ხო, ვიცი, რატომ შემოქანდით ან ერთნი ან მეორენი. ათეისტებს იმედი გქონდათ

ღმერთის არარასებობის დამტკიცების (რაიც ჰომერ სიმპსონმა დაამტკიცა, როცა გადასახადებს იხდიდა

) მივიღებთო, ხოლო მორწმუნეები აქაოდა ეს ეშმაკისეული განვდევნოთ და კრულ ვყოთ უკუნითი უკუნითისამდეო.

ორივეს გაგაწბილებთ - ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, რასაკვირველია, არის არა ის, გწამს შენ თუ არა ღმერთის, ან რომელი ღმერთის კონკრეტულად, არამედ თავისუფლება. თავისუფალი ნება!
აი, ძაან თუ გვინდა გახურება - აქედან დავიწყოთ. ელემენტარულად, ცხადია, რომ თუ ადამიანს არ აქვს თავისუფალი ნება, არ შეიძლება მას მკრეხელი და მისთანა რამეები უწოდო, გარნა ღვთის ნების აღმასრულებელი.
რელიგია გვეუბნება, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება - მაგ. იუდას შეეძლო არ გაეცა ქრისტე. თუმცა, აქ ფრიად საინტერესო მომენტიცაა, კერძოდ, როგორც ახალ აღთქმაშია - ქრისტემ დააწო პური ღვინოში და მისცა იუდას... და შემდგომ ამისა შევიდა იუდაში სატანა. ანუ, თურმე, შეიძლება ღმერთის ხელიდანაც კი მიიღო საჩუქრად სატანა, მაგრამ - გვაცალეთ ბატონო, ვახ!
თუ სატანა, როგორც ასეთი, არსებობს, ქრისტიანობის ასალაგმავად მას სჭირდებოდა ერთი რამ - ის, რომ ქრისტე ჯვარს არ ეცვათ! მეტიც, თურმე ყოფილა წინასწარმეტყველებებიც და ყველას (მათ შორის სატანასაც) წინასწარ სცოდნიათ, რომ თუ ქრისტე ჯვარს არ აცვეს, ეგ წმინდა წერილები "ძაღლებს და ღორებს გამოადგებოდათ დასაწოლად". და ყოველივე ამის შემდეგ, იუდაში შესული სატანა ყოველივეს აკეთებს, ოღონდ კი ქრისტე ჯვარს აცვან. კლასიკური ქრისტეანების განმარტებით, მართალია სატანა ირაციონალურად (უბრალო ენაზე - უ###ვესად) იქცევა, მაგრამ ამას თურმე აკეთებიებს ღმერთის ზიზღი. და მაინც, აქ ისმის კითხვა - რამდენი პროცენტით იყო გარანტირებული ქრისტიანობის შექმნა (ანუ, სატანის, ღმერთის დ.ა.შ. - არაადამიანური მოქმედებები)? ასით?
ჰმ.
თუ სატანას არ შეუძლია (ამოცანის პირობით) მილიონში ერთხელ მაინც რაციონალურად მოქმედება, არის თუ არა ის რობოტი?
ან იქნება რაღაცა შანსი არსებობდა, რომ ეს წმინდა წერილები ძაღლებს დაეგოთ?
- რამდენი?
და საერთოდ - ე.წ. სატანა და ე.წ. ღმერთი ხომ არ გვეთამაშებიან "ცუდ და კარგ პოლიციელს"?
P.S. ხო, მესმის რომ შეიძლება რთული საკითხია, მაგრამ მაინც და მაინც ვწერ - ვისაც რწმენა ახურუშებული და თავში ავარდნილი აქვს, შეუძლია არ შეიწუხოს თავი პასუხით. ჩათვალონ, რომ მათ მოიგეს.
თუ არა და, ნებისმიერ გინებას პასუხი გაეცემა რეალში. შედეგი დაიწერება ამავე თემაში.