ამდენი წაკითხვის თავი ვისა აქვს? ... ეს რა არის... მთელი ამბებია.
მოკლე შინაარსი ამ ბოლო ამბის კი ასეთია: ია ანთაძეს მტრები ელანდება და ცენზურას იყენებს, ოლგა კონსკაიას მატრონას ნუ უწოდებო, რომ ეტყვიან და ნეკრასოვის ფილმს უნახავად რატომ ლანძღავო, რომ შეეკითხებიან.
რევოლუცია, დემოკრატია, პარანოია: ცენზურა და მეხსიერება ია ანთაძის ბლოგში
„ნეტარ არიან გულმავიწყნი...“ ნიცშე.
წუხელ ია ანთაძემ საჯაროდ გადაწყვიტა აღარ გამოაქვეყნოს კავკასიოლოგის კომენტარები თავის ბლოგზე რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
კავკასიოლოგის ნიკი ეკუთვნის მარიკა ლაფაურს, რომელიც როგორც ვიცი, მე გახლავართ. საუბარი შეეხო ანდრეი ნეკრასოვის ფილმს.
ვწუხვარ განსაკურებით, რომ ეს გაცემული და გაცხადებული ცენზურა ანდრეი ნეკრასოვთან დაკავშირებულ თემაში განახორციელა ბლოგის ავტორმა.
დიდი ხანია მინდოდა ნეკრასოვის ფილმის „რუსულის გაკვეთილების“ ნახვა. რამოდენიმე დღის წინ გავიგე, რომ იუტუბში დევს, ვნახე და გამახსენდა გასული წლის ნოემბერში ბლოგში ჩემი მორიდებული შეკითხვა ია ანთაძესთან, თუ რატომ აცხადებს ხმამაღლა პროტესტს ფილმის წინააღმდეგ და რატომ არ აპირებს მის ნახვას. ამ საკითხზე რამოდენიმე გვერდიანი დისკუსია მიმდინარეობდა, რომელიც ისევე კარგად მახსოვს, როგორც ბლოგზე გამართული გაზაფხულის ცხელი დისკუსიები. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როდესაც ანთაძე თავის ბლოგერ კავკასიოლოგთან, მართალია კვლავ უბრად იყო, მაგრამ ჯერ გაბუტული არ იყო. ეხლა ამ წერილის დაწერისას ხელახლა გადავხედე მაშინდელ დისკუსიას და ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. შეგიძლიათ გაჰყვეთ ამ ბმულს.
http://www.tavisupleba.org/content/blog/18...edInfoContainerდისკუსია მიმდინარეობდა ანთაძის ბლოგში „სადაგი დღე“ -სადაც ის „მოძრაობით“ არის თვითკმაყოფილი. შემართული მოძრაობა, რომელიც ავტორის ერთ დღეს აღწერს, განსაკუთრებით შეუსაბამობაში იყო ფილმის არნახვის პროტესტთან. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგში პირველი ჩემი ჩანაწერიდანვე (მაისის დასაწყისი. ბლოგი აპრილში დაარსდა. (იხ. ამ ბმულზე. 10.05.09
http://www.tavisupleba.org/content/blog/16...edInfoContainer ) იას ეჭვი დაებადა, რომ მას ჩემს ნიკს ამოფარებული ნოდარ ლადარია უტევს. ნოდარ ლადარიას ცხოვრების მიზანი კი ია ანთაძის ბლოგში დევნა ყოფილა. ამ თემაზე უამრავი ჩანაწერი არსებობს ბლოგში. (ნოდარ ლადარიას გარდა, როგორც ბლოგში მრავალჯერ გვაუწყეს, მუშაობს ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სახელით შედის, აქედან მინიმუმ ექვსი კავკასიოლოგი იყო, გვიხდიან ხელფას, ვართ ვანოს ზონდერები და ა.შ.ეს დისკუსია დღესაც გრძელდება) ბლოგში ჩემი გამოჩენის მოტივაცია იყო შიში და წუხილი ოპოზიციის სტრატეგიის მიმართ, რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ ზამთარში 2009 წლის 9 აპრილის დამიზნებით, მიუღებელი იყო. ბლოგი, ბლოგის კომენტირება, ურთიერთობები, რომელიც წარმოიშვება ახალი მედიის განსაკუთრებულობაა, რაზედაც უკვე ბევრი იწერება. აქ მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო სწრაფი დაჯგუფება ბლოგზე „მართალთა და არამართალთა სანაპიროებზე“. (ანთაძის კლასიფიკაციით) არამართალი იყო ყველა ის, ვინც ცალსახად არ ადანაშაულებს ხელისუფლებას.
