"იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად სავარაუდოდ, მათე კირვალიძე დაინიშნება
17:09 - 03.03.2010
ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად სავარაუდოდ, მათე კირვალიძე დაინიშნება, რომელიც ბოლოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა. "პირWელის" ინფორმაციით, "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ნანა ინწკირველს სავარაუდოდ, სწორედ კირვალიძე შეცვლის. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება თავად კირვალიძესთან ვერ მოხერხდა: იგი "პირWელის" სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა. შეგახსენებთ, რომ ინწკირველმა "იმედი" გუშინ, დღის ბოლოს დატოვა. "პირWელის" ინფორმაციით, ინწკირველის ამ გადაწყვეტილების მიზეზი "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილესთან ეკა წამალაშვილთან უთანხმოება გახდა. სააგენტოსთან საუბარში ინწკირველი მასსა და წამალაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ "როდესაც ხელმძღვანელი და ქვეშევრდომი ერთ ენაზე ვერ საუბრობენ, სჯობს, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო". "როდესაც შენს შრომას არ აფასებენ, უნდა ადგე და წამოხვიდე - ეს არის ჩემი კომენტარი თქვენს ინფორმაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ინწკირველმა.