#18692814 · 26 Mar 2010, 13:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ballack13 ვალენსია უნდა ითქვას რომ ბავშვთა ფეხბურთში სერიოზული პრობლემებია, არ არის სწორად განვითარების გეგმა, რომელ ასაკში როგორ უნდ ივარჯიშოს ბავშვმა, რომელი ასაკისთვის ფიზიკური დატვირთვა მისაღები, რომელ ასაკამდე არ უნდა დაიტვირთოს და ა. შ. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში შეჯერებულია ეს ყველაფერი, ისიც კი თუ რა ტაქტიკით ითამაშებენ სამომავლოდ, ბავშობიდან ასწავლიან ამას და შემდეგ ეროვნულ ნაკრებში იჩენს ეს ყველაფერი თავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეკრიბოს გამოცდილი და განათლებული სპეციალისტები, როგორც ქართველი ისე უცხოელი, ექიმები და შეჯერდნენ რა როგორ აჯობებს. ამის შემდეგ ეს დირექტივები გადაეგზავნოს ყველა საფეხბურთო სკოლას, მოხდეს მწვრთნელების გადამზადება ამ მეთოდების მხრივ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ეროვნების ხალხი სხვადასხვა დროს ასრულებს ზრდას, მაგალითად ჩრდილოეთის ხალხი მალე უყალიბდებათ ძვლოვანი სტრუქტურა და მათ ადრე იწყებენ ფიზიკურ დატვირთვებს, ჩვენ კი ცოტა მოგვიანებიტ როგორც სამხრეთელ ხალხს, და ფიზიკური დატვირთვები ნაადრევ ასაკში იწვევ კუნთის არასწორ განვითარებას და შემდგომ ტრამვიანობას. ეს პრობლემები აქვთ ეხლა ყენიასაც და მჭედლისესაც, ორივეს გადატვირთვის გამო არასწორად აქვთ განვითარებული კუნთები და ადვილად ტრამვირებადები არიან.
რაც შეეხება მსაჯობას ბავშვთა ფეხბურთში, ეს კი განსხვავებული თემაა, მანდაც სერიოზული პრობლემებია, ჯერის რომ თავად მსაჯების მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელია, ასევე არის მიკერძოების ნიშნებიც, ეს ხდება ასევე ეროვნულ ჩემპიონატშიც. მაგალიტად 35-ე სკოლას ხშირად უდგებიან არველაძის ხათრით, რევაზა მაინც გენერალური მდივანია, უნდა 35-ე სკოლა იყოს წარმატებული.
--------------------
ჯერ საქართველო !!!
|