ამ ინტერვიუდან რამოდენიმე ამონარიდი დავდე "რესპუბლიკური პარტია" თემაში, მაგრამ ჩემი აზრით იმსახურებს ცალკე თემას.
რომ არ გაწვალოთ ლინკებით, ვდებ მთლიან ინტერვიუს და გეკითხებით: რომლები არიან პრაიმერისტები, სულელები თუ გაყიდულები.
ჩემი აზრით, ცოტ-ცოტა ორივე
თქვენი აზრით?
[/B]...ოპოზიციური მანტია ქაჯებთან ბრძოლის დაწყებით მოისხა, თან დაგვაიმედა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ქაჯებს ფეხი არ მოუცვლიათ. მეტიც, ქართულ პოლიტიკაში ეშმაკებიც გამოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში, აპრილის აქციების დროს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ეშმაკი ოპოზიციის ლიდერებს ჩაგჩიჩინებს, ხელისუფლებასთან დიალოგზე წადითო... “საქართველოს გზის” ლიდერი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას, “ეშმაკებისა” და “ქაჯების” გარდა, ახალ ტერმინს - “პოლიტიკური მავნებლობა” ამკვიდრებს.
მაშ ასე, ვინ არიან “პოლიტიკური მავნებლები”, რატომ გაგვიშვებს ევროპა ჯანდაბაში და რატომ არის პრაიმერი ვანო მერაბიშვილის ხაფანგი?
- ქალბატონო სალომე, რა ხდება ოპოზიციაში?
- მეგონა, კონკრეტული კითხვები გქონდათ...
- ესეც კონკრეტული კითხვაა, მაგრამ თუ მეტი კონკრეტიკა გინდათ, გკითხავთ: ე.წ. აპრილის პროტესტის დროს აღიარეთ, რომ ოპოზიციას ეშმაკი უპირებდა “დაპატრონებას”. ანტინაციონალებს ეშმაკი, როგორც ჩანს, ახლაც ებრძვის და ამ ეშმაკს კრემლის სახე ხომ არ აქვს?
- ეს ეშმაკი უფრო ნოღაიდელია, ანუ არ მგონია, რომ ქართულ ოპოზიციაში შემოჭრა რუსეთის სტრატეგია იყოს. რუსეთს ეს იმიტომ არ სჭირდება, რომ სააკაშვილი ჰყავს, რომელიც ყველაფერს უსრულებს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში რუსეთი ნოღაიდელმა შემოიყვანა და ეს მისი მთავარი დანაშაულია.
- რას გულისხმობთ?
- ის პუტინთან იჯდა არა როგროც სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი, არამედ, როგორც - ოპოზიციის ლიდერი. ყოველ შემთხვევაში, თავი ასე წარადგინა. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია და მას უნდა გავემიჯნოთ, რადგან ნოღაიდელი ჩემი ლიდერი არაა.
მეორე დანაშაული კი იმ პარტიებმა ჩაიდინეს, რომლებმაც ნოღაიდელი ქართულ ოპოზიციასა და საზოგადოებაში შემოიყვანეს. არ ვიცი, კულუარებში რა ხდება, მაგრამ იმაზე ვლაპარაკობ, რაც ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დავინახე, ანუ იქ ლაპარაკი კულტურასა და კინოზე კი არა, იმაზე იყო, თუ როგორ უნდა აირჩიონ ერთიანი ოპოზიციური ლიდერი... მოსკოვიდან დაბრუნებული ნოღაიდელი ქართულ ოპოზიციაში ძიძიგურმა, დავითაშვილმა და გაჩეჩილაძემ, ანუ ე.წ. პრაიმერისტებმა შემოიყვანეს.
- [B]ზემოხსენებულ ოპოზიციურ სუბიექტებს ზურაბ ნოღაიდელის, ასე ვთქვათ, გაცოცხლება რაში აწყობდათ?- ეს სხვა თემაა... ამ ყველაფერში კი ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ ნოღაიდელი ქართულ საზოგადოებაში შემოიყვანეს, ანუ ის ტაში, რომელსაც ჭადრაკის სასახლეში უკრავდნენ, დიდხანს გაგყვება! მოკლედ, ამ ნაბიჯით ოპოზიციის ბუნებრივი გახლეჩვა და ნაწილობრივი დისკრედიტაცია მოხდა.
-
“დისკრედიტაციაში” რას გულისმხმობთ?- ხელისუფლება ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრის კადრებს ინტენსიურად ატრიალებს და ქვეყნის გარეთ აცხადებს, ჩვენ რაც ვართ, ეს ვართ - ემოციურები ვართ და გიჟები, მაგრამ საქართველოში არის შავბნელი ძალა, რომელიც მოსკოვთანაა შეკრულიო. მოკლედ, მხოლოდ ოპოზიციის კი არა, მთლიანად პროცესის დისკრეტიდაცია მოხდა და ახლა, ნახეთ, არჩევნების შემდეგ რა მოხდება.
-
რა მოხდება?- მოსკოვიდან ჩამოსული ნოღაიდელი, როგორც ოპოზიცია, აცხადებს, არჩევნების მერე ხელებს დავამტვრევო.
-
სხვათა შორის, 30 მაისს ჭექა-ქუხილს გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობიც პროგნოზირებს...- ეს ერთიდაიგივე ჯგუფია. საერთოდ, პოლიტიკურად არასწორია, როცა წინასწარ აცხადებ, რომ არჩევნები გაყალბებული იქნება და მე ქუჩაში გამოვალო. სწორედ ამაზე ოცნებობდა ხელისუფლება - გადატრიალების გეგმა მოსკოვს უკავშირდება და წრედიც იკვრება: მოსკოვი, ნოღაიდელი და თითების დამტვრევა. ამიტომ, ვეღარავინ დაამტკიცებს, რომ თითების დამტვრევა მოსკოვის სურვილი არაა.
-
მაშასადამე, ქალბატონო სალომე, თქვენი ლოგიკით, ზურაბ ნოღაიდელი გარკვეულწილად “ნაციონალების” პროექტია?- ზუსტად ისეთივე პარალელია, როგორც მიხეილ სააკაშვილი ასრულებს რუსეთის გეგმებს და ოცნებებს. მნიშვნელობა არ აქვს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ბავშვობიდან აგენტია თუ გულწრფელად გულანთებული ახალგაზრდა იყო, რომელმაც ვერ გაარკვია, რა ხდებოდა და ეს ნაბიჯები ამიტომ გადადგა. ფაქტია: შედეგებით, სააკაშვილი მოსკოვის კაცია. ასევე, ნოღაიდელი ხელისუფლების კაცია, რადგან ის ხელისუფლებას იმ ოცნებას უსრულებს, რომელზეც რამდენიმე წელია, ფიქრობს...
- ერთი სიტყვით, გჯერათ, რომ საქმე დიდ პოლიტიკურ თამაშთან გვაქვს, მაგრამ თქვენი აზრით, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა თუ ლევან გაჩეჩილაძე ამ თამაშზე რატომ დასთანხმდნენ?- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის... ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერსებს...
- მერე, ჰკითხეთ ყოფილ პოლიტპარტნიორებს...- ვისთან მივიდე და რა ვკითხო - სულელები ხართ თუ გაყიდულები?
-მაინც, სულელები არიან, გაყიდულები თუ ორივე ერთად?- ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა შეიძლება, რაღაც სასწაული ახსნა არსებობს, რომელიც მე არ მესმის. ნებისმიერი ოპოზიციონერისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ხელისუფლება ამ ჯაჭვს დიდი ხანია, ეძებს. რუსების კაცი ხან ბადრი პატარკაციშვილი იყო, მაგრამ ვერ დაამტკიცეს, ხან - ნინო ბურჯანაძე, ხან - ირაკლი ოქრუაშვილი და ხანაც - კოკო გამსახურდია და ესეც სასაცილოა, რადგან ახლა კაცი უშიშროების საბჭოს მუშაობაში იღებს მონაწილეობას და საჭიროდაც არ ჩათვალეს, რომ ბრალდება მოეხსნათ
მოკლედ, ეს ხელისუფლების მუდმივი ლტოლვა იყო და ოპოზიციაც შევარდა ამ ხაფანგში...
- თქვენი ვერსიით, ამ ხაფანგს ზურგს რუსული ფული უმაგრებს?- მე რა ვიცი, მათ ჰკითხეთ... შეიძლება, უფრო მარტივადაა ყველაფერი, ანუ ვაჭრიობა მიდის ადგილებსა და ქვოტებზე და ყველაფერი ცუდად დამთავრდება...
- ქალბატონო სალომე, ამ პროცესებში ირაკლი ალასანიაც ჩაერთო...- ჩემი აზრით, ალასანია ჯერ არ ჩართულა... საერთოდ, ადამიანს ყოველთვის უნდა მისცე ახსნის საშუალება. ჭადრაკის სასახლეში ნოღაიდელი სხვებმა მიიყვანეს და ამ პარტიებმა, პრაქტიკულად, გამოაჩინეს, რომ ნოღაიდელი მათი ლიდერია. კახა კუკავა ამბობს, ნოღაიდელი მერობის კანდიდატი არააო, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე, შეიძლება, კანდიდატი არ ვარ, მაგრამ ლიდერი ვიყო... მოკლედ, სხვები ორივე ხელით არიან ამ პროცეში ჩართულნი და არ ვიცი, გამოძვრებიან თუ არა, მაგრამ ალასანია ჩართული არ არის, გაურკვეველ სიტუაციაშია და პასუხი ისე უნდა გაგვცეს, რომ არც ერთი კითხვა არ დაგვიტოვოს.
