მიყვარს!
გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.
დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშბს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიწაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.
თხის რქის ბედნიერება მუყაით შრომაშია. იგი ზოდიაქოს ძირითადი მატერიალისტური ნიშანია და მისი სიმბოლოს – ვაცის – მსგავსად, დარწმუენბული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში, რომლითაც სასურველი მიზნისაკენ მიდის. ყოველი დაბადების დღე დასახულ მწვერვალს უნდა უახლოვდებოდეს, თორემ გულჩათხრობილი და მოღუშული გახდება. თხის რქა ფუქსავატობას ვერ იტანს. მას არ აღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა მის ღირსებებეს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. ვაცისთვის მთავარია მწვერვალზე აცოცდეს, სიჯიუტით, ამტანობითა და პატივმოყვარეობით გადალახოს წინააღმდეგობა.
ასტროლოგებმა სატურნს, თხის რქის მმართველ პლანეტას, ზეციური მასწავლებელი უწოდეს. თხის რქას ყოველთვის უნდა ჰყავდეს ისეთი ვინმე, ვინც გამუდმებით უმეორებს: „თავი ასწიე, ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც შენ გგონია“. თხის რქა მთელი სიცოცხლე ებრძვის დეპრესიას და ნეგატივიზმს, მაგრამ სხვებს როდი აგრძნობინებს ამას. იგი არ არღვევს თავის მკაცრ წესრიგს.
მაგრამ განა იმის თქმა მინდა, რომ თხის რქას საერთოდ არ გააჩნია ხასიათის ნათელი მხარე? პირიქით. თხის რქის მღალგანვითარებულ, მომწიფებულ ტიპებს საგანთა სიღრმეში წვდომის უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, რომ ყველა მათსავით სევდიანი როდია, ამიტომ ცდილობენ გულღიაობაში, ხალისიანობაში აყვნენ სხვებს თხის რქა ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის კომპანია, რათა მისი კონსერვატული განწყობილება გააქარწყლოს.
თხის რქამ უნდა დაძლიოს სულიერი დაცემისაკენ მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია მუდმივი, რომ ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ უკეთესობისაკენც კი. ვარსკვლავები თხის რქას მაინც მიიყვანენ მის პატივმოყვრულ მიზნამდე, რადგანაც ეს მათი, მე-10 სახლის დანიშნულებაა. ამასობაში იგი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს, პირიქით, უნდა გამხნევდეს, ცხოვრებას ლაღად უყუროს და ბოლომდე იბრძოლოს.
შემოქმედებასა და მუშაობაში თხის რქები პასუხისმგებლობასა და მაღალ დისციპლინას ავლენენ. ისინი შესანიშნავად შრომობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცნობენ მათზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელობას. თხის რქები ჩინებული ადმინისტრატორები და სოციალური სფეროს მუშაკები არიან. პოლიტიკური მეცნიერებანი, სამართალი, არქეოლოგია, დაგეგმარება, ეკონომიკა ყველაზე შესაფერი სახეობებია მათი მონაცემების გამოსაყენებლად.
შემოქმედებითი მოღვაწეობისას თხის რქები განიცდიან წარმოუდგენელ ეჭვსა და სულიერ ტანჯვას იმის გამო, რომ ვერ ხედავენ ცხოვრებაში თავიანთი შრომის კონკრეტულ რეალიზებას და საკმარის მატერიალურ სტიმულირებას. მათ უფრო მეტად აწყობთ მცირე, მაგრამ მუდმივი ხელფასი, ვიდრე მიმზიდველი პროექტი , რომელიც წარმატებას პირდება და მყარი შემოსავლის არავითარ გარანტიას არ აძლევს. დაკვირვებულობა და სერიოზულობა თხის რქებს უბიძგებს ოკულტური მეცნიერებით, ასტროლოგიით და მისტიციზმით გატაცებისაკენ.
სატურნის გავლენით თხის რქა სექსუალურად მორცხვია და თავდაჭერილი. სატურნი ნელი პლანეტაა, ზოდიაქოს პირველ ციკლს 29,5 წელს ასრულებს, თხის რქაც მას გავს.
