ჟოაოს აზრი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებითდა სუფევდა თემა ესე შობილი მისი უნაციანალესობისა და უექსპერტესობის, ტიმთკურთხეული მოდერატორის ჟოაოს მიერ მუნ და ყოვლად ნაცნაძირლობის განმადიდებელმან და მეოხემ, ჟოაომან ანაზდად დახშულ ჰქმნა კარიბჭენი მისი...
"joao
Super Crazy Member +
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10743
წევრი No.: 42950
რეგისტრ.: 30-September 07
გამოგზავნილია: 17 Mar 2010, 20:40 #18541289
თემა იხურება. საზოგადოების მოთხოვნით."
სადამდე დაეცი, ჟოაო?
საზოგადოების დაკრულზე ცეკვავ?
არ გრცხვენია?
აქამდე საზოგადოება(ნაცმაცუნური) ცეკვავდა და ცუნდრუკობდა შენს დაკრულზე და ახლა რა გაგჭირვებია?
არ დაგვაობლო, ჟოაო!
დაგვხუნძლე ჩვეული რებუსებით, მუნ!
„წამიერია მაინც გაქცევა არსად, აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა“
ვააააა! ეს რამაგარი ციტატა მოგიძევებია?
მართალია, ქურთის დაწერილს წააგავს, მარა ვინ იცის, რამდენი სიბრძნეა ჩადებული?
ეს ხომ პირდაპირი გზავნილია ჰუზერისადმი: "უკეთუ ვერ ამოხსნი ამ რებუსს, დანარჩენი სტატიის კითხვაზე თავს ნუღარ შეიწუხებ, შე აბდალოო..."
ჟოაო, ჩვენ ქართველები არ არის? ჰოდა, მოდი და მეც ვცდი ამ რებუსის ამოხსნას:
"წამიერია მაინც გაქცევა" - იგულისხმება, რომ საიდანღაც გაქცევის მცდელობის სურვილის წამიერებაზე და მიზანშეუწონლობაზეა საუბარი, ხომა? მარა, "გაქცევა არსად" რაღა ოხრობაა?
თუ გაიქცა, ესე იგი სადღაც გაქცეულა, ხომა? თუ არსად - მაშინ ადგილზე დარჩენილა და არსადაც არ გაქცეულა... და რა შუაშია ეს "არსად"?
იქნებ, ამ შენს სათაყვანებელ ავტორს შეეშალა და "არსად"-ის მაგივრად სურდა დაეწერა "სადღაც", მაგრამ ოჯახში ქურთულად საუბრობენ და სიტყვების მარაგში იჭედება?
კარგი, ჯანდაბას მისი თავი... მაგრამ, გამკვირვებია - ეს მიშას კვებულები ამ თქვენს ბელადს რა ყველაფერ სირობაში ჰბაძავთ? იმან კაკალაშვილი წაიკითხა პარლამენრში, შენ - ამ ვიღაც ოროსანის ნატანჯით გვირევ გონებას...
"აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა“ - ეს რაღაა? ჯერ ვარსკვლავიანი წვიმა რაღაა? კარგი, ჯანდაბას, ღამე არის ქარიანი, თოვლიანი, წვიმიანი, მთვარიანი... მარა, რაც ზურიკელას არ ეპატიება და მას სამართლიანი დაცინვის ობიექტად აქცევს, ვითომ სხვას ეპატიება?
დავუშვათ და ავტორი ან შეყვარებულია და ან კიდევ ცხოვრებაში სახლიდან არ გამოუხედავს და ჰგონია, რომ წვიმის დროს ცაზე ვარსკვლავებიც მოჩანს, მაგრამ ეს აშრიალებული წვიმა რაღა ოხრობაა?
ჟოაო, გვეკაიფები, ძმაუ?
