ვენაცვალე

ჩემი კაცი არის ესა

Lionel Messi არგენტინელი ვუნდერკინდი”
წელს ინგლისში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 18 წლის არგენტინელმა ლეო მესიმ საკუთარი თამაშით ნამდვილი ფურორი მოახდინა. თავდასხმასა და გათამაშებაში ბრწყინვალედ მოასპარეზემ, თავისი ოსტატობით მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
ლეო მესი, რომელსაც ხშირად მის თანამემაულე დიეგო არმანდო მარადონასაც ადარებენ, დიეგოსგან განსხვავებით, სანტა-ფეს საკმაოდ ელიტურ უბანში გაიზარდა. მან ბურთთან მეგობრობა არგენტინული საზომებითაც კი ძალიან ადრე დაიწყო. 5 წლისაც არ იყო როცა უკვე ადგლიობრივ საფეხბურთო კლუბ “გრანდოლიში” ჩარიცხეს 7 წლისა კი ქალაქის მთავარ კლუბში “ნიუელზ ოლდ ბოიზში ” გადაბარგდა.
ენრიკე დომინგეში “ოლდ ბოიზის” მწვრთნელი იხსენებს: “ის, რასაც ლეო ბურთთან აკეთებდა, რადიკალურად განსხვავდებოდა მისი ფიზიკური მონაცემებისგან. ასეთი მონაცემები კი მხოლოდ ერთ ადამიანს მახსენებდა - დიეგოს”. სწორედ ამ მომენტიდან ახალგაზრდა ფორვარდს ხშირად ადარებენ ლეგენდარულ მარადონას.
პატარა ვუნდერკინდის გზა დიდი ფეხბურთისკენ ია ვარდით არ იყო მოფენილი, მას 11 წლის ასაკში ექიმებმა ჰორმონების დარღვევა აღმოუჩინეს რის გამოც ბიჭუნა სიმაღლეში აღარ იზრდებოდა. მკურნალობა ძალია ძვირი ჯდებოდა. ნახევარი წლის განმავლობაში ლეოს მამას მკურნალობის ხარჯების გადახდაში ის დაწესებულება ეხმარებოდა სადაც იგი მუშაობდა. თუმცა ექიმები სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევდნენ. მიუხედავად ექიმების მცდელობისა ბიჭი თანატოლებში მაინც ყველაზე დაბალი იყო. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა. მალე მისით “ლივერ პლეიტი” დაინტერესდა, მაგრამ კლუბმა მშობლებს უამრავი უაზრო ცნობა მოსთხოვა რომლის შეგროვებაც ლეოს მშობლებმა ვერ მოახერხეს.
მალე მათ ოჯახში რთული პერიოდი დადგა. ლეო მამა უკვე ვეღარ იხდიდა მკურნალობის ხარჯებს. ამიტომ მესების ოჯახმა გადაწყვიტა კატალონიაში გადაბარგებულიყო რათა იქ უფრო მეტი ფული ეშოვნათ.
ლეონელი “ბარსელონას” იუნიორთა გუნდში სინჯებზე გაგზავნეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ბიჭუნა ასი თავით აღემატებოდა თავისზე უფროს კატალონიელ ფეხბურთელებს. ბარსას მწვრთნელის ასისტენტი კარლოს რიშაკი რომელიც პატარა მესის თამაშს თვალს ადევნებდა, იმავე წუთას გაემართა ძირითადი გუნდის ხელმძღვანელობასთან: “ეს სასწაული დაუფიქრებლად უნდა დავიტოვოთ”.
ბიჭუნას ჯანმთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას ”ბარსა” არ შეუშინდა და მისი მკურნალობის ხარჯები თავის თავზე აიღო.
2000 წლის სექტემბერში როცა მესიმ პირველად ითამაშა “ბარსელონა-ბ”-ს შემადგენლობაში მისი სიმაღლე სულ რაღაც 140 სმ იყო, სკამზე მჯდომი ფეხებით მიწას ვერ სწვდებოდა, მოედანზე კი სასწაულებს ახდენდა.
მესიმ სეზონის 30 მატჩში 37 გოლი გაიტანა. კატალონიის თასის ფინალში კი სადაც მოტეხილი თითით მოუწია თამაში 10 წუთში დუბლი გაახერხა(!) ბერგამოში გამართულა 17 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირზე ბარსელონელმა მოზარდებმა გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს მეტოქეს – 38:0 ხოლო ფინალში “იუვენტუსის’ ყმაწვილები დაამარცხეს ანგარიშით 4:0. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი მესი დასახელდა.
საბედნიეროდ მის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ეხლა მისი სიმაღლე 169 სმ-ა.
მისი დებიუტი “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში შედგა 2003 წელს 16 ნოემბერს. მან ითამაშა “პორტსმუთთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში. ამ დრო მისი ასაკი 16 წელი იყო.
2004-2005 წლების სეზონზე იგი ეპიზოდურად ჩნდებოდა მინდორზე.16 ოქტომბერს მან მრიმერადივიზიონში პირველი შეხვედრა ჩაატარა(ესპანიოლთან-დეკუ შეცვალა).
მიმდინარე წლის პირველ მაისს მან გოლი გაუტანა “ალბასეტეს” რითაც ის შევიდა კლუბის ისტორიაში როგორ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც ამ კლუბის სახელით გოლი გაიტანა. ამ დროს მისი ასაკი გახლდა 17 წელის, 10 თვე და 7 დღე.
ესპანეთის ნაკრების ხელმღვანელებს უნდოდათ რომ მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიეღო რათა მერე თავიანთ ნაკრებში გამოეძახათ მაგრამ მესიმ ყველაფერს სამშობლოში თამაში ამჯობინა.
ჰოლანდიაში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ის ერთდროულად გახდა ტურნირის საუკეთესო ბომარდირი და მოთამაშე და ასევე ტურნირის ჩემპიონი.
სკანდალური გამოდგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში. 2005 ლის 17 აგვიტოს უნგრეთთან მატჩში იგი მოედანზე 65 წუთზე შევიდა და მოედანზე გასვლიდან 30 წამში მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა.
გასახდელისკენ არგენტინელი ქვითინით გაეშურა...
მესის ბარსამ 2010 წლამდე გაუხანგრძილა კოტრაქტი ხოლო შემდეგ მალევე 2014 წლამდე.
ბევრი ფიქრობდა რომ გუნდის სუპერვარსკვლავების გვერდით მესი დაიჩრდილებოდა მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მად ჩემპიონთა ლგისი პირველივე ტურშივე საყოველთაო ყურადრება მიიპყრო. მან “ვერდერთან” მატჩში პენალი მოიპოვა. ხოლო “უდინეზესთან ” სახიფათო ჯარიმა. საბოოლოდ ორივე მათგანის რეალიზება რონალდინიომ მოახერხა.
მაგრამ მალე ახალი პრობლემა წამოიჭრა. ბარსას უკვე ყავდა გუნდში სამი არა ევროკავშირელი ფეხბურთელი ამიტომ მესის თამაშის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ ეს პრობლემაც მალე მოგვარდა და მესიმ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო.