როდესაც ღიად მხარს ვუჭერ ალასანიას ,ცხადია კარგად მესმის მის მიმართ რაციონალური კრიტიკა და საჭიროა პოლიტიკოსებზე საზოგადოებრივი ზეწოლა.
მაგრამ ჩემი მხარდაჭერა არის ავანსი ,
რათა მოხერხდეს და გაძლიერდეს არამიშისტური ოპოზიცია,რეალური გახდეს "მასზე უკეთესი" ახალი ხელისუფლების ფორმირების კონტურები.
ეს თანადგომაც სავალდებულოა ,თუ არ გვინდა გამსვლელი პაიკის ოპოზიციური ნიშა დაიკავოს ფქილოვნა-დავითაშვილ-ნოღაიდელებმა,ისარგებლონ სააკაშვილის ბედოვლათობით და ქვეყანა თავზე დაგვამხონ.
სააკაშვილის ხელისუფლება რომ მორალურად დაბერდა უკვე ფაქტია .საჭიროა მისი ევოლუციური ცვლელება და ჩემი აზრით ეს არჩევნები არის ბოლო შესაძლებლობა ქვეყანამ აირჩიოს მშვიდობიანი ცვლილებების გზა.
თუ დამარცხდა ალიანსი , მე გამიჭირდება ოპტიმისტური პროგნოზები.
დიდი ხნით გაწონასწორებულ პოლიტიკოსთა ჟამი ისტორიას ჩაბარდება. ეს ამ ხალხის მიმართ ჩემი სიყვარულით არაა განპირობებული, არამედ მოვლენათა განვითარების ლოგიკით.
ვცდები? კი ბატონო ვისაუბროთ.
თემა შეეხება არა უშუალოდ ალასანიას,არამედ პოსტარჩევნებისეულ პერსპექტივებს.
This post has been edited by lasha_alo on 9 Mar 2010, 09:25