ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ხვალ აქცია-პერფორმანსი გაიმართება
ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ხვალ აქცია-პერფორმანსი გაიმართება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ აქციის ორგანიზატორმა, რეჟისორმა ზაზა სვანაძემ განუცახადა, პერფორმანსი, სახელწოდებით ~არა ბუშს!~ შავი ზღვის ქუჩაზე, ჯორჯ ბუშის ბანერთან მოეწყობა.
~ჩვენ ვითხოვთ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელი გადაერქვას თბილისის ქუჩას. ჯორჯ ბუშს კაციობრიობის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის პროექტის - ~ფერადი რევოლუციის~ პროდუქტია, რამაც ჩვენს ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა~, - განაცხადა სვანაძემ.
მისივე თქმით, პერფორმანსზე გამოიფინება გუანტანამოს ციხის პატიმრების და ერაყში ამერიკელი სამხედროების მსხვერპლთა ფოტოები. აქციის ბოლოს კი ჯორჯ ბუშის ფოტოს ახალგაზრდები ხელბორკილებით ~მიეჯაჭვებიან~.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ლიცემერი: უზერებო, მოდი ჩვენც გავმართოთ აშშ-ის საელჩოსთან დემონსტრაცია პლაკატებით
"იანკი გოუ ჰოუმ"
სულ გამოქლევდნეეენ
ჩვენზეა ნათქვამი " ვირო მადლიო". რავი, ჩემი აზრით, ბუში რომ არა , მაშინ დღეს რუსის პოლიტიკურ ორბიტაზე ვიტრიალებდით. თუ ვცდები?
მოკლედ, თქვენი აზრით, ჯორჯ ბუშის ქუჩას სახელი უნდა გადაერქვას თუ არა?
This post has been edited by licemer on 24 Mar 2010, 23:44
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.