ელფი (ELF) იყო ამერიკული ბლიუზ-როკ ჯგუფი ჩამოყალიბებული 1967 წელს მომღერალ რონი ჯეიმს დიოს მიერ.
ჯგუფში მუსიკოსთა თვდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო:
-კლავიშებზე დუგ ტალერი (Doug Thaler),
-დასარტყამი ინსტრუმენტები გარი დრისქოლი (Gary Driscoll),
-გიტარებზე კი ნიკ პანტასი (Nick Pantas) და დევიდ ფაინსტაინი (David Feinstein).
თავდაპირველად ჯგუფის სახელი იყო ელექტრონული ელფები, მაგრამ ჯერ შემოკლდა სახელამდე ელფები, ბოლოს კი უბრალოდ სახელი ელფი შემორჩა. ელფი დაიშალა 1975 წელს, ამ დროის განმავლობაში გუნდმა 3 ალბომის ჩაწერა მოახერხა.
1970 წელს ჯგუფის წევრები ავტოკატასტროფაში მოხვდნენ, რამაც გიტარისტ ნიკ პანსტასის სიცოცხლე შეიწირა, ჯგუფმა გადაწყვიტა ის არ შეეცვალათ და ერთით ნაკლები გიტარისტით გაეგრძელებინათ დაკვრა. გამოკეთებულმა დუგ ტაილერმა მალე ჯგუფი დატოვა და მის მაგივრად ჯგუფს ახალი სახე შეემატა მიკი ლი სოულის სახით.
ელფის ამავე დასახელების სადებიუტო ალმობის პროდიუსერები ჯგუფ დიფ ფარფლის წევრები როჯერ გლოვერი და იან პეისი იყვნენ. შემდგომი რამდენიმე წელი ჯგუფი დიდ წარმატებით ხსნიდა დიფ ფარფლის კონცერტებს.
თავდაპირველად რონი დიო ერთდროულად ვოკალისტისობასა და ბასზე დაკვრას უთავსებდა ერთმანეთს, მაგრამ მოგვიანებით 1973 წელს ჯგუფში ბასისტად ქრეიგ გრაბერი (Craig Gruber) მიიღეს . იმავე წელს ფაინსტაინმა ჯგუფი დატოვა და ის სტივ ედუარდსმა (Steve Edwards) შეცვალა. წასულმა ფაინსტაინმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, რომელმაც დაშლამდე მხოლოდ მცირე წარმატება ნახა. ამის შემდგომ ის 2004 წლამდე არ დაბრუნებულა მუსიკის ინდუსტრიაში და მხოლოდ 2004 წელს გამოუშვა მძიმე მეტალის ალბომი მესამე სურვილი Third Wish მანოვარის სახელით. (აღსანიშნავი ფაქტია რომ ფაინსტაინი და დიო ბიძაშვილები არიან)
1974 წელს გლოვერმა დიოს შესთავაზა მის სოლო ალბომში The Butterfly Ball and the Grasshopper Feast ვოკალისტი ყოფილიყო. დიოს მდიდარმა და ძლიერმა ხმამ გიტარისტ რიჩი ბლექმორის ყურადღება მიიქცია, რომელიც მუსიკოსებს ეძებდა საკუთარი სოლო ალბომის ჩასაწერად. მან გადაწყვიტა ამისათვის ელფი გამოეყენებინა და ასე ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფი რიჩი ბლექმორის რეინბოუ, რომლის სახელიც შემდგომ უბრალოდ რეინბოუ-მდე შემოკლდა. პირველი ალბომის ჩაწერის შემდგომ ბელქმორის მიერ ყველა წევრი დიოს გარდა შეცვლილი იქნა, რამაც ელფის საბოლოო დაშლა გამოიწვია.
ელფის წევრები
1967-1970
რონი ჯეიმს დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი/ბასი
ნიკ პანტასი (Nick Pantas) - გიტარა
დევიდ ფაინსტაინი (David Feinstein) - გიტარა
დუგ ტაილერი (Doug Thaler) - კლავიშები
გერი დრისქოლი (Gary Driscoll) - დრამები
1970-1973
რონი ჯეიმს დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი/ბასი
ნიკ პანტასი (Nick Pantas) - გიტარა
მიკი ლი სოული (Micky Lee Soule) - კლავიშები
გერი დრისქოლი (Gary Driscoll) - დრამები
1973-1975
რონი ჯეიმს დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი
სტივ ედუარდსი (Steve Edwards) - გიტარა
ქრეიგ გრუბერი (Craig Gruber) - ბას გიტარა
მიკი ლი სოული (Micky Lee Soule) - კლავიშები
გერი დრისქოლი (Gary Driscoll) - დრამები
იანვარი-თებერვალი 1975
რონი ჯეიმს დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი
სტივ ედუარდსი (Steve Edwards) - გიტარა
ქრეიგ გრუბერი (Craig Gruber) - ბას გიტარა
მიკი ლი სოული (Micky Lee Soule) - კლავიშები
მარკ ნოსიფი (Mark Nauseef)/გერი დრისქოლი (Gary Driscoll)- დრამები
წყარო wickepedia...
http://www.youtube.com/watch#!v=J1MzNN...laynext_from=ML Elf Never More
http://www.youtube.com/watch?v=DuqcbxcPlc0 Elf Gambler, Gambler
მე პირადად მაგრად მომწონს.. მაგარი ჯგუფი იყო ძააან..
თან ვინც არ იცით რეინბოუ ელფიდან შეიქმნა..
ვინც არ იცით მოუსმინეთ და ნახეთ თუ რაცაა.. დიო კი როგორც ყოველთვის შესანიშნავია. .
Elf ის Never More კი ჩემი საყვარელი სიმღერაა
თემა ვეძებე და ვერ ვნახე.. არა მგონია რომ იყვეს.. ძებნაც გამოვიყენე და არ ამოაგდო.. თუ არის დახურეთ ეს

ხოო კიდევ სად იყო ზეპელინი ელფ რომ ბლექ დოგს მღეროდა .. აა ჩემი არ გჯერათ ?

ნახეთ
http://www.youtube.com/watch?v=PqdRijZUNMY&NR=1 http://www.youtube.com/watch?v=cCty2JRn6jU&feature=related ან სად იყო ჯეთრო თალლი? ელფ რომ Aqualung ს ასრულებდა..
დიო
This post has been edited by ozzyozzy on 1 Apr 2010, 21:47
მიმაგრებული სურათი