სხვათა შორის, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პრესკონფერენციაზე განვცხადე, რომ მხარს ალასანიას ვუჭერ და ამ თემაზე კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც დავიწყე. არ ვამბობ, რომ ალასანია არაჩვეულებრივი ლიდერია, მაგრამ ყველაზე კარგი კანდიდატიურაა და მას მხოლოდ რეიტინგიდან კი არა, სხვა მონაცემებიდან გამომდინარეც, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატობის შანსი აქვს.
საერთოდ, თავიდანვე პრაიმერის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს ჩვენს არჩევანში მერაბიშვილის შემოყვანაა. არც სოციოლოგიური გამოკითხვის მჯერა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მანიპულირებულია. მე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, დელეგირებას არავის მივცემ, რომ ჩემს მაგივრად პოლიტიკური ლიდერი დანიშნოს. პრაიმერი შეიძლება, პარტიის შიგნით ჩატარდეს, მაგრამ პრაიმერმა საუკეთესოდ, ვთქვათ, კობა დავითაშვილი რომ გამოავლინოს, მხარს არ დავუჭერ.
მოკლედ, პრაიმერის წინააღმდეგი ვარ, რადგან მისი აზრი არ მესმის, ეს ხაფანგია და თუ პოლიტიკოსი ხარ, არ უნდა აცხადებდე, პრაიმერი მჭირდება, რადგან გავარკვიო, ვის გავყვე პოლიტიკურ ბრძოლაშიო.
- ისეთი პირი უჩანს, რომ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი საკუთარ კანდიდატურებს მოხსნიან და ე.წ. პრაიმერისტები ასეთი არჩევანის წინაშე დადგებიან - ირაკლი ალასანია თუ ლევან გაჩეჩილაძე. ამ ორიდან სალომე ზურაბიშვილისთვის მისაღები რომელია?- გამოკვეთილად - ალასანია, მას აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ კარგი შედეგი აჩვენოს. ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი კანდიდატები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ კანდიდატურის მოხსნის მერე ივაჭრონ, ამას და ამას მომცემთო. ეს ჩემი პოლიტიკური სტილი არაა და ის, რომ ოპოზიციის ბრძოლა ამ არარსებულ კანდიდატურებს გადავაყოლოთ და პოლიტიკაში ნოღაიდელი შემოვიყვანოთ, მავნებლობაა. კობა დავითაშვილიც, ზვიად ძიძიგურიც და ლევან გაჩეჩილაძეც პოლიტიკური მავნებლობაა!
- ჭადრაკის სასახლეში ე.წ. ინტელიგენცია შეიკრიბა, ანუ ნოღაიდელის, როგორც თქვენ ამბობთ, ოპოზიციაში შემოსვლას ლეგიტიმაცია სწორედ საზოგადოებამ მისცა. რა ამოძრავებს ინტელიგენციას?- რა და, - არასწორი გაგება. ასევე, არსებობს იმედგაცრუება, რომელზეც დიდ პასუხისმგებლობას ლევან გაჩეჩილაძეც ატარებს. პოლიტიკას პოლიტიკოსები აწარმოებენ. საზოგადოებას კი თავისი დანიშნულება აქვს და ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ საზოგადოება იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს, ანუ საზოგადოება ჭადრაკის სასახლეში კი არ უნდა იკრიბებოდეს, სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ, თავიანთი ლიდერი პრაიმერით აირჩიონ თუ ფულით, არამედ, მაგალითად, ქუთაისში უნდა მიდიოდეს და მოსახლეობას ელაპარაკებოდეს, თუ როგორ უნდა მიხედოს რეგიონალ სასამართლოს. საზოგადოება ფეხზე მაშინ უნდა დამდგარიყო, როცა ქუთაისში მემორიალი ააფეთქეს! ამბობენ, პოლიტიკა ჭუჭყიანი საქმეაო და საზოგადოება ამ ჭუჭყიან საქმეში მაინც ერევა...
- ისე, რა ამის პასუხია და, ოპოზიციის ლიდერები თანდათან მიხეილ სააკაშვილს ემსგავსებიან. ასე, მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვნახეთ, ახლა კი, ჭადრაკის სასახლეში - ლევან გაჩეჩილაძის...- ამაზე კომენტარიც არ მინდა...
- იმ დროს, როცა ოპოზიცია ლიდერის შერჩევის საბაბით ერთმანეთს ხოცავს, ხელისუფლებას მერობის კანდიდატი ოფიციალურად არც დაუსახელებია... ოპოზიციური კინკლაობით “ნაციონალები” დროს იგებენ?- ხომ გითხარით, ის, რასაც ე.წ. პრაიმერისტები აკეთებენ, მავნებლობაა...
