#18458815 · 13 Mar 2010, 11:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მისია შეუსრულებელია?! ზვიად გამსახურდიამ საკუთარი პოლიტიკური მრწამსის ასახვა თავის ნაშრომში `საქართველოს სულიერი მისია~ სცადა და მას ეს ბრწყინვალედ გამოუვიდა. ყველა ერს, სახელმწიფოს თუ ადამიანს განსაკუთრებული მისია გააჩნია. დედამიწაზე ჭკვიანი ან ბრიყვი ერები და სახელმწიფოები არ არსებობენ, თუმცა თანამეგობრობაში მათი სტატუსი იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რომ მთელს რეგიონსა და სულაც ეპოქაზე იქონიონ გავლენა. ამის ბრწყინვალე მაგალითიაUუძველესი ხანის პატარა მაკედონია და კაცობრიობის უძღები შვილი, ალექსანდრე მაკედონელი. საქართველო, არსებობის მანძილზე, ყოველთვის კავკასიის გასაღები იყო. დამცრობილი, დანაწევრებული თუ სხვისი იმპერიის კოლონია, მსოფლიოს ისტორიაში იგი მაინც უდიდეს როლს თამაშობდა, დიდი ქართველები კი სულაც მთელ ეპოქებს ქმნიდნენ. არავინ იცის 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი რომ არ შემდგარიყო, როგორი იქნებოდა საქართველოს მომავალი, მაგრამ ამ ტრაქტატმა 1801 წელი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოგვიტანა. ამას ქართველების რუსულ იმპერიაში ასიმილირების და გადაჯიშების საფრთხის გაჩენა მოჰყვა. თითქოს საქართველოს და ქართველების მისია ამოიწურა და ჩვენ მხოლოდ ისტორიის საკუთრებისთვის ვიყავით განწირულნი, მაგრამ... 100 წლის შემდეგ ქართველებს უფალმა ძღვნად ერის მამა უბოძა. ილია ჭავჭავაძე ქართული სისხლის და გენის გადასარჩენად მოავლინა ამ ქვეყანაზე. ილია მოკლეს! მისია შეუსრულებელი დარჩა თითქოს... ალბათ ასე ფიქრობდნენ ილიას მკვლელები. `არ ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა~, მაგრამ უფლის სიტყვებს გაგახსენებთ `მთესველის ზოგი მარცვალი ნოყიერ ნიადაგში მოხვდა და ერთი თესლიდან ათასი ამოვიდა~. ილიამ თითქოს საკუთარი დაუსრულებელი მისიით, მაინც აღასრულა უფლის ნება და ამ ნების ნაყოფია გრიგოლ რობაქიძეც, ლადო გუდიაშვილიც, კონსტანტინე გამსახურდიაც, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც, გალაქტიონიც, ზვიადიც, მერაბიც და ბევრი სხვაც. საქართველოს ახალი ეპოქის შექმნის მისია ღმერთმა ზვიად გამსახურდიას არგუნა წილად. ალბათ ეს იყო მისი გაჩენის არსი ამ დედამიწაზე _ ყოფილიყო ფერფლისგან აღმდგარი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. აქ ისევ ერთი ბრძენი კაცის ნათქვამს გავიხსენებ: `ყველა ადამიანს მხოლოდ ერთი მისია აკისრია ამ წუთისოფელში და სხვა მისიის შესრულება არ ძალუძს.~ ზვიადმა საკუთარი მისია აღასრულა ამ წუთისოფელში, მაგრამ იგი სხვა მისიის შესრულებას შეეწირა. M მერაბ კოსტავამ, რომელსაც არსდროს არცერთი პოლიტიკური პარტიის თანამდებობა არ რგებია წილად, თანამედროვე საქართველოში განსაკუთრებული მისია შეასრულა, იგი ქართული გაუტეხელი სულის, თავისუფლებისათვის ბრძოლის და რაინდობის სიმბოლოდ დარჩა სამუდამოდ ხალხის გულში. მერაბიც მოკლეს! იგი საკუთარი მისიის შესრულებამ შეიწირა და თითქოს დაუსრულებელი დარჩა საქმე, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო არსებობს, თავისუფლებისათვის და ქართული სულისთვის მებრძოლი ქართველებითაა სავსე ქვეყანა. მთესველის მარცვალი ამჯერადაც ერთი ათასად აღმოცენდა. ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკული და სლავიანური გეოპოლიტიკური დოქტრინების გავრცელების ვექტორები კავკასიაში, 42-ე მერიდიანსა და 42-ე პარალელზე იკვეთებიან და ეს წერტილი ედუარდ შევარდნაძის სახლის პერიმეტერს პირდაპირ აზის. ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა. იგი დანგრეული ბერლინის კედლისა და დანგრეული სოციალისტური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი გახდა. 1995 წლის 25 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოთქმული სიტყვით, `საქართველო მზად არის გახდეს აბრეშუმის გზის ნაწილი~, მან საკუთარი მისია აღასრულა. საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობაში თავისი ადგილი დაიკავა და ევროპა-აზიის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი საკვანძო წერტილი გახდა. ამით საქართველომ საკუთარი ისტორიული მისია აღიდგინა. მაგრამ მისია ხომ მხოლოდ ერთია და მეორე არავის ძალუძს მოკვდავთაგანს და ამ სხვა მისიის შესრულებას კინაღამ ქვეყანა გადაყვა. ისევ თავდაღმართისკენ წავიდა, თითქოს შეუსრულებელი დარჩა მისია, შედგა ვარდების რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილი ახალი მისიონერი გახდა საქართველოში. ქვეყანას გაუჩნდა უდიდესი შანსი მართლაც წარმატებული და თანამდეროვე, ნორმალური ქვეყანა გამხდარიყო... არ ვიცი რა ჰქვია ამ მისიას და რა შედეგის მომტანი იქნება იგი ქვეყნისა და ერისთვის. რა მისია დაგვაკისრა უფალმა, არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ერთი რამ: კრწანისის ომში ერეკლე მეფეს სულ 5 ათასი მეომარი ჰყავდა. მეტი ვერ მოაგროვა. მის ცხედარს 70 ათასი აბჯარასხმული ცხენოსანი მეომარი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. 1918 წელს, როდესაც საქართველომ რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე დამოუკიდებლობა მიიღო და 118 წლის ოცნება დაიბრუნა, პარლამენტში ყველაზე მეტი ხმა ქართვლებმა იმ პოლიტიკურ ძალას მისცეს, რომელსაც საქართველო რუსული იმპერიის ფარგლებს გარეთ ვერ წარმოედგინა. ზვიად გამსახურდიასგან ქართველებმა ჯერ კერპის შექმნა მოითხოვეს და როცა ვერ მიიღეს, გაბრაზებულმა თვითონვე გაანადგურეს. შევარდნაძისგან ის მოითხოვეს, რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო. არც იცოდა და ვერც შეძლებდა ამას, ამიტომაც გაუშვეს სახლში. სულ ბოლოს ქართველებმა მართლაც ღირსეული სათხოვარი მოითხოვეს _ ღირსების, თავმოყვარეობისა და ქართული სულის დაბრუნება! იქნებ ახლა მაინც არ დაგვრჩეს ეს მისია შეუსრულებელი?!
თამაზ იმნაიშვილი ---------------------- წერილი ჯერ არ გამოსული გამოცემიდან. -------------------------------- რას იტყვით, ღირს ამ თემაზე მსჯელობა? ---------------------------------- თუ ტრადიციული გაოფება?
--------------------
ყველაფერი კარგად იქნება!!!
|