მე 20 წლია, რაც საქართველოში არ ვცხოვრობ, თუმცა ვთვლი, რომ მე ის არც ერთი წუთით არ დამიტოვებია. მგონია, რომ ამ დისტანცირებით ბევრი დამოკიდებულებები უფორ ფოკუსირებულია და ამ შემთხვევაში არა მარტო ჩემს თავს ვგულისხმობ.
ჩემი დამოკიდებულება საქართველოში მოღვაწე თუ მცხოვრები პიროვნებების მიმართ უმეტესად ნეიტრალურია, არა იმიტომ, რომ მე ნეიტრალური აღქმა მაქვს, არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე ყოველდღიურ ისტორიებს და ურთიერთობებს არ ვიცნობ. ია ანთაძის ბლოგში ვწერდი, თუ თვეების მანძილზე რატომღაც ლადარია უნდა ვყოფილიყავი და ამის გამო უშვერი ლანძღვა მომესმინა, ეს პიროვნებები და მათი დამოკიდებულებები საქართველოს საჯარო სივრცეში, არაფერს მეუბნებოდა და ეს პიროვნებები ჩემთვის მხოლოდ მათი ქცევების, გამოქვეყნებული ნაწერების მიხედვით გახდნენ ჩემთვის ცნობილი. აქედან გამომდინარე, რაიმე წინასწარი დადბითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებები არც შეიძლებოდა, რომ მქონოდა.
მიუხედავად გამუდმებული პარანოიდული წარმოდგენებისა, რომ ანთაძეს ვინმე მის ბლოგზე პირადად მას უტევს, მის მიერვე მრავალჯერ გამჟღავნებული იყო “ბლოგის დრამატურგიისათვის” კავკასიოლოგის ბლოგზე შენარჩუნების სურვილი. ის ხშირად საუბრობდა რაღაც ბლოგ-სამკუთხედზე, რომელის ერთი წახნაგი თურმე კავკასიოლოგი უნდა ყოფილიყო. გამოვტყდები, ამ გეომეტრიულ დაჯგუფებას ვერაფრით ვერ ვიგებდი, მაგრამ წრფეები საგულდაგულოდ იყო შეკრული. ამიტომ მეც სხვა აღარ დამრჩენოდა, თუ არა, ამ სამკუთხედის ერთერთი მონაწილესთან (ბლოგლომგული და ბლოგოქრო სოლომონ თერნალელი) თამაშის წამოწყება. მინდა გითხრათ, რომ ეს ბლოგის საუკეთესო პერიოდია. კავკასიოლოგმა საშინელი და საძულველი მდგომარეობიდან თამაშით, გარკვეული წერის თავისუფლების მოპოვება. თანაც აღზრდიდან გამომდინარე, ბლოგდიასახლისთან თამაში, მითუმეტეს, როცა მან თამაშის არც ერთი წესი არ იცის, გასაგები იყო, რომ სრულიად გამორიცხული იყო. კავკასიოლოგისათვის კი, საინტერესო იყო ქართლი საზოგადოების ანარეკლში მონაწილეობა და მისი ყოველდღიურობის დაკვირვება. სამწუხაროდ ამაზე უფრო ფართო საუბრის ადგილი აქ არ არის.
