[თემა არ გულისხმობს "რომელი მოერევას". ამ ორ ფილმის შემქმნელებს და მათ შთამომავლებს შორის სამართებლივ დავაზეა. ალბათ ამიტომ მოდერატორმა არ უნდა დახუროს]

როგორც გუშინ რუსთავი-2 ის ნინო არაზიშვილმა "დილა მშვიდობა საქართველოში" თქვა. ფილმ "ფეოლას" სცენარისტის (და საავტორო უფლებების მემკვიდრე) ქალიშვილი ნესტან ჩარკვიანი, "ფეოლას" მეორე სცენარისტ რეზო გაბრიაძის ვაჟს, ლევან გაბრიაძეს (ფილმ "ვიკრუტასების" რეჟისორი.) უპირისპირდება. ის რეჟისორს მამის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

მიზეზი - ახალი ფილმის "ვიკრუტასები" ერთი სასცენარო ხაზი მთლიანად იმეორებს "ფეოლასას". თუმცა სცენარისტ გიორგი ჩარკვიანის სახელი ფილმ "ვიკრუტასებში" არსადაა მოხსენიებული. მიუხედავად იმისა რომ, თურმე ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

"ფეოლას" სცენარი 70-იანი წლების დასაწყისში ერთად დაუწერიათ გიორგი ჩარკვიანს და რეზო გაბრიაძეს.

დანარჩენი, სიუჟეტში დეტალებშია განხილული.
25-02-2011
09:55:00 საათი
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2ჩემი აზრით ეს პირველად ხდება ჩვენში, ამიტომ ალბათ საინტერესოა აქაც განვიხილოთ თუ სურვილი იქნება.
გავიხსენოთ რომ ასეთი რამეები უცხო არსადაა.
- ცნობილი იტალიელი რეჟისორის ლ. ვისკონტის ფილმ "ცდუნება" ტიტრებში წიგნ "ფოსტალიონი მხოლოდ 2-ჯერ რეკავს" სათაური მხოლოდ იმიტომ ვერ შეიტანეს, რომ წიგნი ოფიციალურად იტალიაში ჯერ არ იყო გამოსული.
- ცნობილი იტალიელი რეჟისორი მ. ანტონიონი "ნაწყენი" იყო ასევე ცნობილ კინორეჟისორ ფ. ფელინიზე, რომ მან მისი სახელი რომელიღაცა ფილმის ტიტრებში არ შეიტანა, როგორც ფილმის სცენარის იდეის-თანაავტორის.
- სხვა ასეთი ამბებიც ბევრია.