ეპილოგი:
............ და უეცრად აქტიური პიარისა და სარეკლამო ბრაინშტორმინგის შედეგად ქართული ჰიპერ-სუპერ-მიდი-მინი-მიკრო-მარკეტების დახლები აღივსო და ჩაიღუნა ეროვნული პროდუქციის პირმშოს სიმძიმისგან.
ჰოდა, რა პატრიოტი ვიქნებოდი, რომ არ დამეგემოვნებინა ჩვენი ეროვნული! ჩანაფიქრი აღვასრულე - პატრიოტის აქტი შედგა!
შორეულ ქვეყნებში (თბილ ქვეყნებში) ნაწარმოები ნადლეულისგან და ბელგიაში დამზადებული ნახევრადფაბრიკატისგან ჩემს სამშობლოში დასრულებული ტექნოლოგიური ციკლის საბოლოო პროდუქტი ჯერ ენის რეცეპტორებზე გადავატარე და ჩემდეგ კუჭშიც ჩავუძახე.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა!
ორგანოლეპტიკური ორგაზმი შედგა!
პროლოგი:
ჩემი ჯიბე 1,80 ლარით შემსუბუქდა .........
აღმოვაჩინე, რომ რძიან, ხილნარევ და მწარე შოკოლადის 100 გრამიან ფილებს ერთნაირი, ზემოთ მითითებული ფასი ადევს.
სანდომიანი გამყიდველის მონაყოლსაც თუ გაგიზიარებთ, სხვა გასტრონომებში (მარკეტი არა - შვანცქი! ძირს ამერიკა!) 100 გრ-იანი ფილების ფასი 2 ლარსაც კი უკაკუნებს .............
მაშინათვე გამახსენდა პოლონური წარმოების "ბარონის" ბრენდის შოკოლადის ფილები, რომლებიც თავისი ორგანოლეპტიკური თვისებებით სულაც არ ჩამოუვარდება ეროვნულს (თუ არ აღემატება კიდეც) ............ და მათი ფასები - მწარე შოკოლადისა - 1,80, დანარჩენისა - 1,40 (sic!)
*******************************************
........ მოგეხსენებათ, შოკოლადი რომ შეჭამო, ჯერ ქაღალდის შეფუთვა უნდა მოაშორო. ასრეც მოვიქეცი, ქაღალდი ადვილად მოვაშორე.
შემდეგ ჯერი ე.წ. ვერცხლის ქაღალდზეც მიდგა, რომელიც იდეაში ადვილად უნდა შემოეფცქვნას ფილას ............ იდაში.
აი აქ კი - ნურაც უკაცრავად! თუ არ დაბდღვენი და მცირე ფრაგმენტებად არ აქციე ეს ვერცხლის ქაღალდი, ბარამბოს ვერ ნახავ! დიდება ეროვნულ წარმოებას!
კაი, მე მეყო (წკიპზე) ნერვები და ქაღალდი შემოვაფცქვენი,
მაგრამ ვინც არასტაბილური ნერვული სისტემით გამოირჩევა, მათ ბარამბოს არ ვურჩევ! აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა სახის პროდუქტებითა და კონკურენციის მადლით განებივრებულ და გაზულუქებულ დასავლელ მომხმარებელზე (ჩვენი ბარამბოს ექსპორტის შემთხვევაში), რომელიც ერთხელ შეიძლება შეცდეს კიდეც, მაგრამ მეორედ ზედაც არ დახედავს ჩვენს სიამაყეს!
ბოდიში, ლირიული გადახვევა გამომივიდა .........
და ბოლოს, როგორც იქნა, ჩემმა ფილამ სინათლე იხილა!
ავერსს არ უშავდა რა, ნორმალური დიზაინისაა და ზედაპირიც გლუვია,
აი რევერსი კი .....................
დიდება ეროვნულ წარმოებას!
პ.ს.
მთვარეზე კრატერები უფრო მცირე ზომისაა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)