http://itnexclusive.ge/index.php?option=co...ask=view&id=255დამწვრობის ცენტრის თანამშრომლები დღეს 13:00 საათზე, ერთ საათიან გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ. მოთხოვნები: დაურიგდეს მედპერსონალს 5 თვის აუნაზღაურებელი ხელფასები და ცენტრს შეუნარჩუნდეს ფუნქცია.
როგორც დამწვრობის ცენტრის პროფკავშირების თავჯდომარემ და რეამინაციული ლაბორატორიის ექიმლაბორანტმა, რუსიკო სადაღაშვილმა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპოდენტს განუცხადა, მიუხედავად იმისა რომ არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახნადაც ოქტომბრის ბოლომდე 800 000 ლარია გადმორიცხული და სხვადასხვა უწყებებს დამწვრობის ცენტრის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დავალიანება გააჩნია, ადმინისტრაცია თანხის არარსებობის მიზეზით, ბოლო 5 თვეა მედპერსონალს ანაზღაურებას არ აძლევს. თანხები კი რატომღაც ბუღალტრებისა და ზოგიერთი ადმინისტრაციისათვის მოიძებნა.
გარდა ამისა, 1 იანვრიდან ცენტრს დახურვა ემუქრება და 150 თანამშრომელი უმაუშევარი რჩება. დამწვრობის ცენტრის ამჟამინდელი მფლობელი, "პსპ ნიჰოსპიტალ გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკო ოქრიაშვილი მიუხედავად მრავალი თხოვნისა, მედპერსონალთან კონსულტაციებზე არ წამოვიდა და დახურვის მიზეზად ცენტრის არარენტაბელურობასა და არამომგებიანობას ასახელებს.
ექიმლაბორანტის ინფორმაციით, დღევანდელი აქცია იქნება გამაფრთხილებელი და იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დამწვრობის ცენტრის მედპერსონალი პროკურატურაში საჩივარს შეიტანს გეგმავს.
ხალხო საერთოდ რა ხდება? რომელ წარმატებულ ეკონომიკაზე საუბრობენ როცა 5 თვის დაგვიანებულ ხელფასებზე ხალხი გაფიცვას აწყობს?
და მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ალტერნატივა თუ არსებობს დამწვრობის ცენტრის?
ვისაც არ უყვარს - არც ენატრება. ვისაც არ ენატრება, არც არასოდეს ყვარებია და არც არავის ელოდება.