დღეს ნებისმიერი მოგებით გავუსწრებთ ტონგას, ხოლო თუ სხვაობა 15 ქულას გადააჭარბებს, მაშინ კანადასაც და მსოფლიოს მე-14 გუნდი შევიქნებით. 
ქართულადა და რაგბულად?
http://qaflan.netai.net/2010/ გვირაგბია ციმბირულ თოვლში და კარპატულ ლაფშიც, მაგრამ თუ წუხელ მოყინავდა, ბუქარესტის "არკულზე" შაბათს ეგებ ვეღარც შეიბნენ საქართველო და რუმინეთი, რაც ჩვენს მეტოქეს მაინცდამაინც არ უნდა ეწყინოს.
<<< ერთა თასი 2010
სტეჟარმა წლეულს ერთხელ უკვე წაიმამაძაღლა (რომ ვთქვათ, წაიციგნაო, რასიზმი დაგვბრალდება) და მავანთა უნიათობისა გამო, ესპანეთთან შინ ბურთაობა ბოლო ტურის შემდეგ გადაატანინა, რითაც ლავირება-მანიპულირების ბერკეტი გაიჩინა.
რუმინეთი შეიძლება ამასაც არ დაჯერდეს და ჩვენთან რკენაც ჩაშალოს, რადგან როგორც "თბილისის ფორუმზე" შენიშნა რაგბში ჩინებულად ჩახედულმა ხალხმა, მძიმე გრუნტზე ჯაგა-ჯუგი დამღლელია და გადამწყვეტი რაუნდის წინ ტრავმებიც მოგეძალება.
ახლა, ვთქვათ და მატჩი გადაიდო. მაშინ რუმინეთი მინიმუმ ათი დღის ნავარჯიშები ეთამაშება პორტუგალიას და თუ ლისაბონში თუნდაც ერთი ქულით მოიგო, მერე ესპანეთს იმდენით გაასაღებს, რამდენითაც დაჭირდება.
მანამდე თუ ჩვენც ვძლიეთ თრაბზონში რუსეთი, შესარჩევის ცხრილში ყველაფერი გარკვეული იქნება, სტეჟარი კი მოიმიზეზებს
(ა) ზედმეტ ხარჯს, (ბ) ლეგიონერთა გამოხსნის სიძნელეს, (გ) კალენდრის გადატვირთულობას - წელსვე 5-მატჩა რეპეშაჟიც ხომ ელის, და ოღრაში ფირა ისევე გააუქმებს "უაზრო" მატჩს, როგორც ეს 2004 წელს, რუსეთი - ჩეხეთის შემთხვევაში ჰქნა.
ანთიმოზი, ჩემპიონობა, რეიტინგი
ფორუმზე ეგეც დაიწერა, რომ შაბათის ჯახის გადადება ჩვენც არა-ნაკლებ გვაძლევს ხელს. ერთი რომ, რუსეთთან დაჭიდების წინ რად უნდა დავიღალოთ და ბიჭებიც რად უნდა დაგვიშავდნენ; და მეორეც, კარპატელებთან ბოლო სამ (!) შეყრაზე (ნაკრები კლუბი ჭაბუკები) ჩხუბი რომ ატყდა, მორიგ პროვოკაციას უნდა მოველოდეთ.
ერთი კია, მთელი ეს მსჯელობა შეიძლება ყოვლად უსაგნო გახდეს, თუ ბორჯღალოსნებმა ძველ-ქართულადა და ალალ-რაგბულად თავი გადადეს და თქვეს, ამოტოლა გზაზე სათამაშოდ ჩამოვსულვართო. მერე კიდევ, ეგებ კარპატეთშიც შემორჩენილა ნამუს-ღირსება. და ბოლოს, შეიძლება არც მოყინოს, ისე კი, რუმინეთის რაგბის ფედერაცია ხალხს მოუწოდებდა, მოედნის გადახვეტაში დაგვეხმარეთო.
ინტრიგათა ამდენი რჩევის შემდეგ საკითხს სპორტულადაც შევხედოთ. მეტოქეს ბოლო სამი რკენა მოვუგეთ და გარდამავალი "ანთიმოზიც" 2007 წლიდან გვიპყრია; მსოფლიოზე გასვლის გარდა, 2010 წლის ჩემპიონობაც გვწადია და მაგისთვის მარტო რუსეთის ძლევა ვერ კმარა; და რეიტინგიც ერთ რამედ გვიღირს.
აკი ირბ-ს დაუთვლია, რომ არკულზე ნებისმიერი მოგებით გავუსწრებთ ტონგას, ხოლო თუ სხვაობა 15 ქულას გადააჭარბებს, მაშინ კანადასაც და მსოფლიოს მე-14 გუნდი შევიქნებით.