კავკასიოლოგისაგან ბლოგს მინიმუმ საჩუქარი აქვს დატოვებული: რადიო თავისუფლების ინტერქტივი, (მინიმუმ ამ მომენტში სხვა მაგალითები, რომ აღარ მოვიხსენიოთ, ეჭვიანი ბრალდებები უნდა გაქარწ###ბულიყო) რითაც ასე ამაყობენ ავტორი და მისი თანამშრომლები, ანთაძისაგან კი საჩუქრად მივიღეთ ცენზურა. ნერვებმა უმტყუნა და ის ტექსტები, სადაც მისი უცოდნარობა ან არაინფორმატულობა ჩანს, არ სურს გამოაქვეყნოს, რადგან ეს მას პირადი მტორბა ჰგონია.
ერთში ვეთანხმები და ვაღიარებ, რომ ამ ბოლო ჩანაწერებით, რომელიც ნეკრასოვის ფილმს ეხებოდა, დაუფარავად ვთქვი ის, რაც ჩემი აზრით ამ თემას შეეფერებოდა.
მის მსგავს კომენტარებს ადრე თქვენ წარმოიდგინეთ სიმპათიითაც კი ვეკიდებოდი და მიუხედავად ჩემი “ლადარიობისა” და “ვანოს ზონდერობისა” არც ერთხელ “ბოლომდე” არ მიმიყვანია მსგავსი დისკუსიები.
ამ მოკლე კომენტარში ძნელია მოყვე ის პრცესები, რომელიც მპ3 -ით კომპრიმირებული ინტენსიურად მიმდინარეობდა ბლოგში და მრავალ ასეულობით ფურცელს მოიცავს, აქ ვერ განვიხილავთ იმ ბლოგკუნჭულებს, სადაც მანიპულაცია, უგვანი გემოვნება, საჯარო მიქსევა და შესევები სხვადასხვა კომენტატორების მიმართ, ალალი და მიამიტური საჯარო წუხილები, როდესაც მარტოდ დარჩენილი “სიმართლის სანაპიროს” მკვიდრნი მოიწყენდნენ მოკამათე ან “არასანაპიროელი” ბლოგერს არ გამოჩენის გამო, ბლოგმატიანეს გამუდმებული მანიპულაციები საკუთარის დამკვიდრების გამო, სრულიად აშკარა ტენდენციურობა პიროვნებების მიმართ ნებისმიერ თემაში, (ეს არა ერთი ბლოგ -ექსპერიმენტით არის დადასტურებული), მსჯელობები არსებითის გვერდის ავლით, მხოლოდ საკუთარი თუ სხვა პიროვნებებიდან გამომდინარე, გამუდმებულით დისტანციურობის და დელიკატურობის უქონლობა, სქესისა და ავტორების ვინაობის გამუდმებული რკვევა, ფაშისტურ-რასისტული პაროლები, ბლოგქვეშა დინებების ინიცირება და გააქტიურება “თავისუფალი აზრის მოყვარულთა” მიერ… მიუხედავად ამ დესტრუქციული სივრცისა, შემიძლია დადებითი მოვლენების აღნიშვნაც, რომელიც ჯერჯერობით მაინც მხოლოდ თეორიული ხასიათისაა.
სამოქალაქო ჟურნალიზმის და დემოკრატიის დამცველ ია ანთაძეს ვწუხვარ, რომ პროფესიონალიზმი არ ეყო, სრულიად დამსახურებულ კრიტიკას, რომელიც ქვემოთ არის მოტანილი, ვერ შეეგუა და საჯაროდ განაცხადა, რომ კავკასიოლოგის ნიკით ის კომენტარს აღარ გამოაქვეყნებს.
