მოკლედ, მიშკამ ავლაბარში სხადნიაკზე ლორთქიფანიძე (დიმიტრა) და კვიტაშვილი (ჯანმინისტრი) დაიბარა და საჯარო მოხელეთა ნარკო-კონტროლის ახალი მეთოდის დანერგვაზე დაბრო ახარა.
სააკაშვილი ნარკოლოგიური შემოწმების ინიციატივას მიესალმება06.03.10 15:45
საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივა გამოყენებული იქნეს თანამედროვე მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებში ნარკომანების გამოსავლენად. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ინიციატივის ავტორთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ალექსანდრე კვიტაშვილთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მან დაავალა მინისტრს, შემუშავდეს პროგროამა, რომლითაც შემოწმდებიან სახელმწიფო ჩინოვნიკები.
"ეს ერთეთრი ყველაზე საუკეთესო ინიციატივაა, რომელიც ბოლო დროს მოვისმინე და ის არ ამცირებს მოქალაქეების ღირსებას, ვინაიდან საჭიროა მხოლოდ თმის ღერის ჩაბარება," - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა პირველად ჩააბაროს ანალიზისათვის თმის ღერი. "ეს ერთერთი ყველაზე საინტერესოინიციატივაა და ჩვენ ყური უნდა მივუგდოთ ოპოზიციის ჯანსაღ წინადადებებს," - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ, ეს შესაძლებელია განხორციელლდეს კერძო სექტორში.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად არ არის საკმარისი მხოლოდ რეპრესიული მეფოდები და აუცილებელია სოციალური ატმოსფეროს შექმნა იმ მიმართულებით, რომ თითოეულისათვის ნარკომანია იყოს სამარცხვინო და მიუღებელი.
"ჩვენთან ციხეში 6 ათასი ადამიანი იხდის სასჯელს ნარკოდანაშაულისათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან აუცილებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა ნარკომანი ვერ შეძლებს სამუშაოს მოძებნას, მას არ გაყვებიან ცოლად, არ მიიღებენ მეგობრულ და ოჯახურ წრეში და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საუბარი იმაზე, რომ ნარკომანიის პრობლემა გადაჭრილია," -განაცხადა მან.
ჰოდა, რა შედეგი მოჰყვება მიშკას ამ ინიციატივას კოლეგებო ?!
This post has been edited by დეკო on 6 Mar 2010, 18:02
ეს ის საქართველო არ არის.