#18329589 · 6 Mar 2010, 02:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აია სე უცბად, სპონტანურად მომივიდა თავში ამ თემის გახსნა და ჩემი აზრით საინტერესო პარალელები გავავლე პოლიტიკასთან... არ ვიცი გაეცანით თქვენც...
ეს ყველაფერი მაფიოზობანას ჰგავს, ყველამ ვიცით მეტ-ნაკლებად ამ თამაშის წესები, მთავარი კი ის არის ამ თამაშში რომ პირობითად 10 კაცს ურიგდება ამავე რაოდენობის კარტი. აქედან 3 მაფიოზია 7 პატიოსანი მოქალაქე. შემდეგ მიდის თამაში და დანარჩენი უკვე მოთამაშეებზეა დამოკიდებული, მათ გამჭრიახობაზე, მოხერხებულობაზე შენიღბვის უნარზე და ა.შ ამ თამაშში მთავარი მაფიოზების გამოვლენაა. ისინი კი ყველაფერს აკეთებენ რომ თამაშის განმავლობაში დააბნიონ დანარჩენები, გზა-კვალი აურიონ თავიანთი დამაჯერებლობით რათა დიდხანს შეინარჩუნონ თამაშის უფლება. მაყურებლისთვის რომელიც შორიდან უყურებს თამაშს ძნელი გამოსავლენი იქნება მაფიოზი, მან შეიძლება ყველაზე მიიტანოს ეჭვი, თუმცა გადაჭრით ვერ დაასახელოს ვერავინ. რა თქმა უნდა იგი ასახელებს ერთ-ერთს მოთამაშეებიდან მაგრამ მან არ იცის რეალურად ეს დასახელებული მოთამაშე არის თუარა მაფიოზი.
ეხლა კი ჩავსვათ ტექსტში ამ განყოფილებისთვის ნაცნობი სიტყვები და ტექსტი წავიკითხოთ ისევ
მაფიოზობანა - პოლიტიკა მოთამაშეები - პოლიტიკოსები პატიოსანი მოქალაქე - ქვეყნის ერთგული და პატრიოტი პოლიტიკოსი/პარტია მაფიოზი - რუსეთის აგენტი, მოღალატე მაყურებელი - ჩვენ
ამით იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ და გვგონია რომ ესეა შეიძლება სრულიად საპირისპიროდ აღმოჩნდეს. შეიძლება მიშა იყოს "მაფიოზი" და ნოღაიდელი "პატიოსანი" მოქალაქე... (მესმის ამ სიტუაციაში ვიღაცისთვის ძნელი შეიძლება იყოს ამის წარმოდგენა) მაგრამ რეალურად 100 % ხო არ ვართ დარწმუნებული? მე არაფერს არ ვამტკიცებ უბრალოდ მინდა რომ ცოტა სხვა რაკურსითაც შევხედო იქნებ ამ რაკურსიდან დავინახო რეალობა? ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს ძალიან ბევრი რაკურსით შეიძლება მოვლენებისთვის თვალყურის დევნება. მაგრამ მაინც ურთულესია გაიგო რა როგორ ხდება ვინ ვისი კაცია და ა.შ. ეს მართლა გასაშიფრი თამაშია, შეიძლება იყოს ძალიან მასშტაბური (ანუ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი იყოს ამ ყველაფერში ჩარეული და იქნეს მიღEბული რაიმე გარიგება) ან პირიქით ძალიან პატარა და ძალიან მარტივი. ძალიან ბევრი ფაქტორია რამაც შეიძლება დაგვაბნიოს მაყურებელი არასწორი გზით წაგვიყვანოს... უბრალოდ ერთი კი ვიცი რომ ყველა სუბიექტურად ვხედავთ ყველაფერს და ეს ბუნებრივია და ყველა ვხედავთ იმას რაც გვინდა...
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|