>>> ერთა თასი. IV რაუნდი
შაბ 13/03 საქ დროით 16.00
რუმინეთი
-
საქართველო
ბუქარესტი
მაკდაუელი (ირლ)
16.00
რუსეთი
-
გერმანია
სოჭი
გოზერი (სფრ)
19.00
ესპანეთი
-
პორტუგალია
მადრიდი
პენე (იტა)
>> ბორჯღალოსნები
ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი, 11 მალხაზ ურჯუკაშვილი, 13 დავით კაჭარავა, 12 თედო ზიბზიბაძე, 14 ირაკლი მაჩხანელი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ^ /
ფორ) 1 დავით ხინჩაგიშვილი, 2 ირაკლი ნატრიაშვილი, 3 ანტონ ფეიქრიშვილი; 4 ილია ზედგინიძე, 5 გიორგი ნემსაძე; 6 გია ლაბაძე, 7 გიორგი ჩხაიძე, 8 ბესო უდესიანი
მრქ) 22 სანდრო თოდუა, 21 ირაკლი გიორგაძე, 20 ბიძინა სამხარაძე / 16 ჯაბა ბრეგვაძე, 17 გოდერძი შველიძე; 18 ლევან დათუნაშვილი, 19 ლაშა თავართქილაძე
მწ) თიმ ლეინი ავს
>> სტეჟარი (მუხები)
ბეკ) 15 იულიან დუმიტრაში, 14 კეტელინ ფერკუ, 13 იონუც დიმოფტე, 12 რობერტ დესკალუ, 11 სტეფან ჩუნტუ; 10 დენუც დუმბრავა, 9 ლუჩან სირბუ /
ფორ) 1 დრაგოშ დიმა, 2 მარიუს ტინკუ, 3 პაულიკა იონი; 4 სორინ სოკოლი კაპ^ 5 ვალენტინ ურსაკე; 6 სტელიან ბურჩა, 7 ოვიდიუ ტონიცა, 8 დანიელ კარპო
მრქ) 22 ფლორინ ვლაიკუ, 21 ჩაბა გალი, 20 ვალენტინ ივანი / 16 ჩეზარ პოპესკუ, 17 მიხაიტა ლაზარი (ბოგდან ზებეგა; 18 კრისტიან პეტრე, 19 მიხაი მაკოვეი
მწ) სერჟ ლერლი სფრ
>> აქამდე
საქართველო - რუმინეთი 12: 5-7
თბ თბილისი, ბქ ბუქარესტი, დლ დუბლინი, იშ იაში
^ მსოფლიოს ცალკე შესარჩევი, $ ანთიმოზ ივერიელის თასი
23:27 (1998 ^დლ, 20:23 (2000 თბ, 31:20 (2001 ბქ)
23:31 (2002 $თბ, 6:19 (2003 $თბ, 18:25 (2004 $იშ, 20:13 (2005 $თბ)
10:35 (2006 $ბქ, 8:20 (2006 ^ბქ)
20:17 (2007 $ბქ, 22:7 (2008 $თბ, 28:23 (2009 $თბ)
ერთა თასზე 5-5, ანთიმოზზე 4-4
>> ირბ-ის რეიტინგი
13 იაპონია 7059, 14 კანადა 6880, 15 ტონგა 6811, 16 საქართველო 6744, 17 შტატები 6705, 18 რუსეთი 6703, 19 რუმინეთი 6522
>> 2010 წლის გაზაფხული
(2009)
საქართველო 77:3 გერმანია (38:5)
რუსეთი 14:10 პორტუგალია (18:14)
პორტუგალია
10:16
საქართველო
(20:20)
ესპანეთი 20:38 რუსეთი (15:42)
რუმინეთი 67:5 გერმანია (22:0)
საქართველო
17:9
ესპანეთი
(55:11)
რუსეთი 21:21 რუმინეთი (28:19)
გერმანია 0:69 პორტუგალია (6:44)
რუმინეთი
13/03
საქართველო
(23:28)
ესპანეთი . პორტუგალია (19:24)
რუსეთი . გერმანია (53:0)
საქართველო
20/03
რუსეთი
(29:21)
პორტუგალია . რუმინეთი (22:21)
გერმანია . ესპანეთი (11:22)
რუმინეთი
x
ესპანეთი
(19:10)
>> ევროპის ერთა თასი
8/15 მატჩი
ქ
მ-წ*ფ
გატ:გაშ
საქართველო 6
3-0 110:22
რუსეთი 5
2-0*1 73:51
რუმინეთი 3
1-0*1 88:26
პორტუგალია 2
1-2 89:30
ესპანეთი 0
0-2 29:55
გერმანია 0
0-3 8:213
>> მსოფლიო თასის შესარჩევი
23/30 მატჩი
ქ
მ-წ*ფ
გატ:გაშ
საქართველო 15
7-0*1 280:102
რუსეთი 13
6-1*1 235:128
პორტუგალია 9
4-3*1 213:114
რუმინეთი 7
3-3*1 192:114
ესპანეთი 2
1-6 106:206
გერმანია 0
0-8 30:392
ორი მოწინავე უკვე გავიდა 2011 წლის მსოფლიო თასზე,
ხოლო მესამე სამ მეტოქესთან 5-მატჩა პლეი-ოფში ჩაებმება
თაი-ბრეიქი:
1) საცხრილო ქულები პირადში,
2) სხვაობა პირადში,
3) ლელოთა სხვაობა პირადში,
4) მეტი გატანილი პირადში,
5) მეტი ლელო პირადში;
6) სხვაობა მთელ შეჯიბრში,
7) ლელოთა სხვაობა მთელ შეჯიბრში
<<< >>>
თემა დახურულია - თუ ვინმეს დისკუსია გაინტერესებთ
რუმინეთი-საქართველო აქვეა რაგბის განყოფილება
This post has been edited by შევარდენი1906 on 13 Mar 2010, 11:58
მიმაგრებული სურათი
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!