თხის რქის სექსუალური ცხოვრება სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. პირველი პერიოდია სიჭაბუკის წლები. ამ დროს თხის რქა ძალიან თავდაჭერილია სექსში და სწავლაზე და პროფესიაზე ზრუნვას არჩევს. კირჩხიბის მსგავსად, თხის რქაც ძალიან მორცხვია, მაგრამ მათი მშვიდი გარეგნობა ძლიერ განცდებს მალავს. მათი განცდები ისე აშკარა და თავისუფალი არ არის, როგორც მორიელის. იგი ფარული და შენიღბულია. თხის რქის მისწრაფებებს მისი სიყვარულის საგანი არ არეგულირებს. თხის რქა მიწის ნიშანია , მისი სურვილები რეალური და პრაქტიკულია.
ბავშვობაში თხის რქა ხშირად ღრმა დეპრესიას განიცდის, მას ეჩვენება, რომ არასრულფასოვანია, სხვებისგან გარიყული, რომ არავის სჭირდება.
თხის რქის “მე” დიდი ენერგიის პატრონია – იგი ხომ წარმატების სახლს განაგებს. ხშირად თრგუნავს სექსუალურ სურვილებს, სანამ სწავლას არ დაამთავრებს და ფეხზე არ დადგება.
ადრეულ პერიოდში ჭაბუკი თხის რქა მთელ თავის რომანტიკულ ინტერესებს იმით იკმაყოფილებს, რომ კვირაში ერთხელ მიდის კინოში, სადაც შეყვარებულის ხელის ხელში აღებასაც ვერ ბედავს.
ქალიშვილი თხის რქა ამ პერიოდში, ჩვეულებრივ, თავს ნებას აძლევს იყოლიოს ერთი-ორი წესიერი თაყვანისმცემელი, რომლებიც ამავე დროს, მშობლების მიერ არიან მოწონებული. ჩვეულებრივ, თხის რქის ცხოვრების ეს პერიოდი იმით მთავრდება, რომ ანგარიშით ქორწინდება, რაც საქმიანი მიზნების მიღწევას ემსახურება.
მეორე პერიოდში, დაახლოებით 30 წლიდან იგი რაღაც წარმატებას აღწევს და მაშინ უკვე თავის თავში მეტად დარწმუნებული, სექსის სფეროში ექსპერიმენტებს იწყებს.
იმის შიშით, რომ ისედაც ბევრი დრო დაკარგა, თხის რქა ცდილობს დაეწიოს თავის ასრტოლოგიურ დებს და ძმებს და მართლაც რომ ხელიდან მიდის. მამაკაცი თხის რქა დაჯილდოებულია ვერძის დახვეწილი მანერებით და ტყუპების სექსუალური დინამიზმით. იგი ფინანსურ სამყაროში თავს მშვიდად გრძნობს. ყველაფრის ფასი იცის. სასიყვარულო კავშირსაც ფულისა და გავლენიანობის პოზიციიდან უდგება.
თხის რქას არ ეხერხება ლამაზი სიყვარულის გათამაშებ, არც პირფერობა, თუმც საიმისო ჭკუა კი აქვს, რომ როგორღაც გააფორმოს თავისი ინტერესი, მაგალითად, სატრფოს გაუგზავნოს ყვავილები, თეატრის ბილეთები. საყვარელ ქალთან ურთიერთობაში უფრო თავის მდგომარეობისა დაღირსების იმედად არის. მიაჩნია, რომ ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ისევე ცდილობს ქალის დაპყრობას, როგორც სამსახურში დაწინაურებას. თხის რქა მამაკაცი, თუ ლამაზი გარეგნობისაცაა, ქალს მოეჩვენება, რომ მამაკაცის იდეალი იპოვა. თუმცა არც ასეა საქმე; თხის რქა ყველაზე ვნებიანი საყვარელი როდია. შეგრძნებებით სიამოვნებას ეტანება, მაგრამ ცივია, თავდაჭერილი და საყვარელის რომანტიკული გარემოს შექმნა არ შეუძლია.
ქალი თხის რქა მეორე პერიოდში მტელ ტავის მომხიბვლელობას მიზნების მიღწევისთის იყენებს. თუმცა თხის რქის ნიშნიანი მამაკაცივით უწესო არ არის, მაგრამ უკან არ დაიხევს, გაეყაროს ქმარს, რომელიც არც წინსვლაზე ფიქრობს და არც კარიერის პერსპექტივა აქვს. იგი საყვარელსაც გაიჩენს, თუ მას როგორც დედოფალს, ისე მოექცევიან და ახალ ქმარსაც დაუწყებს ძებნას, თუ უფრო ფულიანსა და შეძლებულს იპოვის. იგი ძალიან მომხიბლავი შეიძლება იყოს, მას ძალიან უხდება ტრადიციული ქალური პასიურობა. შეუძლია საყვარელს “საბედისწერო ქალად” მოაჩვენოს თავი, თუმცა სინამდვილეში მისი პასიურობა სხვა არაფერია თუ არა ნაზი, მგზნებარე სიყვარულის მიმართ გულგრილობა.
