Geo_Tas
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5198
წევრი No.: 90898
რეგისტრ.: 8-May 09
|
#18372074 · 8 Mar 2010, 15:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარკეტინგის რომელიღაც წიგნში წავიკითხე, რომ უნდა შეაფასო ადამიანის მიერ გაკეთებული საქმე და არა თვით ადამიანი, აი მაგალითად თუ ადამიანი გააკეთებს კარგს, უნდა უთხრა ეს საქმე კარგად გააკეტეო და უნდა შეაქო ხოლო თუ ცუდად გააკეთა უნდა უთხრა ეს საქმე ცუდად გაგიკეტებია ძამიკოო, პიროვნებას არც უნდა შეეხო, ვაა რა კარგი ადამიანი ხარ ან რა ცუდი ადამიანი ხარ.
რა ხდება ქართულ რეალობაში? ავიღოთ ფორუმი, არსებობს იუზერები რომლებისთვისაც მიშა კარგია, და არ აქვს მნიშვნელობა რას როდის როგორ აკეთებს, კარგია და მორჩა, ყველა საქმეში ცუდად რომც იყოს გაკეთებული მაინც კარგია რადგან პიროვნებას აფასებენ. მეორე მხარეს არსებობე ადამიანები რომლებსაც არ მოწონთ მიშა და მათვის ცუდია მიშა, და მორჩა, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია.
რათქმაუნდა ეს კარგი-ცუდია მიშა დამოკიდებულება რაღაც ფაქტებზე დაყდნობით ჩამოუყალიბდათ მაგრამ მოდით აქ არ შევჩერდეთ
გავაგრძელოთ დაკვირვება. გამონათქვამი: "აბა გრეჩიხა ჯობდა?" აპოგეაა, როცა საქმე (ფაქტი) არ დამგარა და უკვე ადარებ. თან ადარებ არა შედეგს არამედ პიროვნებას პიროვნებასთან.
"შენ შევარდნაძის დრო არ გახსოვს ეტყობა" - (დავივიწყოთ ის რომ 7 წელი გავიდა უკვე და უხერხულია ამ ფრაზის ხმარება ისევ) პიროვნულად ერთი ადამიანის მიმართ ზიზღი და მეორე პიროვნების სიყვარული გაბრმავებს რადგან შენთვის პიროვნებაა მნიშვნელოვანი და არა საქმე, და ამ შემთხვევაშI შევარდნაძის სიძულვილი გაძლევს საშუალებას გაამართლო ის "ცუდი" საქმეები რაც მიშამ გააკეთა
ნუ მოკლედ რომ ვთქვათ მიდის ესე კამათი მუდამ, აბა ის ჯობდა, აბა ეს ჯობდა, და სჯიან პიროვნებებს
რატომ? რაშია მიზეზი? რატომ გვიყვარს პიროვნებების გაფეტიშება? რატომ ვეძებთ ღმერთს დედამიწაზე და რატომ გვჯერა შემდეგ რომ ის მიწიერი შემდეგ ყველაფერში მართალია?
იქნებ ისტორიის ბრალია? მუდამ ჩვენი ისტორიის მანძილზე ვიბრძოდით დამყრობლის წინააღმდეგ, მუდამ ვეძებდით გმირს ვინც წინ გაგვიძღვებოდა, მუდამ გვჯეროდა რომ გამოჩნდებოდა ვინმე ვინც გვიშველიდა.
გადავხედოთ ლიტერატურას, კინომატოგრაფიას, ხელოვნებას ზოგადად, ვერ ვიხსენებ ვერცერთ ნაწამროებს ან მხატვრულ ფილმს (კუკარაჩას გარდა) სადაც მთავარი გმირი (კაი ტიპი, მაგალითი) ყაჩაღი, აბრაგი, ქურდი არ არის. რად გვინდა ფრიქცია ჩვენ ქვეყანა ვართ სადაც ტერორისტები ეროვნულ გმირების ხარისხში გვყავს აყვანილი. (ჯინსების თაობა)
ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენში ისტორიის გავლენით ჩამოყალიბდა რევოლუციონერი, დაუმორჩილებელი, წინამძღოლის მომლოდინე საზოგადოებად? ვსაჭიროებთ ჩვენ ქვეცნობიერის დონეზე დათას და არსენას?
ჩანს რომ ვსაჭიროებთ, იყო კი ზვიად გამსახურდია ის ვისაც ველოდით? არის კი სააკაშვილი ის ვინც გვჭირდება?
კი იყო გამსახურდია დათა რაღაც დოზით კი დაინახა მასში ხალხმა ის ვისაც ელოდა, და მორჩა დახუჭა თვალი და მიენდო ბოლომდე, წაყვა. და დრესაც მიყვება დღესაც ჯერა
მიშა არც დათაა არც არსენა და არც ზვიადი, ის უფრო დიდია, მან ყველას და ყველაფერს გადააჭარბა. მას ყველა ელოდა, ის ყველამ მიიღო, ადამიანები მიშას ენდობოდნენ, არავის არ ქონია ისეთი მხარდაჭერა როგორც მიშას, ხალხი ბრმად გაყვა მიენდო, მათვის დამთავრდა ქვეცნობიერად ის ბრძოლა, მორჩა, გამოჩნდა "ბელადი" მათ გაიმარჯვეს 2003 და დაიჯერა ხალხმა რომ მორჩა, გააფეტიშა ბელადი, ის კარგია, არ აქვს მნიშვნელობა რას შვება ის კარგია ის ის არის ვისაც ამდენი საუკუნის მანძილზე ველოდით
საბედნიეროდ ბევრი მალე მიხვდა რომ ქვეცნობიერი "Yლეობდა" (არ დამვორნოთ პლზ)
მაგრამ ბევრი ისევ ზღაპარშია. შედეგად მიდის პიროვნების თათხვა-ლანძღვის კამპანიები და არა საქმეზე დისკუსია
და სადამდე მივყავართ ამ მდგომარეობას? პიროვნების შეფასებები და მათი გაფეტიშებები გვაკარგვინებს ობიექტურობის შეგრძნებას, და ვტრიალებთ წრეზე, არავითარი განვითარება
არ არსებობს დათა, არც არსენა არ არსებობს. დაივიწყეთ ყველამ არავინ თქვენ გასაკეთებელს არ გააკეთებს ყველამ ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ და ნუ ვაფეტიშებთ ნურავის, ნუ დავკარგავთ რეალობის შეგრძნებას
|