იძულებული ვხდები, სულ ღერა-ღერა გავარჩიო შენი ნაჰაზრევი მუნ:
"გიორგი კორნაპელის ამ ბწკარედით, რომელიც ჩვენი წერილის სათაურად გამოვიყენეთ, მისი პოემიდან „ნარცისი“, ზუსტად ესადაგება იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 13 მარტს გაკეთებული ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებულმა ქრონიკამ შექმნა."
მართლა, კაცო? რას მელაპარაკები! თურმე პოემა დაუწერია "ნარცისი"...
თანაც - წინასწარმეტყველური!
მაინც რა მაგარი რამეა ეს ოხერი გრაფომანია, არა? ჯღბნი შენთვის რაღაც "პოემებს" სახელად "ნარცისი", ან თუნდაც "ნეკროფილი", "ვუაერისტი" და მერე ტიმთკურთხეული ჟოაო შენი ნამოღვაწარიდან ამაყად ახდენს ციტირებებს!
მაგრია, მაგრი!
მაგრამ ჯერ სადა ხარო, სადაო?
მორიგი გამონათება ქართული პოეზიისა და ნათელმეტყველების ცის კაბადონზე: „და აღარაა ყოფნა: არსად და არსად (ნიმფა კიოდა: ნამსხვრევი სარკე ცვივა)" სად ნახა იმ ოხერმა და მუდრეგმა ნიმფა და თუ მაინც ნახა, რაღა მაინცდამაინც გიჟი და გადარეული ნიმფა ნახა, რომელიც ღრმად დაბოლილივით კიოდა თურმე: "ნამსხვრევი სარკე ცვივა, ნამსხვრევი სარკე ცვივა!"
ეგ ნიმფა, შემთხვევით, ასათიანზე ხომ არ ნახა?
"დაიმსხვრა ყველა სარკე. „ქრონიკის“ მოდელირებულმა გადაცემამ დაამსხვრია ყველა სარკე, სადაც ვკეკლუცობდით და ვკოკეტობდით."
"ვკოკეტობდით" შენ ალბათ კეკლუცობის სინონიმი გგონია და რომ იცოდე, მასე არაა, ძმა, ეგ ღრუსული სიტყვაა და ნუ შეეცით ყოველივე ქართულს, რა! ხოლო სარკეები ამსხვრიეთ, რამდენიც გინდათ, შენ და არველაძემ, მაგრამ სარკეების მსხვრევა ჰქვია იმ უნამუსობას, რაც მოხდა?
"დღეს განვითარებულ მოვლენები კი ამ სარკის ნამსხვრევებში ჩახედვის მცდელობაა ისევ, რასაც მავანნი ცდილობენ. სარკეში, სადაც არ სჩანს რეალობა, მხოლოდ რეალობის აჩრდილებს ვხედავთ."
მერე და, რაღას ამტვრევდით მაგ სარკეებს, თუ კი მერე საჭირო იქნებოდა მასში ჩახედვის? ჯერ დაამსხვრიეთ და მერე წუწუნებთ, მხოლოდ რეალობის აჩრდილებს ვხედავთო?
ან კი ხედავთ რო ო?
"მითუმეტეს დანგრეულ მაყურებელთა დარბაზში, სადაც მშვიდად შევაბიჯეთ და მოვკალათდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ წარმოდგენის რეალური პერსონაჟები ვართ. მაყურებელთ დარბაზი და სცენა გაერთიანდა ერთ დიდ სცენად."
აჰა! ვირო მადლიო, რა! იმედის ფეშენებელურ სტუდიაში გეღირსა გაჩითვა და "დანგრეულ მაყურებელთა დარბაზშიო" გაიძახი - შენ სადმე შესაშვები ხარ?
თანაც, მშვიდად შევაბიჯეთ და მოვკალათდითო... რამდენად მშვიდად შეაბიჯეთ, ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ იქ შეკრებილ ექსპერტებს მოგვიანებით სად მოგიწევთ მოკალათება, ნუთუ ამაზეც მშვიდად ფიქრობთ ხოლმე? საღოლ, ძმა!
