აბა კიდევ 1 ახალი რიგით XIII თემა დაიქოქაააააააა!!!!!!!
HONDA CLUB GEORGIA - The Power Of Dreams ძველი თემების ლინკები
1)
Honda Club Georgia 
2)
..::Honda Club Georgia::..3)
..::Honda Club Georgia::..4)
Honda Club 5)
.:HONDA CLUB GEORGIA:.6)
.:HONDA CLUB GEORGIA:.7)
--:< HONDA CLUB GEORGIA >:--8)
-==HONDA CLUB GEORGIA==-9)
..::HONDA CLUB GEORGIA::..10)
┌───/ HONDA CLUB GEORGIA ─┐11)
┌──/ HONDA CLUB GEORGIA ─┐12)
__________Honda Club Georgia___________ვიკიპედია:
http://en.wikipedia.org/wiki/Hondaკლუბის საიტი ჯერ კიდევ მომზადებაშია :
http://honda-club.ge/
Honda - ს ისტორია

სოიჩირო ჰონდა — კომპანია Honda-ს დამაარსებელი, ინჟინერი, ავტომრბოლელი და უბრალოდ კარგი ადამიანი.
კომპანია Honda დაარსდა 1946 წელს იაპონელი ინჟინერი, გამომგონებელი და ავტომრბოლელის სოიჩირო ჰონდას (Soichiro Honda) მიერ. იგი დაიბადა 1906 წელს ღარიბ ოჯახში. ჰონდას სკოლაც კი არ დაუმთავრებია, 16 წლის ასაკში ის ტოკიოს ავტოსარემონტო სახელოსნოში მოსწავლედ მივიდა.
მანქანებისადმი ადრეულ ასაკშივე დიდი ინტერესი მამამისის პროფესიით იყო გამოწვეული, იგი მჭედელი იყო, რომელიც ევლოსიპედებს არემონტებდა, თან შვილს სხვადასხვა ტექნიკური პრობლემების გადაჭრას ასწავლიდა. 1928 წელს საკმარისი ფულის შეგროვების შემდეგ, იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში ხამამატსუს პროვინციაში და იქ პირველი სარემონტო სახელოსნო გახსნა. ამავე წელს მან მიიღო პირველი პატენტი იდეისთვის გამოეცვალა ბორბალში ხის სპიცები მეტალით.
ჰონდას გამოგონებებმა მომავალში მას დიდი წარმატება მოუტანეს, რომელიც რთული დავალებებისთვის უმარტივეს გადაწყვეტილებებს პოულობდა. 1938 წელს მან გამოიგონა დგუშის რგოლი, რომლის წარმოებითაც იყო დაკავებული მის მიერ 1937 წელს დაარსებული კომპანია Tokai Seiki Heavy Industry.
1945 წელს, მას შემდეგ რაც ქარხანა სერიოზულად დაზიანდა ომის და მიწისძვრების დროს, ჰონდამ მიჰყიდა Tokai Seiki კომპანია ტოიოტას 450 000 იენად. ერთხელ ჰონდამ ძრავი მიამაგრა თავის ველოსიპედზე და შექმნა მოპედი. შემდეგ კიდევ ათეულობით ასეთი მოდელი შექმნა მეგობრებისთვის, რის შემდეგაც გადაწყვიტა სერიოზულად მოეკიდე ხელი ასეთი მანქანების წარმოებისთვის.
1946 წელს დააარსა კომპანია სახელწოდებით „ჰონდას ტექნიკური კვლევების ინსტიტუტი“ (Honda Technical Research Institute), ხოლო 1947 წელს დაიწყო კომპანიის პირველი პროდუქტის_ 50 კუბ.სმ. მოცულობის მქონე, 2 ტაქტიანი ძრავის A-type. ერთი წლის შემდეგ, 1948 წელს კომპანიას სახელწოდება შეეცვალა Honda Motor Company_ით და შეუდგა მოტოციკლეტების წარმოებას სახელწოდებით Dream (ოცნება), რომელიც აღჭურვილი იყო 98 კუბ.სმ. მოცულობის ძრავით. პირველი ასეთი მოდელი გამოვიდა 1949 წელს.

ტაკეო ფუძისავა ითვლება Honda-ს მეორე მამა დამაარსებლად.
ამ დროს კომპანიაში მოვიდა ტაკეო ფუძისავა_ ადამიანი, რომელიც ითვლება კომპანიის მეორე მამა-დამააარსებლად. მასსა და ჰონდას შორის არსებობდა გამოყოფილი ვალდებულებები_ ჰონდა დაკავებული იყო წარმოების ტექნოლოგიებით, ფუძისავა_ კორპორატიული მართველობით და გაყიდვებით.

Honda S500 — პირველი და მაშინვე სპორტული ავტომობილი.
1964 წელს Honda-მ პირველმა განაცხადა Formula 1-ში მონაწილეობის შესახებ. იმავე წელს მისი გუნდი გამოვიდა 1500 კუბ.სმ. კლასში გერმანიაში, S500 კი ნიურბურგრინგზე 600კილომეტრიან რბოლაში მოიპოვა გამარჯვება. 1965 წელი ფორმულა 1-ში Honda-ს პირველი გამარჯვების წელია _ მექსიკაში 1500 კუბ.სმ. კლასში Honda-მ გრან-პრი მოიპოვა. .

