იყო თუ არა ის ღმერთის ერთადერთი ძე? აღსდგა კი იგი მკვდრეთით? ეს პირადი რწმენის საკითხია. მაგრამ იყო იგი რეალური პიროვნება? უეჭველია იყო. გასაოცარია, რამდენი ადამიანი ფიქრობს რომ , იესო ნაზარეველი მხოლოდ მითია. ეს რეალური ისტორიული პიროვნებაა, რომელიც მოხსენიებულია არა მხოლოდ იმდროინდელ ებრაელი ისტორიკოსების, არამედ რომაელების ნაწარმოებებშიც. ეს ნაშრომები არ მოიცავს ბევრ ცნობებს ნაზარეველის შესახებ გარდა იმისა, რომ ის იყო რელიგიური ლიდერი, რომელიც ჯვარს აცვეს. რეალობას შეესაბამება მისი გამონათქვამები “კონტრკულტურის” შესახებაც. კარგით ერთი წუთით დავუშვათ, რომ ის მხოლოდ ხორციელი არსებაა… მაგრამ განა მისი ცხოვრება და იდეები მხოლოდ ადამიანურ განზომილებაში გამოიხატება?
30 წლის ასაკში ის უარს ამბობს ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და გადის ხალხში, რათა დაარწმუნოს ისინი რომ:
“ღმერთს ვუყვარვართ, როგორც თავისი შვილები,
ჩვენ ერთმანეთი და-ძმანივით უნდა გვიყვარდეს.”
ასეთია ძალა კაცისა, რომელსაც მართლა სწამს.
This post has been edited by jugashvili-1945 on 26 Mar 2010, 10:32
მიმაგრებული სურათი
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!