დეონტოლოგია და სამედიცინო ეთიკა, როგორ სცოდავენ ექიმები და პაციენტები

ეთიკა ფილოსოფიური დისციპლინაა, რომელიც მორალსა და ზნეობას შეისწავლის. სამედიცინო ეთიკა სამედიცინო დარგის მუშაკების პაციენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობას, პროფესიული ქცევის ნორმებს შეისწავლის.
სამედიცინო ეთიკის ძირითად პრინციპებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლის წინ ინდოელი ექიმები პროფესიულ ფიცს დებდნენ. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰიპოკრატეს ფიცს, რომელიც ამომავალი წერტილი გახდა სხვა პროფესიულ-მორალური სამედიცინო კოდექსების შექმნისთვის.

მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან სამედიცინო ეთიკის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სამედიცინო ცოდნის გავრცელებამ და სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ. სწორედ ამ პერიოდში მრავალ ქვეყანაში ახალი ეთიკური კოდექსები შეიქმნა. მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ 1948 წელს ჩამოაყალიბა “ჟენევის დეკლარაცია”, რომელიც ჰიპოკრატეს ფიცის თანამედროვე ვარიანტს წარმოაგდენს. ხოლო 1949 წელს შეიმუშავა უფრო დეტალური „სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი“.
სამედიცინო ეთიკა მუდმივად განახდებადი და განვითარებადი დარგია. ის რეალურად არსებულ ზნეობრივ ასპექტებს განიხილავს, კერძოდ - ექიმის პაციენტთან დამოკიდებულებას, დაპირისპირების სავარაუდო მიზეზებს, ასევე - უკვე წარმოშობილ კონფლიქტებს. ყურადღება ეთმობა ავადმყოფის ზნეობრივ – ეთიკურ პოზიციასაც. თანამედროვე პაციენტი უფრო აქტიურია, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ჯანმრთელობას, თანამშრობლობს ექიმთან ყველა იმ გადაწყვეტიების მიღებაში, რაც მის ჯანმრთელობას ეხება.

ხშირად ხდება ორი ტერმინის დეონტოლოგიისა და ბიოეტიკის არევა. დეონტოლოგია ეს არის პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების მიმართ. ანუ დეონტოლოგიის თეორიული საფუძველი არის სამედიცინო ეთიკა, ხოლო თვით დეონტოლოგია გულისხმობს სამედიცინო ეთიკის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას.
ტერმინი „დეონტოლოგია“ სათავეს იღებს ბერძნული სიტყვიდან “დეონ” (მოვალეობა). ანთებული სანთელი - სიმბოლური ემბლემა, რომელიც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გამოიყენა ვან ტულპსიმ, მედიკოსის პროფესიული ქცევის არსის ამსახველია.
დეონტოლოგიის ძირითადი კითხვებია:
რა არის ჩემი მორალური მოვალეობა?
რა არის ჩემი მორალური ვალდებულება?
როგორ ავწონო ერთი მორალური მოვალეობა მეორის მიმართ?
სიტუაციიდან გამომდინარე სამედიცინო პროფესიის წამომადგენელი 6 ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობს:
გულისხმიერება - “Salus aegroti suprema lex”
ზიანის მიყენება - “უპირველესად არ ავნო” – “primum non nocere”
ავტონომიურობა - “Voluntas aegroti suprema lex”
სამართლიანობა - “Lustum”
ღირსება - “Honorum”
სიმართლე და პატიოსნება - “Verum”
თუმცა თანამედროვეობიდან გამომდინარე პრინციპები ხშირად წინააღმდეგობრივია, რასაც ეთიკურ დილემამდე მივყავართ. მაგალითად, ცოცხალი დონორისგან თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს ექიმი არღვევს პრინციპს “Primum non nocere” – “არ ავნო”, თუმცა მიზანი - ჰუმანურია.
ასევე ერთერთი განსაკუთრებული განსჯის თემაა ექიმის ეთიკა და რეკლამა. ექიმი არ უნდა მონაწილეობდეს პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების და, განსაკუთრებით სამკურნალწამლო საშუალებების რეკლამაში. სამედიცინო ხასიათის გამოცემებში, სამეცნიერო ფორუმებზე გამოსვლებში, მასმედიის საშუალებებით საგანმანათლებლო მოღვაწეობაში ექიმები უზადოები უნდა იყვნენ ეთიკური თვალსაზრისით, ანუ უნდა იძლეოდნენ მხოლოდ მეცნიერულ-პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც არ შეიცავს რეკლამასა და თვითრეკლამას.
რა არის სტომატოლოგიური ეთიკა?

