სალამი ყველას

როგორც იცით, მალე ქართული მართლმსაჯულების სისტემაში შემოდის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ საქმეთა განხილვაში და მათზე იქნება დამოკიდებული ვერდიქტის გამოტანა.
18 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი გეპატიჟებათ 30 ფორუმელს - იურისტთა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ფორუმელები იქნებიან ნაფიც მსაჯულთა როლში, გაივლიან შესაბამის პროცედურებს, დაესწრებიან რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული საქმის განხილვას, მოისმენენ იურისტთა პოზიციებს და ბოლოს, გამოიტანენ ვერდიქტს.
აღნიშნული ღონისძიება საშუალებას მოგვცემს გავიგოთ კიდევ უფრო მეტი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, გავიცნოთ ერთმანეთი, მივიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და გამოცდილება. ტრენინგი გაგრძელდება სულ 3-4 საათი, წესით საინტერესო რამე უნდა გამოვიდეს

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორუმელი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და არ არის იურისტი ან ფსიქოლოგი.
მიიღებიან როგორც მიშმაკაკების, ისე ოპოებისა და ნეიტრალების კანდიდატურები

მიმდინარეობს რეგისტრაცია


P.S. კარი იურისტებისთვისაც ღიაა, ოღონდ დამსწრის როლში