მერე მიდის, რაც მიდის! ჩემი რჩევაა, სხვა დროს როცა მიგიწვევენ ეგეთ მაიმუნობაზე, დაბოლილი ნუღარ მიხვალ, თორემ ასეთი ჰალუცინაციები და დელირიუმები დაგღუპავს:
"მესმის ყველაფერი, მესმის განწყობები, მესმის მაყურებელთა დარბაზში მყოფთა კომფორტულობა, მესმის ამ დარბაზში ყოფნით გაქცევის მცდელობაც, მაგრამ ისტორია რუსული იმპერიისა უნდა დასრულდეს საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ სპექტაკლში, რომელიც რუსულმა იმპერიამ დადგა საქართველოში 200 წელია და კომფორტულად მოგვათავსა მაყურებელთა დარბაზში, მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ ძალიან ბევრჯერ, ამ 200 წლის მანძილზე, მხოლოდ ამ დარბაზში ვიყავით მოკალათებულნი, და ვუყურებდით იმპერიულ სპექტაკლს, გავრბოდით, მაგრამ საოცრებაა: „წამიერია მაინც გაქცევა არსად, აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა“-ც. ჩვენ, დარბაზში მყოფებმა, ვნახეთ ეს საშინელი ისტორიული სპექტაკლი. ჩვენ გვაიძულებდნენ ამ ყველაფრის ნახვას, მაგრამ დგება დრო, როდესაც მაყურებელთა დარბაზი უნდა დაინგრეს, რითაც გაქრება იმპერიული სცენა, სადაც უამრავი საშინელება გათამაშდა."
ძმა, შენა შაშინებული ხომ არა ხარ? რა ნგრევა აგიტყდა კომფორტულად მოკალათებულს? რაის 200 წლის მანძილზე იყავი დარბაზში, როცა ნებისმიერი ნაციანალი გეტყვის, რომ 2003 წლის 23 ნოემბრამდე არაფერი არ ყოფილა უკუნის მეტი, ხოლო მერე მოიდა მიშა და თქვა: "იყავნ ნათელი!"
რას გადაეკიდე მაგ ოროსან როტრდამელს?
"ისევ გიორგი კორნაპელს მოვუსმინოთ: „შავი ხავერდით ღამე იფარავს სახეს და გაცურდება, გაქრება შავი გედით, ყველაფრის ნახვით ვერაფერი ვერ ნახე და ყვავილი ხარ ლაჟვარდიანი ბედით“. ასეა. ყვავილები ვართ ლაჯვარდიანი ბედით და ჩვენი ბედისწერა თავისუფალი საქართველოა. მართლაც წამიერია გაქცევა არსად..."
თავისუფალი საქართველო არ არის ნაციანალების ბედისწერა... არა, როგორ არ არის, მაგრამ ცოტა სხვაგან - თავისუფალი საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში!
ლაჟვარდისფერები მართლაც ბევრნი არიან თქვენს შორის და ყვაილებიც...
"ინგრევა ყველა მაყურებელთა დარბაზი." - თქვენ მეისპით!
"ინგრევა იმპერიის ისტორიულობა," - ისტორიულობა თურმე შესაძლოა ინგრეოდეს... რა ნიშანი გყავდა ქართულში და სად გასწავლეს?
* * *
ახლა რომ ამას ბოლომდე ჩავყვე, მეშინია ჟოაო არ დამემართოს...
ბურზო! შენმა მზემ! დაიკიდე კოლეგიალობა მცირე ხნით და შენ გაარჩიე დანარჩენი - შენ უფრო კარგად გამოგივა...
P.s. ყველაზე მაგარი კაიფი კი ისაა, რომ ამ აბრაკადაბრაზე მთელი ფორუმი სერიოზულად მსჯელობდა 15 გვერდის განმავლობაში... რას ეწევით, ბლიად, ამისთანას?