ეთიკა სტომატოლოგიური პრაქტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თითოეული სტომატოლოგი ყოველდღიურად ხვდება სიტუაციაში, რომელიც ეთიკურ განსჯას მოითხოვს.
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ზოგიერთი საკითხი ნაკლებ სადავო და ადვილად გადასაჭრელია. მაგალითად, კარიესული დაზიანების მკურნალობა უპრობლემო მანიპულაციაა ამ პროცედურას შეჩვული სტომატოლოგისთვის. მეორე მხრივ, შეიძლება იყოს დაურწმუნებლობა და შეუთანხმებლობა პერიოდონტიტების მკურნალობასთან დაკავშირებით.
ეთიკურ საკითხებშიც ასეა.
ზოგი შემთხვევა შედარებით ადვილი გადასაწყვეტია. ძირითადად იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია თუ როგორი ქცევა შეიძება ჩაითვალოს სწორად. (მაგ. ექიმმა ყოველთვის უნდა მიიღოს თანხმობა მკურნაობის ჩატარებაზე.)
ექიმი სტომატოლოგი დილემის წინაშე დგება ისეთი საკითხის გადაჭრისას, რომლის გადაწყვეტაზეც სამედიცინო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა ან მაშინ, როცა ყველა არჩევანს აქვს ნაკლი.
ასე რომ, რა არის ეთიკა და როგორ ეხმარება ის სტომატოლოგს ასეთ ვითარებაში? მარტივად, ეთიკა არის ზნეობრივი მოძღვრების საგანი, მორალური გადაწყვეტილებების და ქცევის გულმოდგინე და სისტემური ანალიზი. მორალის ენა მოიცავს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: უფლებები, პასუხისმგებლობა, ღირსება, კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი, სამართლიანი და უსამართლო.
ამ განსაზღვრებაზე დაყრდნობით, ეთიკა არის ცოდნის საკითხი, მაშინ, როცა მორალი უკვე არის ქმედება.
არსებობს შემდეგი შეხედულებები:
1. როცა სტომატოლოგი კარგად გათვითცნობიერებული და დაოსტატებული კლინიცისტია, ეთიკას აღარ აქვს მნიშვნელობა.
2. ეთიკა ისწავლება ოჯახში და არა უნივერსიტეტში.
3. სტომატოლოგიური ეთიკა უფროსი თაობის სტომატოლოგების ქცევაზე დაკვირვებით ისწავლება და არა წიგნებითა და ლექციებით.
4. ეთიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ სასწავლო პროგრამა ისედაც გადატვირთულია და ეთიკის ადგილი აღარაა.
ეს არის რამდენიმე ძირითადი მიზეზი თუ საბაბი, რის გამოც სამედიცინო სასწავლებლებში ეთიკას ძირითადი როლი არ ენიჭება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში მეტად და მეტად აცნობიერებენ ეთიკის მნიშვნელობას და საჭიროებას. წამყვანმა უნივერსიტეტებმა უკვე დანერგეს ეთიკის სწავლების ნოვაციური მოდელები.