მესამე პერიოდში თხის რქა თავის ნამდვილ სახეს ავლენს.. 40 წლის შემდეგ იგი, ჩვეულებრივ, აღწევს ნანატრ კეთილდღეობას და ანგრევს სექსუალურ ცხოვრებაში ზომიერებისა და თავდაჭერილობის ფასადს.
თხის რქა – ორგანიზებულია, ერთგულია და სამეგობროდ გამოსადეგი. იგი თავისი ბედის პატრონია და წინდახედულობითაც არის დაჯილდოვებული. ზოდიაქოს ნიშნებში იგი ყველაზე მომთმენია. სიტყვა „კარიერა“ თხის რქის ნიშნის სინონიმია. მამაკაცი – თხის რქა ყვალაზე კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. ქალები საუკეთესო დედები და დიასახლისები არიან, თუმცა ცოტა მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ოჯახში მხიარული ატმოსფეროს შექმნის უნარი გააჩნიათ. მაღლა–მაღლა მიმავალი ვაცი – თხირ რქის სიმბოლო – ყოველთვის აღწევს მწვერვალს; ვარსკვლავი ეხმარება, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს. გამძლეობა, სიჯიუტე, შორსმჭვრეტელობა – ამ თვისებებით თხის რქის ნიშნიანების უმეტესობაა დაჯილდოებული.
შესაფერისი პარტნიორები
კაცი – თხის რქა
ქალი:
ვერძი – ერთ-ერთი წარუმატებელი კავშირია. ამ ნაბიჯის გადაგმაზე მხოლოდ ახალგაზრდა ასაკში მიდიან, ხოლო დროთა განმავლობაში პარტნიორებს შორის ურთიერთობები იძაბება. ეს კავშირია ძალიან კონფლიქტურია, სადაც ადგილი აქვს პარტნიორების ისეთ მოქმედებას, როდესაც არ სურთ ერთმანეთის გაგება.
კურო – წარმატებული კავშირია ორი მონათესავე გულისა, რომლებიც თანდათანობით იძენენ სექსუალობას და ავსებენ ერთმანეთს. თხის რქა კუროზე ძლიერია, ამიტომაც დროთა განმავლობაში ის ისეთი გახდება, როგორის დანახვაც სურს თხის რქას. მათ ოჯახში ეყოლებათ ბევრი შვილი, ექნებათ დანაზოგი ფული და კარგი მატერიალური პირობები.
ტყუპები – საკმაოდ რთული კავშირია ორივე პარტნიორისათვის, რადგან ტყუპებს უჭირთ ხელმძღვანელი თხის რქის მკაცრი კონტროლის ატანა (მოთმენა), ის ან "მოტყდება" და ავად გახდება, ან დაანგრევს ამ ურთიერთობებს. ასეთი ადამიანები სასურველი იქნებოდა მეგობრები ყოფილიყვნენ.
კირჩხიბი – ასეთი კავშირი ხშირად გვხვდება, მაგრამ არასახარბიელოა ორივე მხარისთვის. ყოველი მათგანი თავისას ცდილობს. ასეთი დაძაბული ურთიერთობები სისტემატურ ხასიათს იღებს, რომელიც აუტანელ სიტუაციას ქმნის. პარტნიორებს თან სდევს ურთიერთგაუგებრობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ძლიერი სექსუალური გრძნობაა, რომელიც ქორწინების შემდეგაც კი გრძელდება.
ლომი – ასეთ ურთიერთობებში თითოეული მათგანი <<საბანს თავისკენ ექაჩება>>. ორივე საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა. თხის რქისთვის არასასიამოვნოა და გაუგებარია ლომის პომპეზურობა და მისი ელვარების (ბრწყინვალების) სამუდამო სურვილი, თუმცა მოსწონს მისი სამართლიანობა, რადგანაც თვითონაც ასეთია. თუ კი ასეთი ქორწინება შედგება, მაშინ ის დიდხანს გაგრძელდება და სტაბილური იქნება.
