#20754309 · 20 Jul 2010, 02:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Fish777
ცხვირის დაბუშტვას რამეს უკავშირებ (ახლად შეძენილ ნივთს, გარემოს გამოცვლას, დიეტაში ცვლილებებს და ა. შ)?
ჩემი აზრით, რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს: ერთი ალერგია (თუმცა გაუჩერებლად, სეზონის მუხედავად 5 თვე ცოტათი უცნაურია). მეორე, ქრონიკული სინუსიტი, რამაც შეიძლება ცხვირიდან სითხის / ლორწოს დრენაჟი შეამციროს, თუმცა ამის შეიძლება რაიმე სხვა ნიშანიც ჰქონოდა დამატებული (ხშირი სურდო მცირე ტკივილი ან რამე ასეთი). ადენოიდებიც შეიძლება იყოს... მოკლედ სანახავია.
გირჩევ, ჯერ ალერგოლოგთან წახვიდე. ის ალბათ ზოგადად შეგამოწმებს და თუ ალერგიას ვერ აღმოაჩენს გადაგამისამართებს სათანადო სპეციალისტთან (თერაპევტთან, ცხვირის ღრუს ქირურგთან ან სხვა ვინმესთან).
|