1965 წელი, მექსიკა, ჰონდას ფორმულა1_ის
ბოლიდი კვეთს ფინიშის ხაზს და ყველაზე
პერსპექტიულ რბოლის სერიაში პირველ
ადგილს იკავებს.
1990-იან წლებში საქმიანობა ახალი მოდელი NSX დებიუტით დაიწყო. უახლესი ტექნიკური პარამეტრებით ეს იყო პირდაპირი გამოწვევა Ferrari-ს სპორტული ავტომობილებისთვის. NSX ამერიკულ ბაზარზე მალევე დამკვიდრდა და სწრაფადაც იყიდებოდა. ამავე დროს Honda ვითარდებოდა ეკოლოგიური მიმართულებითაც. მისმა ავტომობილმა მზის ენერგიაზე Dream დაიკავა მეორე ადგილი World Solar Challenge-ის რბოლაში.

ტექნიკურად სრულყოფილმა Honda NSX-მა სერიოზული კონკურენცია გაუწია იტალიურ და გერმანულ სპორტულ ავტომობილებს. იგი ცოტა ხნის წინ დიდი დანახარჯების გამო წარმოებიდან მოიხსნა.
1990 წელს გამოშვებული მოტოციკლების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია. 1991 წელს კომპანიის დამაარსებელი სოიჩირო ჰონდა გარდაიცვალა. კომპანია განვითარებას განაგრძობდა. 1992 წელს გამოვიდა ახალი მოდელი — CR-X Del Sol, Civic-მა კი თავისი 20 წლის იუბილე იზეიმა.

Honda CRX Del Sol a Civic-ის ბაზაზე იყო აგებული. იყო მხოლოდ ორ ადგილიანი, მაგრამ
სახურავის დემონტრირების საშუალება ჰქონდა.
წლების განმავლობაში Honda სულ უფრო ვითარდება ეკოლოგიის თვალსაზრისით, უშვებს ავტომობილებს, რომლებიც გაზსა და ელექტროენერგიაზე მუშაობენ, ავითარებს ძრავის მახასიათებლებს,რომლებიც მავნე გაზების რაოდენობას ამცირებს. ასე მაგალიტად, 1996 წელს გამოდის Honda EV PLUS — ელექტრომობილი, რომელიც უკვე 1997 წლიდან შეიძლება იქირაო. იქმნება ჰიბრიდული ავტომობილები IMA სისტემით, გამოდის ძრავები ZLEV გამონაბოლქვის ნულოვანი სისტემით.

სწრაფი და აგრესიული Honda S2000 გამოვიდა 1998 წელს,, კომპანიის 50 წლის იუბილეზე.
ამავე დროს მოტოციკლების წარმოებამ 1997 წელს 100 მილიონს მიაღწია. 1998 წელს კომპანიის 50 წლის იუბილეზე იქმნება გაზის განაწილების ახალი სისტემა — Hyper VTEC; გამოდის მოდელი S2000 და HR-V. Honda უკვე მესამედ ბრუნდება ფორმულა ერთზე და 1999 წელს რბოლაში მონაწილეობს გუნდით BAR (British American Racing).

ფორმულა 1-ზე Honda მესამედ 1999 წელს ბრუნდება. თუმცა 2005 წლამდე
სერიოზული წარმატებები არ აქვს.
2000 წელს Honda-მ საზოგადოებას რობოტი Asimo წარუდგინა. მისი შექმნის მიზანი -საოჯახო საქმეების დამხმარის არსებობა ახლო მომავალში. 2001 წელს ახალი მოდელი კომპაქტური ავტომობილი Fit გამოდის; Accord კიდევ ერთხელ გახდა ყველაზე გაყიდვადი მანქანა ამერიკაში. დღევანდელ დღეს Honda —დინამიურად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც უშვებს მსუბუქ ავტომობილებს და მოტოციკლებს, სპეცტექნიკას, ძრავებს, ძალოვანი პროდუქცია.

Honda HR-V — უნივერსალი დიდი გამავლობით და სრული ამძრავით ხდება მანდილოსნების საყვარელი ავტომობილი.
აქვეა ყველასათვის ნაცნობი Honda CRV რომლის ყველაფერი ყველამ კარგად იცით და ტყუილად ნუღარ დამაწერინებთ

კიდევ არის ძალიან ბევრი სხვა მოდელი მაგრამ ყველას ვერ განვიხილავთ და ყველას თავისებურად გაუმარჯოს
დღეს კომპანია 33 ქვეყანაში 119 საწარმოს ფლობს, რაც საშუალებას აძლევს ყოველწლიურად პროდუქციის მილიონობით ერთეული აწარმოოს. მოტოციკლების წარმოებით ჰონდას მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს და მსოფლიო ავტომობილების მწარმოებელთა ათეულში შედის ამასთანავე ის არის გამონაკლისთა შორის, არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელმაც უარი თქვა ავტომწარმოებლებს შორის გავრცელებულ აზრზე კონცერნად გაერთიანებისა. Honda-ს აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ მომავალშიც შეინარჩუნოს თავისი პოზიციები მსოფლიო მოტო და ავტომშენებლობაში.
ძალიან გთხოვთ თემის გაოფება არ დაიწყოთ რაც ხდებოდა წინა ტემებში, პატივი ეცით პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ თანაფორუმელებს
This post has been edited by badri_bmw on 9 Feb 2010, 22:27
.ıllıllı. |̲̅̅●̲̅̅|̲̅=̲̅̅|̲̅̅●̲̅̅| .ıllıllı. Sound Design Studio .ıllıllı. |̲̅̅●̲̅̅|̲̅=̲̅̅|̲̅̅●̲̅̅| .ıllıllı.