გამარჯობა.... გთხოვთ დახმარებას....
2008 წლის მარტიდან მაქვს იჯარით გაცემული უძრავი ქონება....
დარეგისტრირებული ვარ ფიზიკური პირით..... (ანუ ჩემი საქმიანობა არის ის რომ თვეში ერთხელ მივდივარ ფართში და ვიღებ იჯარის ფულს...)
2008 წლის წლიური დეკლარაცია მაქვს ჩაბარებული, ქონების გადასახადი არ გადამიხდია, იმიტომ რომ საგადასახადოში მითხრეს ქონების იხდის ის ვინც იღებს ფართს იჯარით...
ახლა, 2009 წლის დეკლარაცია მაქვს შევსებული, დამრჩა მხოლოდ ფულის გადარიცხვა საგადასახადოში.... მაგრამ მითხრეს რომ 2009 წლიდან დამატებით ქონების გადასახადს იხდის ის ვისიც არის ფართი, ანუ მე.
მაინტერესებს მართლა მასეა თუ არა ? 40000 ლარს ჩემი ოჯახის შემოსავალი არ აღემატება ... მაგრამ რადგან მაქვს გაცემული ფართი იჯარით უნდა გადავიხადო ქონების 1 პროცენტი ?
თუ კი, მაშინ როგორ უნდა გდავიხადო, ანუ გთხოვთ ცოტა კონკრეტულად აღწეროთ პროცედურა.... და ყველაზე მაგრად მაინტერესე ფართი როგორ შევაფასო რომ ეს 1 % გადავიხადო ?
დღეს უკვე 29 მარტია, ანუ ძალიან მეჩქარება და გთხოვთ დახმარებას....

(