თუ კომენტატორის დაბლოკვა მისი კონსტიტუციური უფლებაა, რომლის ხშირად შეხსენება სამოქალაქო საზოგადოების წინამძღოლ ჟურნალიტს უყვარს, ამის გარკვევა ჩემი მიზანი არ არის. ჰუმანური გადმოსახედიდან კი ეჭვქვეშ დავაყენებდი ბლოგზე ინიცირებულ სხვადასხვა პიროვნებებზე და კომენტატორებზე თავდასხმებს, რომელიც ამ ბლოგს ახასიათებს. ამ სიტყვებისას ვითვალისწინებ საქართველოში ზოგადად არსებულ დისკუსიის წარმართვის უკულტურობას, რასაც ქართული მედიაც უწყობს ხელს. აქ შემოვიფარგლები მხოლოდ მოკლე შენიშვნით, რომ ჩემი კომენტარების ერთი პერიოდის განმავლობაში გაქრობა და შემდეგ კანტაკუნტად გამოჩენა ბლოგზე, სწორედ ერთერთ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას უკავშირდებოდა, (განსაკუთრებით მძიმე კი იმიტომ იყო, რომ ამ დროს არც ერთი ე.წ.”არასანაპიროელი” ბლოგზე აღარ წერდა) როდესაც ერთერთ კომენტატორზე ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა. ერთია, როცა შენ გესხმიან თავს და მეორეა რაიმე სახით, მიიღო მონაწილეობა იმ სივრცეში, სადაც ყველა ვერბალური და ვირტუალური შეურაცხყოფით, უგემოვნობით უტევენ ვინმეს. ვფიქრობ, რომ გარკვეულ თვალსაზრისით კომენტატორი უფრო ცოცხალია, ვიდრე ჩვეულებრივ live ურთიერთობისას, რადგან ის იქ თავის ნააზრევს წერს, როგორიც არ უნდა იყოს ის. სიტყვებით სივრცის დაზიანება საპასუხისმგებლო უნდა იყოს ადამიანისათვის. გამოთქმულის პასუხისმგებლობაზე ათეულობით გვერდები დამიწერია მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ნაკლებად გათვითცნობიერებული ბლოგერებისათვის, (რადგან ამჟამად თითქმის არც ერთი არ დარჩენილა, ვინც ადრეც წერდა კომენტარებს) რა თქმა უნდა რთულია თვალის გადევნება იმ ავადმყოფური კვლევებისა, რომლებსაც ანთაძე თვეების მანძილზე აწარმოებდა და წარმართავდა. ხშირად ვიყავი მოწმე, თუ როგორ ცდილობენ ანთაძე და მისი ხმაურიანი მხარდამჭერნი თავის სასარგებლოდ მანიპულაციებისათვის ამ “არამეხსიერებიანი” ბლოგერების გამოყენებას. ყველას თავისი განწყობა და განცდა გააჩნია და ჩემი თხოვნაც “სიმართლის სანაპიროზე” , როგორც თავად უწოდებენ “იანეთის” მიმართ სწორედ ეს იყო, რომ ერთი სიმართლე არ არსებობს და არც ერთგვაროვანი აღქმა. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ხელში ჩაგდებული დემოკრატია დეფორმირებული უსახელო მასაა, რომლიდანაც იმ ნაწილს ამოაგლიჯავენ, რომელიც იმ მომენტში საკუთარი მომხმარებლობისათვის გამოსადეგი იქნება.
ამ წერილის საჯაროდ გამოტანა არ ემსახურება რაიმე პირად ინტრიგებს. ვიაზრებ იმასაც, რომ ზოგჯერ არ თქმა სჯობს, თქმას. ჩემი აზრით, არ თქმა, ჩემი მხრიდან “დაგვიანებულად” მეჩვენება. ვფიქრობ იმაზეც, რომ ის მთელი აგრესია, რასაც ასე თუ ისე, კავკასიოლოგის ნიკი ირეკლავდა, - გამოუსადეგარია. ვღებულობ ერთგვარად სწორედ იმ ჭაობში მონაწილეობას, რასაც ასე გავურბივარ.
ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა და ქმედება დიდი პასუხისმგებლობაა და თუ ამ წერილით ჩემს გარდა, ვინმესათვის ან რაიმესათვის ნეგატიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს, - მზად ვარ ნებისმიერი კონსტრუქციული საუბრისათვის.
http://www.tavisupleba.org/content/blog/1969625.html (გვერდები 4-დან 10-მდე)
ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია01.03.2010 05:58
ია, ეხლა ნეკრასოვის ფილმი ვნახე იუტუბში და ჩემს ბლოგმემატიანე მეხსიერებას ჩვენი საუბარი გაახსენდა, რომლის (ერთი) ნაწყვეტი ქვემოთაა.
http://www.youtube.com/watch?v=RLGSqETLhQ0...ex=0&playnext=1ესეც ლინკი, იქნება და დროის ჩავლის შემდეგ მაინც დაინტერესდეთ და ფილმს საკუთარი თვალით და ყურით უსმინოთ, ვიდრე ფეისბუქის ჭორაობა.