რომ შევაჯამოთ, ეთიკა არის და ყოველთვის იყო სტომატოლოგიური პრაქტიკის ბუნებრივი ნაწილი. ეთიკური პრინციპები, როგორიცაა პიროვნების პატივისცემა, ინფორმირებული თანხმობა და კონფედენციალურობა, არის ძირითადი - ექიმ-პაციენტის ურთიერთობაში.
თუმცა, ამ პრინციპების გამოყენება ხშირად პრობლემატურია, რადგან სტომატოლოგს, პაციენტს და პაციენტის ოჯახის წევრებს შეიძლება სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ იმაზე, თუ რა არის სწორი მოცემულ სიტუაციაში. მეტიც, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარების ფონზე სიახლეები სოციალურ ღირებულებებში, გამუდმებით იწვევს ახალ დავებს ეთიკურ საკითხებში. ეთიკის სწავლება მომავალი სტომატოლოგებს დაეხმარება ეთიკური დავების მოგვარებაში რაციონალური და პრინციპული მიდგომების საფუძველზე. ამასთან, ურთიერთობებში - პაციენტებთან, საზოგადოებასთან და კოლეგებთან.
როგორც იცით, სტომატოლოგია, როგორც დამოუკიდებელი პროფესია ორი საუკუნეა რაც აღიარეს. იატორიას ნუ გავიხსენებთ და გამოყოფამდე ის, ზოგადად, მედიცინაში იყო მოქცეული. სტომატოლოგიური ეთიკის წყაროც სწორედ ტრადიციული მედიცინის ეთიკაში უნდა ვეძიოთ.
პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში სტომატოლოგია ნიშნავს რაღაც განსაკუთრებულს, ხალხი სტომატოლოგთან მიდის დახმარებისთვის, გადაუდებელი საჭიროებისთვის, პირის ღრუს ჯანმრთელობაზე საზრუნად.

მაგრამ, საკითხის სიღრმე ბევრი ჩვენგანისთვის მხედველობის მიღმაა დარჩენილი. პაციენტი სტომატოლოგს უმხელს ინფორმაციას, ისეთს, რომელიც არ უნდა, რომ სხვამაც გაიგოს. ეს ნდობაა. პაციენტი ენდობა ექიმს, ექიმმა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს, ისევ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე.
მაგრამ უხერხულობას ქმნის საკითხის კომერციული დატვირთვის საკითხი. ექიმი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეს არის მისი საარსებო საშუალება. ამის გამო, არსებობს პოტენციური უხერხულობა ამ ორ ასპექტს შორის. ბალანსის შენარჩუნება კი ძნელია.
FDI (მსოფლიოს სტომატოლოგთა ფედერაცია) ეთიკის საერთაშორისო პრინციპები სტომატოლოგიური პროფესიისათვის:
ეს არის პრინციპები რომელიც ყველა სტომატოლოგის მეგზური უნდა იყოს, თუმცა იგი ვერ მოიცავს ყველა ადგილსა და ვითარებას, ეროვნებას, ტრადიციებსა და კანონმდებლობას.
პროფესიონალი სტომატოლოგი:
* უნდა მუშაობდეს სტომატოლოგიური მეცნიერებისა და ხელოვნების შესაბამისად და, ამასთან, ადამიანურობის პრინციპებიდან გამომდინარე.
* უნდა იცავდეს პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობას, მიუხედავად პაციენტის სტატუსისა. სტომატოლოგის ძირითადი მოვალეობა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. თუმცა, ექიმს აქვს უფლება უარი თქვას პაციენტის მკურნალობაზე, გარდა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისა ან იმ შემთხვევში, როცა კანონი საწინააღმდეგოს ჰკარნახობს.
* ვალდებულია რჩევისთვის ან მკურნალობისთვის მიმართოს სხვა ექიმს, ყველა იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი კომპეტენციის უფრო მაღალ დონეს ითხოვს, ვიდრე მას აქვს.
* უნდა უზრუნველყოს პროფესიონალური კონფიდენციალურობა პაციენტისა და მისი მკურნალობის შესახებ.
* სტომატოლოგმა უნდა უზრუნველჰყოს პერსონალის მხრიდან პაციენტის კონფიდლენციალობის დაცვა, თუ ქვეყნის კანონმდებლობასთან არ მოდის წინააღმდეგობაში.
* უნდა გამოიყენოს და ამასთან პასუხისმგებლობა აიღოს დამხმარე სტომატოლოგიურ დანადგარებზე.
კანონის მკაცრი დაცვით:
* სტომატოლოგმა უნდა აიღოს სრული პასუხიმსგებლობა დაწყებულ მკურნალობაზე და მკურნალობა არასდროს უნდა ჩაატაროს მან, ვისაც არ გააჩნია შესაფერისი კვალიფიკაცია ან ლეგალურად არ აქვს ამის უფლება.
* ექიმმა ეთიკურად უნდა გადაწყვიტოს პროფესიული ცხოვრების ყველა ასპექტი და პროფესიული კანონის ერთგული უნდა დარჩეს.
* მუდმივად უნდა განაგრძოს პროფესიული ცოდნისა და ოსტატობის განვითარება.
* სტომატოლოგმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საგანმანათლებლო მოღვაწეობაში და მხარი უნდა დაუჭიროს მიღებულ ნორმებს საზოგადოების ჯანმრთელობის დონის ამაღლებისთვის.
* უნდა იყოს თავაზიანი კოლეგებთან და პერსონალთან მიმართებაში.
* მათი ქცევა მუდმივად უნდა იყოს მიმართული პროფესიის პრესტიჟისა და რეპუტაციის ამაღლებისკენ.
უფლებები და პრივილეგიები:

