აქ არის აღწერილი:
ისინი, რომლებიც ფლობენ რა მასმედიის ყველაზე მძლავრ საშუალებებს, ნაყოფიერად ახერხებენ ადამიანებისათვის თვალებში ნაცრის
შეყრას. ტოტალიტარულ სახელმწიფოში მასობრივი პროპაგანდის საშუალებებს ორი
უმთავრესი ხასიათი ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მასობრივი სიცრუე. იგი
ეფუძნებოდა ცნობილი ტერმინების გაყალბებას, მათში სრულიად სხვა შინაარსის
ჩადებას. სწორედ ამგვარად ხდებოდა სოციალისტური დიქტატურის გასაღება.(ჩვენი დემოკრატია. . .ჰმ)*.
ტოტალიტარულ სისტემებში მასობრივი პროპაგანდის მეორე მიმართულებას
წარმოადგენდა აგრესია საპირისპირო რეჟიმის მიმართ. ამასთან, ტოტალიტარული
პროპაგანდა იყენებდა ზიზღითა და სიძულვილით აღსავსე ისეთ ტერმინებს,
როგორიც არის: ,,აგენტები”, ,,ხალხის მტრები”, ,,მოღალატენი” და ა. შ.
ვფიქრობ ეს ორი მიმართულება ჩვენი მთავრობის თანდაყოლილი თვისებაა. . .
* * *
ასევე ჩვენი პოლიტიკოსების ძვირად ღირებული სიტყვ. . .
ადამიანები, რომლებიც ხშირად იყენებენ
პოლიტიკაში ცნება ,,ღირებულებას” , გაცილებით უფრო ხშირად არღვევენ მას, ვიდრე ისინი, რომლებიც ამ ტერმინს იშვიათად მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში მათ მიერ ტერმინ ,,ღირებულების” გამოყენებას მხოლოდ ის
დანიშნულება აქვს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ. თუმცა, იმის თქმა როდი მსურს, თითქოს პოლიტიკაში არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ტერმინსაც ხშირად იყენებენ და რომელთა ქცევაც ზნეობრივია