"ავტორი: ჰასან მ.ჯ. კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: მიმტევებელთა საკრებულოდან19.11.2009 05:01
"ავტორი: ია ანთაძე 19.11.2009 03:43 ალექსანდრე, არც მინახავს ის ფილმი და, ალბათ, არც ვნახავ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასი პროცენტით გეთანხმები! ძალიან მაგარი ადამიანი ხარ!"
ია, ნეკრასოვი მსოფლიოში უკვე ერთერთი აღიარებული დოკუმენტალისტია. მეც არ მინახავს ჯერ, მაგრამ აუცილებლად ვნახავ. მე მგონი თქვენნაირი ჟურნალისტისათვის ასეთ ფილმზე საკუთარი შთაბეჭდილების შექმნა უპრიანი უნდა იყოს. რატომ არ უნდა ნახოთ?
ავტორი: ია ანთაძე19.11.2009 13:36 ეჭვი მქონდა და ალექსანდრემ ფაქტობრივად დამიდასტურა, რომ მორიგი პროპაგანდაა ეს ფილმი. მე კი იმდენი საქმე მაქვს, პროპაგანდისთვის წამიც კი მენანება. აი, ამიტომ. ფეისბუქზე ვნახე, ვინც უწევდა ამ ფილმს გრანდიუზულ რეკლამას და მაშინვე მივხვდი, ალექსანდრეს არ მოეწონებოდა. აი, ამიტომაც."
ეს "აი, ამიტომაც" გლიჯავს! გაჩეჩილაძის ლოგიკასავითაა და ამიტომაც სიტყვა "გლიჯავს" უხდება.
.......................
ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია02.03.2010 04:16
(ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania)
მერაბ, ტატა,
ნეკრასოვის ფილმი მე შემიკვეთავს ჩვენებისათვის ამ ქვემოთა მისამართებზე.
ტატა, მითითებულ იუტუბზე ფილმი "რუსული გაკვეთილები" მთლიანად დევს. უნდა მიჰყვე რიგს. გადაბმები ზუსტად არის გაკეთებული.
მას მერე, რაც ფილმი გავა ფესტივალზე, რომელიც ეხლა მალე ტარდება პრაღაში, ინგლისური სუბტიტრებიანი ფილმის დვდ-ის შეძენა ალბათ ამ დრიამსკენნერში, ისევე როგორც ადრე სხვა ფილმების, შესაძლებელი იქნება.
ინტერნეტში მეილიც არის მითითებული. გერმანიში ამ ფილმის ჩვენება დაგეგმილია მაისის ბოლოს.
Alta Films:+32 915 422 702
dreamscanner: +331 42 46 60 16
REZOfilms: marketing@rezofilms.com
http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1327192&NodesID=5ესეც საინტერესო სტატიაა.
....................
ავტორი: ია ანთაძე03.03.2010 01:15 ლაჩო, ერთი შეკითხვა მაქვს შენთან: თუ ნეკრასოვისთვის შეიძლებოდა ამ ომზე ფილმის გადაღება, ქარველი დოკუმენტალისტებისთვის რატომ არ შეიძლება? აღარაფერს ვამბობ ქართველ გამომძიებელ ჟურნალისტებზე. ვახო კომახიძე გააქციეს ამ ქვეყნიდან იმის გამო, რომ ცხინვალში იყო შესული. და ნეკრასოვმა ისე გადაიღო, რომ ცხინვალში არ შესულა? პირადად ჩემს პროტესტს სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ რაც მოგვწონს რუსების გადაღებული, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, ჩვენი თვალითაც დავინახოთ და ნეკრასოვის ფილმს ასაღებენ ჭეშმარიტებად. იქნებ, ჩვენ უკეთესს ვიღებთ? რატომ არა?
..............................
ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია03.03.2010 01:58
(ავტორი: ია ანთაძე03.03.2010 01:15)
თქვენ კატეგორიულად განაცხადეთ მაგ ფილმს არ ვნახავო, ზუსტად რომ ვთქვად, გადაჭიჭინდით. ქართველმა, - კირთაძემ გადაიღო. ფილმი აგებულია ნაწილობრივ ქართველი ოპერატორების მიერ გადაღებულ მასალაზე.
კომახიძის ამბავი კი სუბართან არ შეგიძლიათ გაარკვიოთ და "შვილობილ ბლოგსაც" მოუყვეთ, რაო, რა უთხრა კომახიძემ მას შვეიცარიაში? კომახიძისაგან ჯერჯერობით გაგლოევას ბებიის ამბავი ვიცით, რომ ფილმისათვის მნიშვნელოვანი ყოფილა, რითიც დიდად არ დავინტერესდი.
რა შუაშია "ჭეშმარიტება"? ნეკრასოვი არის მსოფლიოში ცნობილი დოკუმენტალისტი. განსხვავებას ვერ ხედავთ ნეკრასოვსა და კომახიძეს შორის? ის ევროპული კონტექსტი, რომელიც ნეკრასოვის ფილმშია, კომახიძის ფილმში ალბათ არ იქნება. გააკეთოს, რაც უნდა და თქვას, რაც უნდა.
ფილმი, რომ გენახათ, ან ფეისბუქზე სხვა რაიმეც წაგეკითხათ, ან სადმე რამე სხვა რომ წაგეკითხათ არ დაწერდით , - "და ნეკრასოვმა ისე გადაიღო, რომ ცხინვალში არ შესულა?"
რისთვის დაარქვეს კონსკაიას სახელი ერთერთ ქუჩას თბილისში, ესეც არ იცით. თუ რაიმეს თვალი მოჰკარით, ეტყობა სახე შეიჭმუხნეთ, - მიშას პიარიო და ამ დროს გამოგრჩათ ეს ერთი ფაქტი მაინც.
საინტერესოა, რამდენი რამე გამოგრჩათ "სიმართლის სანაპიროზე" ბლოგმატიანის სია ხომ არ ჩამოვწერო კოხტად?
ვაფასებ თქვენ მონდომებას, მაგრამ სამწუხაროდ დანარჩენია გაუფასურებული. მონდომებით გაუფასურებული, სიზარმაცით გაუფასურებული, პროპაგანდით, ფსევდოაღტკინებებით გაუფასურებული. ინტელექტუალური "შთაბეჭდილებების" გამუდმებული გაზიარებით. ნუ გეშინიათ, ეს ჩამონათვალი სულ თქვენ, ან მარტო თქვენ არ გეკუთვნით.
უკეთესს არავინ არავის არ უშლის. ერთი ტირძნისში ვნახე, როგორ უკეთესად მოვიქეცით.
.........................
ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია3.03.2010 02:25
ავტორი: ია ანთაძე 03.03.2010 02:05 ..."მაგრამ ჯერ მის ნახვას არ ვაპირებ და ამიტომ ოლღა ცხინვალში იყო თუ მატრონა, არ ვიცი."
ია თქვენი არაინფორმაციულობა მხოლოდ აბსურდულ ვულგარობაში გადადის. ეს "ოლგა თუ მატრონა" კიბოთი ავადყოფი შეუდგა კავკასიის გზას, გამოიარა ბესლანი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ფილმში შესული მონაკვეთი ბესლანის შესახებ ღირს მხოლოდ მის ერთერთ დიდ დამსახურებად, რომელიც მას 44 წლის ასაკში გარდაცვლილს, მისი სიცოცხლის გასახსენებლად ჩვენი დარჩენილების მოვალეობა უნდა იყოს. ოლგა გარდაიცვალა ფილმზე მუშაობისას. მან იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო.
თქვენ კი და ბლოგში თუ გნებავთ "მატრონასავით" "სიმართლის სანაპიროზე" ჰშვით "ჭეშმარიტება".
თქვენი ყველა სტატია და გამონათქვამი არის მხოლოდ რადიკალიზაციისაკენ და პოლარიზაციისაკენ მიმართული.
ვისაც რა უნდა ის გადაიღოს, თუ ვინმეს რაიმეს შნო აქვს.
