ქაფქიანაილჰამი უნდა მეტქვა
* * *
აჰა, ესეც მე ვარ ?
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=15836&ct=14ილჰამ ალიევი დუბაიში სახლებს ყიდულობს
The Washington Post–ის მიხედვით
გასულ წელს 11 წლის აზერბაიჯანელმა გეიდარ ალიევმა დუბაიში სანაპიროზე ცხრა საცხოვრებელი სახლი 44 მლნ დოლარად შეიძინა, რაც 10 000-ჯერ მეტია აზერბაიჯანის მოქალაქის საშუალო წლიურ ხელფასზე. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მდიდარი აზერბაიჯანელი ბიჭის მონაცემები სრულად ემთხვევა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვაჟიშვილის მონაცემებს.
ბაქოში ოფიციალურმა პირებმა ამ ფაქტის კომენტარისგან თავი შეიკავეს.
ილჰამ ალიევის ხელფასი წელიწადში 228 ათას დოლარს შეადგენს, რაც ყველაზე მოკრძალებული სახლის შესაძენადაც კი არ არის საკმარისი.
გამოცემის ინფორმაციით, დუბაიში უძრავი ქონება ლეილა ალიევასა და არზუ ალიევას სახელებზეა დარეგისტრირებული. როგორც ავტორი აღნიშნავს, პრეზიდენტს ორი ქალიშვილი ჰყავს, რომელთა ვინაობა დუბაიში უძრავი ქონების მფლობელთა ვინაობას ემთხვევა.
დუბაის რიელტორებმა განაცხადეს, რომ უძრავი ქონების ობიექტები აზერბაიჯანის მმართველი კლანის წარმომადგენლებმა შეიძინეს.
Socar-ის ყოფილი ხელმძღვანელის საბიტ ბაგიროვის თქმით, უჩვეულო იქნებოდა, რომ ალიევებს უძრავი ქონება თავიანთ სახელებზე შეეძინათ. "შესაძლოა, ეს პროვოკაციაა", _ აღნიშნა ბაგიროვმა.