ეგ ფრეზები (ხის ფრეზებს ვგულისხმობ), ხელის დრელზე კიდეც რომ მოარგო, "პერეხოდნიკით" ან უმაგისოთ,
მაინც კარგ შედეგს ვერ მიიღებ, რადგან ფრეზა აუცილებლად გაგექცევა. საჭიროა დაბალბრუნვებიანი, დაზგური ტიპის დრელი, რომელიც იმდენივე ღირს, რაც ხის საფრეზერო დაზგა. მე მაქვს ეგეთი პატარა დაზგა, 80$ ვიყიდე. და პრინციპში
კმაყოფილი ვარ.
თუ უფრო იაფად გინდა გამოსვლა, ელიავაზე გაიკითხე "ხის უნივერსალური ბურღი", თუ ექნებათ, ადამის დროინდელია და აი ასე გამოიყურება:
მაგასაც დასატრიალებლად კალავაროტი ან დაბალბრუნვიანი დრელი ჭირდება, თან თუ ხეზე მუშაობის გამოცდილება არა გაქვს სუფთად არ აიღებს-დაგიფლითავს ნაპირებს.
მიმაგრებული სურათი