14 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ფესტივალი Tbilisi/alter/vision -ის ფარგლებში ჩატარდება კონცერტი-Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers, სადაც მონაწილეობას მიიღებს რვა ქართველი ვარსკვლავი და ამდენივე ახალბედა ჯგუფი.
მუსიკოსები შეასრულებენ ორ-ორ სიმღერას, ცნობილი უცხოური და ქართული კომპოზიციების ქავერ ვერსიებს.
პროექტის მიზანს კვლავინდებურად თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
როგორც კონცერტის პროდიუსერმა, ირაკლი ნადარეიშვილმა დღევანდელ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, კონცერტზე მსმენელს ეძლევა საშუალება იხილოს უპრეცედენტო პროექტის შედეგი, underground-ისა და Pop-ის სინქრონი.
შეგახსენებთ, რომ ახალბედა ჯგუფები შეირჩა 2009 წლის 23 ოქტომბერს გამართული ფესტივალიდან, Tbilisi Alter\Vision\newcomers.
კონცერტის მუსიკალური პროდიუსერის, აჩიკო გულედანის თქმით, კონცერტი Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers ის განსაკუთრებული და იშვიათი საღამო იქნება, სადაც მსმენელი სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოსმენას შეძლებს.
ქორეოგრაფიაზე მუშაობს ელენა ბარსეგოვა და Elen.B-ის მოცეკვავეები.
მონაწილეების ჩაცმულობაზე ზრუნავენ თამუნა და ნუნუკა ხიზანიშვილები, ხოლო ვიზაჟზე-ისი პარის აკადემია და ანუკა მურვანიძე.
კონცერტზე გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 4 წლის გიორგი ციტურის სასწრაფო ოპერაციას საზღვარგარეთ.
„ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემოსული თანხით შევძლებთ დავეხმაროთ გიორგის და უკვე მომავალ კონცერტებზე მას დარბაზში მაყურებლის სახით ვიხილავთ,“ განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
კონცერტის მხარდამჭერებია: თბილისის მერია, რადიო ფორტუნა+ და ისი პარის სილამაზის აკადემია.
ბილეთის ფასი 7, 10 და 12 ლარია. ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში.
14 მარტამდე კი www.tbilisiopenair.com ის სტუმრებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ კონცერტისათვის მზადებას და გაეცნონ გამომსვლელი ჯგუფებისა და მომღერლების ინტერვიუებს.
ტელეკომპანია "იმედი" – რეპორტაჟის ჩვენება
ტელეკომპანია "რეალ ტივი" – რეპორტაჟის ჩვენება
ტელეკომპანია "რუსთავი 2" – რეპორტაჟის ჩვენება
http://www.tbilisiopenair.com/ka/news/3-ne...9.html#comments