- ერთობ რადიკალური შეფასებაა...- ეს ჩვენი ბრძოლის გართულებაა...
-
რატომ?- იმიტომ, რომ ის ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც რეალურად დაგვჭირდება, მოსკოვის ჩრდილის ქვეშ დააყენეს. ხელისუფლება სიმართლეს ამბობს: წინასწარ გვიცხადებენ აჯანყებას და ეს როგორ შეიძლებაო? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს ან პოლიტიკური შეცდომაა ან პოლიტიკური მავნებლობა!
-
დასავლეთში საქართველოს შიდა სიტუაციებს როგორ აფასებენ?- რეალურად, არავინ იცის, რა ხდება. ბოკერია და სხვები უცხოელებს ხვდებიან და ჩვენზე, ოპოზიციაზე ეუბნებიან, თუ რა ცუდები ვართ. უცხოელებთან სააკაშვილიც ამბობს, კი ბატონო, ემოციური ვარ, მაგრამ ძალა, რომელიც მოდის, წინასწარ მიცხადებს, რომ აჯანყებას მოაწყობსო. მოკლედ, იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში დემოკრატიის სურათი გამოვასწოროთ, მე იმას ვამტკიცებ, რომ არ ვარ რუსეთისა და ნოღაიდელის ხაზი.
ვთვლი, რომ ოპოზიცია ევროპარლამენტში უნდა ჩასულიყო, მაგრამ იანუკოვიჩის მერე იქ ვინ მიიღებს საქართველოს ოპოზიციას, რადგან გაუგებარია, ვინ ვინ არის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი რომ მოსკოვში ჩადის, ეს კადრები დასავლეთში ყველას აქვს ნანახი...
-ესე იგი, იმის თქმა გინდათ, რომ ნოღაიდელის მოსკოვური ვიზიტები საქართველოს დასავლურ იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს?- დიახ... მიდის საქართველოს დისკრედიტაცია და ამაში ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის. მართალია, ხელისუფლება ფაქტებით ლაპარაკობს, მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ მოსკოვში მხოლოდ ნოღაიდელი დადის, არამედ, ამბობს, რუსული განწყობა საზოგადოებაში იზრდებაო...
- იქნებ, საზოგადოებაში პრორუსული განწყობა, თუნდაც ფულით, მართლა გაიზარდოს?- არ მჯერა! სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ ევროპამ თქვას, ყველანი დამპლები ხართო! სწორედ ამიტომ არის ალასანია იმედისმომცემი კანდიდატი, რომ შეუძლია, რაღაც შეცვალოს, მაგრამ თუ ნოღაიდელის იარლიყი მთელ ოპოზიციას გადაეფარა, მაშინ ევროპა იტყვის, ჯანდაბა თქვენ, რუსეთისკენ მიდიხართ და ჩვენსკენ არ გექაჩებითო, ანუ იგივე მოხდება, რაც უკრაინაში მოხდა, სადაც იანუკოვიჩი, სხვათა შორის, სააკაშვილის დახმარებით აირჩიეს.
- უკაცრავად, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებასთან სააკაშვილი რა შუაშია?- მე თუ დემოკრატი ამომრჩეველი ვარ, რომელიც ტიმოშენკოზე მაინცდამაინც გაგიჟებული არ ვარ, მაგრამ იანუკოვიჩს მირჩევია და ვუყურებ, როგორ აყალბებს ტიმოშენკო არჩევნებს, ვფქირობ, რომ რა აზრი აქვს არჩევნებში ჩემს მონაწილეობას და სახლში ვრჩები...
- ბოლოს, ქალბატონო სალომე, რა მოხდება?- არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რა უნდა მოხდეს...
- მითხარით...- ალასანია უნდა გამოვიდეს და საკუთარი თავი ერთადერთ კანდიდატად დააყენოს, ანუ არანაირი პრაიმერი, ვაჭრობა და გამოკითხვა. ლიდერი, რომელიც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული არაა, არავის სჭირდება. ალასანიამ უნდა განაცხადოს, რომ არის ერთადერთი ლიდერი, რომელსაც ხალხი ენდობა. ამასთან, ალასანიამ უნდა თქვას, რომ კარს არ უკეტავს იმ პარტიებს, რომლემაც შეცდომა დაუშვეს და ნოღაიდელთან იყვნენ...
- ეს ფორმულა “ახლებმა” და “რესპუბლიკელებმა” უკვე წამოაყენეს...- არა... ალასანია, როგორც ლიდერი, უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ მხოლოდ თავისი პარტიის კი არა, ყველას ლიდერია
This post has been edited by Zmuzu on 4 Mar 2010, 11:22