დღეს ბიბლიოთეკაში საინტერესო წიგნს გადავაწყდი, ერთი თავი
Dean Hamer -ის წიგნს ეხებოდა...
ნუ, მე ხშირად გამიგია (პრინციპში მითქვამს კიდეც

) ასეთი ტიპის წინადადებები: "ყველა ათეისტად იბადება, მერე ხდება რელიგიური" და ა.შ.
წიგნში ეწერა, რომ ამის პასუხად ჩვენმა ცნობილმა გენეტიკოსმა (ცნობილია თავისი გამოკვლევებით სადაც ადამიანის გენებს და მის სექსუალურ ორიენტაციას აკავშირებს, მაგრამ ეს სხვა საქმეა) წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ეს გენი (VMAT2) პირდაპირ კავშირშია რელიგიურობასა და ღმერთის არსებობის რწმენასთან...
იმ წიგნში ეწერა, რომ ჰამერი ამას ტყუპებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით ამტკიცებდა და სხვადასხვა პირობებში გაზრდილ ტყუპებს ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდათ რელიგიის მიმართ... ასევე ეწერა რომ ყველაზე იზოლირებული ხალხის ჯგუფებს შორისაც იყო რელიგია და მასთან დაკავშირებული რიტუალები... მიბაძვა გამორიცხული იყო, ხოდა გენებს აბრალებდა
ლექციები მეწყებოდა და სწრაფად ჩავამთავრე... შემდეგ სახლში როცა მოვედი ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა რომ ძალიან სუბიექტურად იყო წიგნი დაწერილი... არაფერი ეწერა ამ ჰიპოთეზის კრიტიკაზე და ტყუპების ექსპერიმენტებზეც ყველგან განსხვავებული ინფორმაცია იყო, ხოდა ცოტა დავიბენი...
თემაც ამიტომ გავხსენი, რა იცით ამ გენის შესახებ?
და საერთოდ, ზოგადად რას ფიქრობთ, თანდაყოლილია თუ არა ღმერთის/ღმერთების/სულების/ანგელოზების არსებობის რწმენა და მიდრეკილება მისტიკისადმი?
ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. დაბ. 6.6.