საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ჩვეულებრივად დაიწყო 1956 წლის მარტი — გაზაფხულის პირველი თვე. რესპუბლიკის გაზეთები იუწყებოდნენ თებერვალში დასრულებული სკკპ XX ყრილობის შესახებ, რომელმაც „დასახა ჩვენს ქვეყანაში კომუნიზმის მშენებლობის გრანდიოზული პროგრამა”. გაზეთებში ასეთი სათაურები გაჩნდა „თავდადებული შრომით განვახორციელოთ პარტიის XX ყრილობის გადაწყვეტილებები”; „ფართოდ გავაჩაღოთ XX ყრილობის გადაწყვეტილებების პროპაგანდა მასებში”. ერთი სიტყვით, გაზეთების ცნობით, რესპუბლიკაში ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიმდინარეობდა. სინამდვილეში მარტის დასაწყისში, ანუ XX ყრილობის დასრულებიდან ორიოდ კვირაში საქართველო საყოველთაო მღელვარებამ მოიცვა. ამ მღელვარების მიზეზი კი ზემოთ ნახსენები სკკპ ყრილობის დახურულ სხდომაზე ცეკას მაშინდელი მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლა იყო. როცა მან უღირსად მოიხსენია იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, სტალინია. დაგმო ე.წ. „პიროვნების კულტი”. გენერალური მდივნის აზრით, „პიროვნების კულტი უცხოა მარქსიზმ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის”. ის ქება დიდება, რომელსაც იგივე ხრუშჩოვი და მთავრობის სხვა წევრები არ იშურებდნენ „დიდი ბელადის” მისამართით მის სიცოცხლეში, მთლიანად უარყოფილი იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ. „სტალინიზმი” დაიგმო, ამასთანავე „კობასთან” ერთად ქართველ ერსაც მიაყენეს შეურაცხყოფა.
ინფორმაციებმა ხრუშჩოვის გამოსვლის შინაარსის შესახებ, ქართველ ხალხამდეც მიაღწია და ეს საერთო ეროვნულ შეურაცხყოფად იქნა აღქმული. 1956 წლის 5 მარტს დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები 9 მარტს საშინელი ხოცვა-ჟლეტით დასრულდა.
http://www.lanplus.com.ge/index.php?option...&id=206:-9---9-