ნეკრასოვის და კონსკაიას კი თქვნი უკულტურო გამონათქვამებით არა მგონია დიდად რაიმე დააკლოთ. პირიქით, ილაპარაკეთ.... ვიგებთ ყველაფერს. გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება. ესაა მხოლოდ, "კოოონსტრუქციული" არაა ეს ყველაფერი. სანამ ადამიანი კონსტიტუციას დაწერდა, იქამდე იყო ის ღვთის შექმნილი.
(http://www.tavisupleba.org/content/blog/1969625.html?page=1&x=1#relatedInfoContainer)
ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია03.03.2010 02:29
("ლაჩო, თუ ოდესმე პირადად შენი ხათრით ვნახე ეს ფილმი". ი.ა.)
უი, Lacho, იქნებ პირადად შენი ხათრით "ოლგა მატრონები" მაინც არ იძახოს იამ? ეს მაინც ხომ შეიძლება?
ასეთ მომენტებში სულ იასთან ჩვენი უტოპიაზე საუბრები მახსენდება, იმიტომაც და ამიტომაც და აი კიდევ იმიტომაც.
………………………..
(რახან ია ანთაძე უკვე რამოდენიმე ხანია გაბუტულია, ამიტომ კავკასიოლოგის მისამართით სათქმელებს სხვებს ეუბნება ხოლმე)
ავტორი: ია ანთაძე03.03.2010 03:44 მაგდა, ძვირფასო, ფილმი არ მინახავს. არ ვიცი, ვინ იყო ოლღა და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ვინც იყო, გარდაიცვალა. ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანი გარდაიცვალა. მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. არ მინახავს ეს ფილმი, თუ იცით ქართული? თუ უკვე ისეთი ქვეყანა გვაქვს, სადაც მე არ ვარჩევ, რა ვნახო და რა არა? თქვენი კარნახით უნდა ვიარო კინოში? და რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, იმას ვუყურო? ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ უკვე? არ დამიმალოთ, თუ ჩემზე მეტი იცით ამ კუთხით. სირცხვილია, პასუხი მომთხოვოთ იმ ფილმისთვის, რომელიც არ მინახავს. მართლა არ მინახავს. გასაგებია?
....................
(მომდევნო კომენტარები დრიში გადაკვეთილია, გარკვეულობისათვის იხ. აქ მოყვანილი ბოლო კომენტარი 04:05)
ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია03.03.2010 03:50
ალექსანდრე, გეთანხმები, რომ დაბობმვის ამბავი ფილმში სუსტ ადგილად შეიძლება აღვიქვათ, მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, ვინ როგორ ხედავ ფილმის მთავარ გზავნილს. ფილმში კარგადაა ნაჩვნები უდანაშაულო ხალხის ტრაგედია, ძალიან მძაფრად არის ევროპის ორსახოვნება და ფლიდობა მოტანილი, ბესლანის და აფხაზეთის
და მთლიანად კავკასიისადმი რუსეთის პოლიტიკის დანაშაული,
მედიის მანიპულირების სავალალო ფაქტები, ეს უკანასკნელი სწორედ დაბომბვის კადრებსაც ეხება, როდესაც გორის კადრები გავიდა ევროპის მედიით, საპირისპირო კომენტარებით, გერგიევის ფრაგმენტი და ა.შ. არის ფილმის ის მომენტები, რითაც ის მნიშვნელოვანია. ნეკრასოვი არის მსოფლიო სახელის რეჟისორი და ეს ფილმიც შიდა პოლიტიკის ნიშნით არ არის გაკეთებული.
ომზე მასალები საკმარისად არსებობს და არავის არ აქვს აკრძალული სხვა ფილმი გადაიღოს და თუ უნდა რაშია თუდეის გაუგზავნოს და სადაც უნდა იქ აჩვენოს.
მთელი გასული გაზაფხული როგორ ბლოგჭყლოპინში გაატარეთ, - ვხედავ შიდა პოლიტიკურ განვითარებებს და დღევანდელ მსჯელობებს ამიტომ არანაირი ფასი არ აქვს იგივე პირთა მიერ.
