ა.წ. 26 მარტს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
1. წმიდა სინოდმა მოისმინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მისალმება და შესავალი სიტყვა, სადაც იგი შეეხო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას და გამოთქვა იმედი რომ ღვთის შეწევნით ეკლესიაში არსებულ მდგომარეობას წმ. სინოდი მალე მოაგვარებს.
2.წმიდა სინოდმა დაადგინა: ეპარქიებში შეიქმნას კომისიები, რათა დააკვირდნენ და შეისწავლონ მღვდლების საეკლესიო და საერო საქმიანობა, გამოვლინდეს მღვდლების ანტისაეკლესიო და საეჭვო საქმიანობები და კომისიის ეფექტური დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია მოეხსენოს წმ. სინოდის წევრებს, რის შემდეგაც კანონის დამრღვევ მღვდებზე გატარდება მკაცრი საეკლესიო სასჯელი.
3.წმინდა სინოდმა დაადგინა: გაუქმდეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და მოუწოდა მათ ერთობისკენ და სიმშვიდისკენ, წმ. სინოდმა დაგმო მმკ-ს ექსტრემისტული და აგრესიული ქმედებები არამართლმადიდებელ მორწმუნეების მიმართ, და მკაცრად გააფრთხილა კავშირის წევრები, მოუწოდა მათ არამართლმადიდებელი აღმსარებლების მიმართ ტოლერანტულობაზე.
4. წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია მღვდელ დავით ისაკაძის და მისი თანამოაზრე მღვდლების ექსტრემისტული და აგრესიული ქმედებების შესახებ, როდესაც მან და მისმა მომხრეებმა ჩაშალეს კათოლიკეების რამოდენიმე კონფერენცია, ჰელოუინის დღესასწაულზე სცემეს ახალგაზრდები და დალეწეს აპარატურა.
5.წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი) და დაევალა მათ, შეისწავლონ მღვდელ დავით ისაკაძის და თანამოაზრე მღვდლების საკითხი.
6. წმ. სინოდმა დაგმო: რუსი ოკუპანტების მკრეხელური და ანტისამართლებრივი ქმედებები და მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, თავი შეიკავონ რუსი სასულიერო პირების გაგზავნას და მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
7. წმიდა სინოდმა მოისმინა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს ინფორმაცია ეპარქიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღნიშნა, რომ სიბერის გამო ვეღარ მართავს ეპარქიას, რამაც სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ეპარიაში მდგომარეობა, კერძოდ: ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სასულიერო პირებში, კორუფცია, გაუნათლებლობა, სექსუალური კავშირები მრევლთან, და ა.შ.
8. წმინდა სინოდმა დაადგინა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე განთავისუფლებულ იქნას თანამდებობიდან და გაგზავნილ იქნას გელათის მონასტერში საბერო მოწესის მდგომარეობაში და დაენიშნოს სათანადო პენსია.
9. წმინდა სინოდმა განიხილა: ექს-დეკანოზ ბასილ კობახიძის საკითხი, წმ. სინოდმა ბოდიში მოუხადა ექს-დეკანოზ ბასილ კობახიძეს რეპრესიის და დევნის გამო, და მსჯელობის შემდეგ გაირკვა რომ წმ. სინოდმა ბასილ კობახეძის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამო მიიღო მასზე დამსჯელი ქმედებები.
10.წმიდა სინოდმა დაადგინა: ბასილ კობახიძეს სრულად აღუდგეს მღვდლობის ხარისხი და დაინიშნოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად.
11. წმიდა სინოდმა განიხილა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში არსებული ფანატიზმი და გაუნათლებლობა, და დაევალა საპატრიარქოს, შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც იზრუნებს მრევლის განათლებაზე და ფანატიზმის აღმოფხვრაზე.
12. წმიდა სინოდმა განიხილა: საეკლესიო პრესაში გამოქვეყნებულ ფსევდომართლმადიდებლურ სტატიებსა და ქადაგებებზე, და დაადგინა კომისია რომელსაც დაევალა საეკლესიო პრესაში გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით სათანადო შესწავლა.
13. წ, სინოდმა დაადგინა: მღვდლები, რომლებიც დიდძალ ფულს იღებენ საეკლესიო რიტუალებში, მიეცეთ უკანასკნელი გაფრთხილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განიკვეთებიან სამღვდელო ხარისხიდან.
14. წმინდა სინოდმა იმსჯელა: რომ თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს გარდა, დღესდღეობით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრია. მართლმადიდებლობა სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების და ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ გულისხმობს დიალოგის აუცილებლობას.
15. წმინდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაბრუნდეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და ეკუმენურ მოძრაობაში.
16. წმიდა სინოდმა აღნიშნა, რომ ეკლესიისთვის სამეუფეო გზასთან ერთად ლიბერალური ღირებულებებიც მისაღებია.
---------------------------------------------------------------
ეს ინფორმაცია მომაწოდეს საპატრიარქოდან, საიტზეც მალე დაიდება
