. საბარგული მოცულობა 580 ლიტრია, უკანა სავცარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი 1642 ლიტრი. მოდელი აღჭურვლია ნავიგაციით და 8 დიუმიანი ეკრანით, აგრეთვე 6 დისკიანი CD ჩეინჯერით.

ავტომობილი შეიძლება შეუკვეთოთ როგორც FSI, ისე TDI და TSI ძრავებით და რაც ყველაზე მთავარია, ჰიბრიდული ძრავითაც. შესაძლებელია აგრეთვე V6 და V8 დიზელის და ბენზინის V10 და W12 ძრავებიც. რაც შეეხება ჰიბრიდს, იგი შედგება ბენზინის V6 TSI 333 ცხენის ძალიანი და 47 ცხენის ძალიანი ელექტრონული ძრავისაგან. შეუძლია აჩქარდეს 100-მდე 6.5 წამში, და მაქსიმალური განავითაროს 240 კმ/სთ. საჭვავის ხარჯი კი შეადგენს 8.2 ლიტრს შერეულ ციკლში.

დიზელის ძრავები V6 240 ცხენის ძალიანია და 100 კმ-ზე 7.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო დიზელის V8, 4.2 ლიტრი მოცულობისაა, 340 ცხენის ძალიანია და 9.1 ლიტრს მოიხმარს 100 კმ-ზე. ყველგანმავალმა მიიღო ახალი სრულ ამძრავის სისტემა დიფერენციალით თორსენ, მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა, დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, მოცურების საწინააღმდეგო და აღმართის დაძლევის დამხმარე სისტემები. აგრეთვე შესაძლებელია უფრო ახალი და თანამედროვე სრული ამძრავის შეკვეთაც - 4XMotion.
news.drive.ge
ეხლა ეს ახალ კაენს არ ჯობიაა??
This post has been edited by mind_auger on 2 Mar 2010, 00:13
[quote]კაკ მინიმუმ იმ ჩემპის ყველადროის საუკეთEსო იგროკი უნდა ყოფილიყო ფოტოზე,[/quote]
ზუსტად ეგაა მერე :yes:
ყველამ ვიცით თუ რა ელის ჩვენს სულებს მოდღრძულს:nod:
მამაცური სიზარმაცე მჭირს