“ოლგა და მატრონების” მსგავსად მოხსენიება კი ისეთი უხერხული და ვულგარულია, რომ მარხვაში მაინც, ვნების კვირეებში არ უნდა თქვას არავინ. იას ადგილას ოდნავ მაინც შევწუხდებოდი არაინფორმატიულობის გამო და წამალაშვილის მასალაზე კი არ დავფაცურდებოდი, არამედ წუხილს (რომელიც როგორც სჩანს არ გაანჩია) ორი სიტყვით ავღნიშნავდი. საკვირველია მხოლოდ ანთაძის მსგავსი ჟურნალისტისათვის მსგავსი არაინფორმატიულობა და ხელაღებით საუბარი იმაზე, რაზედაც წარმოდგენა არ აქვს. ჩემთვის გასაგებია, რომ უტოპიაზე ვწერ, მაგრამ მე ანთაძისაგან განსხვავებით უტოპიაზე მწყრალად არ ვარ და სალანძღავ სიტყვად არ მიმაჩნია.
ავტორი: ია ანთაძე03.03.2010 04:01 ძვირფასო მეგობრებო! მივიღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მინდა, გაცნობოთ. ვისაც დღეს გძინავთ, ხვალ წაიკითხავთ.
მრავალი თვის განმავლობაში ადამიანს, რომელიც თავის თავს "კავკასიოლოგს" უწოდებს, არ ვეპასუხები არც ერთი სიტყვით. მაქვს უფლება, რომ იმას ვუპასუხო, რასაც და ვისაც მინდა. და თუ არ მინდა, არ ვუპასუხო. ამ ადამიანს არ ვპასუხობდი, რადგან მიმაჩნდა, რომ მისთვის პასუხის გაცემა კიდევ მეტად წაახალისებდა მის აგრესიას ჩემ მიმართ.
მაგრამ ჩემმა გადაწყვეტილებამ ვერ გამოიღო კეთილი ნაყოფი და რაც დრო გადის, ეს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს "კავკასიოლოგს" უწოდებს, სულ უფრო და უფრო მეტად აგრესიული ხდება ჩემ მიმართ. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად მე მას არც ერთ კომენტარს აღარ გამოვუქვეყნებ ჩემს ბლოგზე. არც ერთს. არასდროს, ვიდრე ეს ბლოგი არსებობს.
ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია03.03.2010 04:05
(ავტორი: ია ანთაძე03.03.2010 03:44..."გასაგებია?")
არა, არ არის გასაგები. სირცხვილი ისაა, რომ არ გინახავთ და იმას ლაპარაკობთ, რასაც ლაპარაკობთ. მაშინაც და ეხლაც. არ ცოდნა არ ცოდვაა და ამ ცოდვებს არავინ არ გკიდებთ მხრებზე. თქვენ კი, თქვენი წარმოდგენებით შექმნილ რომელიღაც "რეალობებში" აძლევთ თავს უფლებას მკვდარს თუ ცოცხალს დააბრალოთ, აკადროთ, უმტკიცოთ, დღეს ერთი თქვათ და ხვალ მეორე, თქვენი კომენტარებით მანუპულირება გაუწიოთ საუბრების მსვლელობებს. ..." ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ უკვე? ..." თუ თქვენ ასეთი ინდივიდი ჟურნალისტი ბრძანდებით, სულერთია რომელ ქვეყანაში მცხოვრები, იმაზე, რაზედაც ინფორმაცია არ გაქვთ არ უნდა ილაპარაკოთ მტკიცებით ფორმაში. შეკითხვის დასმა გიჭირთ, როგორც გეტყობათ, რადგან მხოლოდ თქვენი არჩეული "სანაპიროთი" ხართ შემოფარგლული. დაყავით, დაყავით და რაღა დაგრჩებათ კიდევ შევხედავ. გასულ გაზაფხულზე რაც დაყავით, ხომ კარგად შეგრჩათ გრეჩიხების და ალასანიების კუდები ხელში.
თქვენი სამოქალაქო დავალება არაა დაყოფები, ეს თქვენი პირადი ამბიციებია.