სტომატოლოგიურ ეთიკაში არსებითი სწორედ ექიმის მოვალეობები და პასუხისმგებლობებია. როგორც ყველა ადამიანს, სტომატოლოგსაც აქვს თავისი უფლებები და მოვალეობები, და სტომატოლოგიური ეთიკა არ იქნებოდა სრულყოფილი თუ არ განიხილავდა როგორ უნდა მოექცნენ სტომატოლოგს სხვები, თუნდაც პაციენტები, კოლეგები და საზოგადოება. მართლაც, შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მხარდაჭერისას, მაშინ როცა სტომატოლოგის უფლებები მნიშვნელოვანი რისკის ქვეშაა. სტომატოლოგიური ეთიკის ეს პერსპექტივა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მრავალ ქვეყანაში სტომატოლოგები საკმაო წინააღმდეგობებს ხვდებიან საკუთარ პროფესულ საქმიანობაში, როგორიცაა შეზღუდული რესურსები, ექიმის შეცდომებისა და არაეთიკური ქცევების აქცენტირებული გაშუქება მედია- საშუალებებში, ასევე მათი ავტორიტეტისა და პროფესიონალიზმის შელახვა პაციენტებისა და მედიცინის სხვა წარმომადგენლების მიერ.
მრავალ ქვეყანაში სახალხო გამოკითხვამ დაამტკიცა, რომ სტომატოლოგები ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პროფესიული ჯგუფია, რომელსაც ხალხი ენდობა. ისინი ძირიდად საშუალოზე მაღალ შემოსავალს იღებენ უმეტეს ქვეყნებში. მათ ისევ საკმაო კლინიკური დამოუკიდებლობა აქვთ, თუმცა, არა იმდენი, რაც ადრე. და რაც ყველაზე მთავარია, მათი საქმიანობა არის ის, რაც ძალიან ღირებულია ინდივიდუალური პაციენტებისათვის, და ასევე მთელი საზოგადოებისთვისაც. მხოლოდ ძალიან ცოტა პროფესიას აქვს პოტენციალი, იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე სტომატოლოგიაა, გათვალისწინებით იმ უპირატესობებისა, რასაც სტომატოლოგები ახორციელებენ. ასე რომ, უნდა ჩავთვალოთ რომ ჩვენი პროფესიული ეთიკური მოვალეობების შესრულება შეიძლება იყოს მხოლოდ მცირე საზღაური ამდენი პრივილეგიისთვის.
ნინო გვასალია
ზურაბ ალხანიშვილი
ლანდა ლურსმანაშვილი
წყარო : აუ რა ბლოგი იყო დამავიწყდა მაპატიეთ.
This post has been edited by Wormy on 19 Mar 2010, 19:59