ეს პარტია ოდესღაც მომწონდა...
ალბათ იმიტომ, რომ სათაო ოფისის ჰოლში ზვიადის დიდი პორტრეტი ეკიდათ...
თანაც, ხუმრობა საქმე როდია - ზვიად ძიძიგური 8 წელი იჯდა ზონაში და კაცურად მოიხადა...
კი დასცინიან, სამტრედიაში რკინიგზა დაადუღაო, მაგრამ მარტო მისი გადასაწყვეტი რომ არ იყო ეგ საქმე, ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს, ხომა?
ვარდობანას დროსაც ძირითადად კონსერვატორებმა უზრუნველყვეს ზვიადისტების ორგანიზება...
ამ პარტიაში პერიოდულად სხვადასხვა საეჭვო პოლიტიკოსებიც ეძრობიან და მერე გადიან ხოლმე...
თითქოს ამ პარტიას არ გააჩნია მყარი ორიენტირები - ვგულისხმობ ბოლოდროინდელ განოღაიდელებასაც...
კუკავას ნამეტნავად ვერ ვენდობი....
რატომ? რატომ და იმ კითხვებზე მიპასუხოს ერთი, ამ საღამოს დიმპიტჰაუზში რომ დახვდება... ასე, 20:00-ისთვის იქნება ონლაინ-კონფერენცია...
ლინკიც აგერ გახლავთ:
http://politforumi.com/index.php?showtopic=11247იქ ამბავი დატრიალდება...
მერე, თუ საინტერესო კბენაი-ღრენაი ატყდა, აქეთაც გადმოვაკოპირებ და აქაც გავწეწოთ...
P.s. მოკლედ, პრომოუშენის მამა ვარ, რა...