ქალწული – ეს კავშირი ძალზედ რთული იქნება. თხის რქა სურს, რომ ქვეყანა სხვანაირი იყოს, უფრო სამართლიანი და კარგი, თუმცა ქალწული სისტემატურად არწმუნებს, რომ ის ვერ იქნება სრულყოფილი. თვით თხის რქასაც ეს მშვენივრად ესმის, უბრალოდ მას სურს, რომ ვინმემ დაარწმუნოს საწინააღმდეგო მოსაზრებაში. ეს არის ორი კარგად გააზრებული, საქმიანი ადამიანების კავშირი, რომელთაც ასევე სექსუალური ურთიერთობები აერთანებთ.
სასწორი – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კავშირი თხის რქისთვის – მან იპოვა ლამაზი, გაწონასწორებული პარტნიორი, რომელიც ქალის იდეალად მიაჩნია. ისინი მშვენივრად შეეფერებიან ერთმანეთს ემოციურადაც კი. კავშირი მყარია და მდგრადი.
მორიელი – კავშირი რთულია, რადგან განსაკუთრებულად უჭირთ ერთმანეთის ატანა. ორივე პარტნიორს უჭირს თავისი გრძნობების დაფარვა, ორივე ეჭვიანია . ქორწინება შესაძლებელია აღმოჩნდეს სტაბილური, მაგრამ არა იღბლიანი და არა ორივესათვის დამაკმაყოფილებელი. თუმცა სექსუალურ ურთიერთობებში თხის რქა და მორიელი ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს. თუმცა თხის რქას ყოველთვის ექნება ახალი პარტნიორის ძებნის სურვილი.
მშვილდოსანი – კავშირი ძალიან რთულია, მაგრამ მყარი და მუდმივი. სექსუალურად პარტნიორები კარგად შეეფერებიან ერთმანეთს. ამავე დროს ასეთ ურთიერთობებში თავს იჩენს საოცრად დიდი მოწყენილობა, რომლისგანაც თვითონვე იღლებიან და თავიანთი გარშემომყოფებიც.
თხის რქა – კავშირი არ იქნება იოლი, კაცი – თხის რქა ქალში ეძებს თავის იდეალს, მაგრამ ეს იდეალი არ შეესაბამება სინამდვილეს. თხის რქა ქმრად ირჩევს პრინციპით: "გახდი ისეთი, როგორც მე მინდა". ქორწინებას თხის რქა უყურებს, როგორც დანაზოგების წიგნს, რადგან თვლის რომ ერთად თანაცხოვრების შემთხვევაში ასე მოსახერხებელია და საიმედო.
მერწყული – საკმაოდ რთული კავშირია, რომელიც უფრო მყარი იქნება საქმიანი ურთიერთობებისას, ვიდრე ქორწინებისას. ასეთი კავშირი შესაძლებელია სასარგებლო იყოს დიპლომატი თხის რქისათვის, რომელიც საკმაოდ დიდი თანამდებობის პირია. მერწყული – მოდური სალონისა ან სასტუმროს შესანიშნავი დისახლისია და უდიდესი გემოვნების უნარითაა დაჯილდოებული, მას ძალუძს მოსწონდეს სხვას, რომელიც თხის რქის ეჭვიანობას იწვევს, მაგრამ მას შეუძლია წყნარად იყოს, რადგან მერწყული ყოველთვის მისი ერთგული იქნება. სექსუალურ ურთიერთობებშიც ასევე თანმხვედრი წყვილია. მაგრამ ბავშვის შეძენისას, ის იბნევა და იკარგება, რადგან ის შეჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ იგი ახლა მხოლოდ ბავშვით არის დაკავებული. მას შეუძლია ამასაც შეეჩვიოს. კავშირი კიდევ უფრო შესაძლებელი და მყარი იქნება, თუ კი თხის რქა არ იქნება წინააღმდეგი თავისუფლების მოყვარული მერწყულის მოქმედებებისა და შეეგუება ამ ფაქტს. ურთიერთობა დამყარებულია ერთმანეთის პატივისცემაზე, მითუმეტეს თუ კი ეს ურთიერთობები მოწიფულ ასაკში ხდება.
თევზები – კავშირი რთულია, თევზებისათვის გაუგებარია თხის რქის ერთფეროვნება და მიუხედავად ამისა, ისინი ერთად ცხოვრობენ და სექსუალურ ურთიერთობებშიც კარგად შეეფერებიან. მაგრამ პარტნიორებს მეტი არაფერი აერთიანებთ. თხის რქა ცდილობს თევზებს განერიდოს, რადგან დაუსრულებლად გრძელდება თევზების კაპრიზები, რომელიც ისტერიკაში გადაიზრდება. ასეთი ურთიერთობა დინებას მიჰყვება, რომელსაც მათი გარშემომყოფებიც კარგად ხედავენ.