თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის ისტორია
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ), როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა 1992 წლის 19 მარტს. უნივერსიტეტის ძირითადი მიზანია ბიზნესის და მართვის და სამართლის დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტი აქტიურად და მიზანმიმართულად ახორციელებს რეფორმებს, ნერგავს ინოვაციებს. უნივერსიტეტში დამკვიდრდა სამსაფეხურიანი სწავლება – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. შემოღებულია თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისი ახალი სპეციალობები, შესაბამისად, გარდაიქმნა სასწავლო გეგმები, რომლებიც მოდულების პრინციპით არის აგებული. ყოველი საგანმანათლებლო პროგრამის, ყოველი დისციპლინის სრულფასოვანი გააზრებისა და ათვისებისათვის შემუშავდა კურიკულუმები, სილაბუსები. სასწავლო პროცესის შეფასების სისტემა სრულად პასუხობს ევროპული კრედიტების სატრანსფერო სისტემის მოთხოვნებს. თანამედროვე სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ პიროვნული საჭიროებები, სტუდენტთა პროფესიული მომზადება პერსონიფიცირებასა და სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენებას მოითხოვს - უნივერსიტეტში მკვიდრდება და იხვეწება სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიები. ეს, ყოველივე, ხელს უწყობს აკადემიური მობილურობის ინტენსიურობას, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას, თეუსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების როგორც შიდა, ასევე გარე აღიარებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სრულყოფილ ჩართვას.
თეუსუ-ში ფუნქციონირებს “ბიზნესისა და მართვის”, “სამართლის” , “ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა “ ფაკულტეტები ,სადაც სწავლება მიმდინარეობს ბაკალავრიატის საფეხურის ოთხი მიმართულებით : ბიზნესი და მართვა, სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებანი და სოციალური მეცნიერებანი.
აღნიშნული ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შედის სპეციალობები. ფაკულტეტი ბიზნესი და მართვა მოიცავს ექვს სპეციალობას:
1. საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე;
2. საბუღალტრო და საგადასახადო საქმე;
3. მენეჯმენტი და ადმინისტრირება
4. ტურიზმის ბიზნესი
5. ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
6. საერთაშორისო ბიზნესი
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ენიჭება ბიზნესისა და მართვის ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამართლის ფაკულტეტის სპეციალობაა სამართალმცოდნეობა. კურსდამთავრებულს ენიჭება სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალობებია: უცხოური ენები და ლიტერატურა (ინგლისური, გერმანული), ეკონომიკა და ჟურნალისტიკა. კურსდამთავრებულს ენიჭება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2006 წლიდან უნივერსიტეტში გაიხსნა დოქტორანტურა, რომლის კურსდამთავრებულებსაც მიენიჭებათ ბიზნესის და მართვის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
საქართველოში ორჯერ ჩატარებული სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაცია, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა, თეუსუ-მ ორივეჯერ, 2004 და 2006 წლებში, წარმატებით გაიარა და მოიპოვა სახელმწიფო აკრედიტაცია.
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 4281950 ლარს
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
2006 წლიდან უნივერსიტეტში გაიხსნა დოქტორანტურა, რომლის კურსდამთავრებულებსაც მიენიჭებათ ბიზნესის და მართვის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
საქართველოში ორჯერ ჩატარებული სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაცია, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა, თეუსუ-მ ორივეჯერ, 2004 და 2006 წლებში, წარმატებით გაიარა და მოიპოვა სახელმწიფო აკრედიტაცია.
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 4281950 ლარს
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
პირველი რექტორი:
პროფესორი გურამ თავართქილაძე
ამჟამინდელი რექტორი:
პროფესორი ავთანდილ ჩუთლაშვილი
კონტაქტიმის: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის#55
ტელ: +995(32)94-28-83
+995(32)94-27-72
+995(32)94-27-87
ფაქსი: +995(32)94-31-60
ელ-ფოსტა : info@teusu.edu.ge და teusu@internet.ge
ვებ გვერდი:
www.teusu.edu.geწინა თემის TOP 10KAPATEJIb-----------475
teopapinashvili--------224
jgarksona--------------171
tatia_19---------------169
PoPi-------------------139
ieleni------------------100
T_e_a------------------87
krasusi_92-------------65
Lautner----------------49
Jiddu-------------------48
This post has been edited by KAPATEJIb on 14 Nov 2010, 00:53