ერთი რამე მაინტერესებს: ყველა ამბობს, რომ კარგია ორიენტაცია დასავლეთზე, რომ ეს საქართველოს მომავალია და პირიქით რუსეთის ორბიტაზე ყოფნა კი დამღუპველი საქართველოსათვის. მეც ვემხრობი ამ მოსაზრებას, მაგრამ რატომღაც არც ჩვენი მას მედიით და არც ამ ფორუმზე არ მომისმენია არგუმენტებული პასუხი, თუ რატომ არის რუსეთზე ორიენტირება ცუდი და დასავლეთზე ორიენტირება კი კარგი.
წარმოვიდგინოთ შემდეგი რამ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია და უნდა ავირჩიოთ სად გვინდა, მაინტერესებს რა არგუმენტები იქნება დასავლეთის სასარგებლოდ და რა რუსეთის საწინააღმდეგოდ.
დასავლეთის სასარგებლოდ მეტყველებს:
* დასავლეთთან დაახლოებით ჩვენ განვამტკიცებთ დემოკრატიას და ეს პროცესი საბოლოოდ შეუქცევადი გახდება, რაც კარგია ჩვენი სახელმწიფოსათვის და ზოგადად ჩვენი საზოგადოებისათვის;
* ჩვენ თუ გავერთიანდით ოდესმე ევროკავშირში, ჩვენი კეთილდღეობის დონეც აიწევს (ევროპის ბაზარი უზარმაზარია, რუსეთზე სამჯერ უფრო დიდი და ამ სივრცეში მაცხოვრებელი ხალხის მსყიდველობითი უნარი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე რუსეთის მოსახლეობის)
ნეგატიური მომენტები დასავლეთთან მიმართებით:
* ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე შორეული პერსპექტივის ამბავია. მაგ მომენტამდე კი მისვლაა საჭირო. ანუ ფრაზა "გზები ვჭამოთ" აქტუალური ხდება
* დასავლური ინვესტიციების ნაკლებობა საქართველოში;
რუსეთის სასარგებლოდ მეტყველებს:
* შედარებით დიდი ბაზარი ჩვენი პროდუქციისათვის (მოსახლეობა ასე თუ ისე ჩვენს პროდუქციას იცნობს და ამ ბაზრის თავიდან ათვისება არ იქნება დაკავშირებული დიდ ხარჯებთან).
* რუსული ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში (ისინი ომის შემდეგაც კი შემოდიან, მშვიდობის შემთხვვაში მითუმეტეს უფრო მეტი შემოვა). რუსი ინვესტორი ნაკლებად მგრძნობიარეა იმ შედარებითი არასტაბილურობის მიმართ, რომელიც ეხლა საქართველოშია;
* ყველაფერი ამის გაკეთება შეიძლება მოკლე პერსპექტივაში
ნეგატიური მომენტები რუსეთთან მიმართებაში:
* რუსეთი ყოველთვის ეცდება საქართველოს დამორჩილებას (მგელი მგლობას არ მოიშლის);
* რუსეთში არ არის დემოკრატია, შესაბამისად მის სატელიტ ქვეყანაში არ შეიძლება დემოკრატია იყოს, რაც შორეულ პერსპექტივაში ცუდია საქართველოსთვის;
* რუსეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა (თავად შემოაქვს ტექნოლოგიები დასავლეთიდან, შესაბამისად მასთან ყოფნა ჩვენ წინ ვერ წაგვწევს);
* წავიბილწებით
თუ ვინმეს კიდევ გაქვთ რამე არგუმენტი დასავლეთთან ან რუსეთთან მიმართებაში, მიუთითეთ.