ხანძარი ქსნის კოლონიაში
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს ქსნის კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც წუხანდელი ხანძრის შემდეგ არსებულ ვითარებას გაეცნო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მან ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. მინისტრის განცხადებით, 500–მდე პატიმარს, რომლებიც თავშესაფრის გარეშე დარჩნენ, ორ კვირაში ახალ კორპუსში გადაიყვანენ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა
ხანძრის შედეგად დაიწვა 400 კვადრატული მეტრი ფართი და მიმდინარეობს მუშაობა, რათა პატიმრები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყონ.
პატიმარს დამწვრობა არ აღენიშნება, მას ამ დროს ეძინა და კვამლისაგან გაგუდულა

კიდევ ეს უნდოდათ ისედაც გაუბედურებულ პატიმრებს, ძალიან შემეცოდნენ
http://www.interpressnews.ge This post has been edited by kuskusa5 on 7 Mar 2010, 13:25