2008 წლის საქართველოს თასის გათამაშება კაცთა გუნდებს შორის2008 წლის საქართველოს თასის გათამაშება გაიმართება უმაღლესი და I ლიგის კაცთა გუნდებს შორის, უმაღლესი ლიგის სათამაშო წესების შესაბამისად.
მონაწილე გუნდები:
1. თბილისის `ყოჩები~
2. თბილისის `ლელო~
3. თბილისის `ლოკომოტივი~
4. თ.ს.უ.
5. თბილისის `არმაზი~
6. ქუთაისის `აია~
7. თბილისის `დინამო~
8. თბილისის `აკადემია~
9. რუსთავის `ხარები~
10. თბილისის `ლოკომოტივი-2~
11. თბილისის `დევები~
12. ბათუმი
13. თბილისის `ლელო-2~
14. თ.ს.უ. _ თ.ბ.ს.
15. თბილისის `ხულიგანა~
16. ქუთაისის `აია~-2
3. გათამაშების სისტემა:
3.1. საქართველოს თასი გათამაშდება ოთხ ეტაპად, ამათგან I და II ეტაპები ჩატარდება ერთ ტურად თითოეული.
3.2. გუნდები ცხრილში დალაგდება 2007 წლის ჩემპიონატის რეიტინგით (ზემოთ მოცემულ ცხრილში მხოლოდ 1_10 ადგილებია რეიტინგული).
3.3. ურეიტინგო გუნდების სარეიტინგო ადგილი გაირკვევა კენჭისყრით.
3.4. თასის გათამაშების I ეტაპზე გუნდები დაწყვილდებიან რეიტინგული პრინციპით: 1 _ ბოლოს, 2 _ ბოლოს წინას და ა. შ.
გამარჯვებული 8 გუნდი II ეტაპზე (II ტური) გადის და ასევე რეიტინგული პრინციპით დაწყვილდება: 1 _ 8-ეს, 2 _ 7-ეს და ა. შ.
I და II ეტაპზე მატჩის მასპინძლის ვინაობა გაირკვევა კენჭისყრით.
3.5. როგორც I, ასევე II ეტაპზე მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება ის გუნდი რომელსაც:
ა) აქვს მეტი ლელო გატანილი კონკრეტულ მატჩში,
ბ) ნაკლები დისციპლინარული სასჯელი კონკრეტულ მატჩში,
გ) ეკავა უპირატესი ადგილი რეიტინგულ ცხრილში.
3.6. III ეტაპზე თასის პრეტენდენტი 4 გუნდი დაწყვილდება რეიტინგული პრინციპით: 1 _ 4-ს, 2 _ 3-ს და ორ წრედ (შინ და გარეთ) თამაშში გაარკვევენ 2 ფინალისტის ვინაობას.
პირველი მატჩი გაიმართება დაბალრეიტინგიანი გუნდის მოედანზე.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება ის გუნდი რომელსაც:
ა) აქვს გატანილი და მიღებული ქულების (ბურთების) უკეთესი სხვაობა ამ ორ მატჩში,
ბ) აქვს გატანილი და მიღებული ლელოების უკეთესი სხვაობა ამ ორ მატჩში,
გ) აქვს ნაკლები დისციპლინარული სასჯელი ამ ორ მატჩში,
დ) ეკავა უპირატესი ადგილი რეიტინგულ ცხრილში.
3.7. სამივე ეტაპზე დაბალრეიტინგიანი გუნდების გამარჯვების შემთხვევაში იგი იკავებს, მის მიერ დამარცხებული მაღალრეიტინგიანი გუნდის სარეიტინგო ადგილს შემდეგი ტურის განთესვისას.
3.8. ფინალური მატჩი გაიმართება ქ. თბილისში.
ფინალური მატჩის ხარჯებს უზრუნველყოფს საქართველოს რაგბის კავშირი.
ფინალური მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ინიშნება ორი 10 წუთიანი ტაიმი. თუ გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა, გამარჯვებულად ცხადდება ის გუნდი რომელსაც:
ა) აქვს მეტი ლელო გატანილი ფინალურ მატჩში,
ბ) აქვს ნაკლები დისციპლინარული სასჯელი ფინალურ მატჩში,
გ) აქვს უკეთესი ქულების (ბურთების) სხვაობა თასის გათამაშების პირველ სამ ეტაპზე,
დ) აქვს ლელოების უკეთესი სხვაობა თასის გათამაშების პირველ სამ ეტაპზე,
ე) აქვს ნაკლები დისციპლინარული საჯელი (ყვითელი და წითელი ბარათი) თასის გათამაშების პირველ სამ ეტაპზე,
ვ) ეკავა უკეთესი სარეიტინგო ადგილი ფინალამდე.
4. თამაშების ჩატარების ვადები:
I ეტაპი: 24-25 მაისი
II ეტაპი: 12-13 ივლისი
III ეტაპი: I ტური: 6-7 სექტემბერი
II ტური: 4-5 ოქტომბერი
ფინალი: 18 ოქტომბერი
შენიშვნა:
თუ რომელიმე გუნდი გამოაკლდება თასის გათამაშება, ან კალენდარში მოხდა ცვლილება, კლუბებს ეცნობებათ დამატებით.
http://www.rugby.ge/Downloads/2008-4_Cup.doc This post has been edited by giorgi77 on 19 May 2008, 13:09
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"