.::[The Godfather]::.. - GTA-ს ქართული სერვერი ეს არის ქართული GTA-ს სერვერი, ამ ბოლო დროს კი მომრავლდა მაგრამ ყველგან Rple Play-მოდის AMX. რაც ჩემ აზრით უაზრობაა იმიტო რო აქ ყველა წესი უნდა დაიცვათ: არ უნდა მოკლა კაცი შურისძიების მიზნითო, ან კიდე როცა ორი კაცი იარაღს გიმიზნებთ არ გაქვთ უფლება გაექცეთო იმიტო რო რეალური არააო

ჩატის წესებიო ხო კიდე ხტუნვაც არ შეიძლება ბევრიო

(ხალხნო ეს GTA-ა და შეუძლებელია ყველაფერი ისე ზუსტად გააკეთოთ როგორც რეალურ ცხოვრებაში და ხალხს არ უნდა გააძულოთ თამაში

) მოკლედ მე ამას მუღამი ვერ ვუნახე და გადავწყვიტე გამეკეთებინა რუსული Godfather-მოდის AMX - ს მსგავსი და ბოლოს გავაკეთე კიდეც სადაც ისეთი მომაბეზრებელი არაა როგორიც Role Play. ამანაც გაამართლა და ხალხიც გვყავს (სხვა არცერთ ქართულ სერვერზე არ ყოფილა ხალხი ისეთი რაოდენობით როგორითაც აქ არის თან ასე მოკლე დროში, სერვერი გახსნილია სულ რაღაც 1 თვეა

) მოკლედ აგიხსნით თუ როგორი სერვერია ეს
GTA-ს ქართული სერვერი სადაც თამაში რეალურ ცხოვრებასთანაა მიახლოვებული. აქ თამაშის დაწყებისას დაგჭირდებათ პრავა იმისათვის რომ მანქანა ატაროთ, ამ დროს უნდა გამოიყენოთ კომანდი /licensers რომლის საშუალებითაც ნახავთ ონლაინში მყოფი ლიცენზორების სიას იქვე წერია მათი ნომრები და დაურეკვთ შეუთანხმდებით შემდეგ გამოიძახებთ ტაქსს და წახვალთ ლიცენზიის ცენტრში სადაც უნდა გაიაროთ ტესტი მანქანის ტარებაზე ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ მუშაობა რომ შეძლოთ საჭმლის ჭამა

ან კიდე იარაღის ყიდვა მაგრამ იარაღის ტარების ლიცენზიის გარეშე ვერ იყიდით და ამისათვის უნდა მოძებნოთ იარაღის ბარიგა და შეუთანხმდეთ ფასებზე. და იარაღის ლიცენზიის ყიდვა შეგიძლიათ 2 Level-იდან და ასევე 2 Level-იდან შეძლებთ საჰაერო ტრანსპორტის ტარების ლიცენზიის შეძენას. 2 Level-ის შემდეგ შეძლებთ სადმე ბანდაში, მაფიაში ან ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ამავე დროს შეგიძლიათ იმუშავოთ პოლიციაში, FBI-ში, არმიაში, იყო ექიმი, ჟურნალისტი ან კიდევ დაქირავებული მკვლელი. ასევე შეგიძლიათ სადმე ბანდაში ან მაფიაში გაწევრიანდეთ და იქ იშოვოთ ფული. 3 lvl-დან შეგიძლიათ იყიდოთ საკუთარი მანქანა და სადაც დატოვებთ იქ დაგხვდებათ (თუ ჩაკეტვა არ დაგავიწყდებათ) 2 მანქანის ყიდვა შესაძლებელია 5 LVL-დან 3 მანქანისა 7 LVL-დან. ასევე შეგიძლიათ იყიდოთ სახლი და აღარ მოგიწიოთ ფულის გადაყრა სასტუმროებში ან ნაქირავებ სახლებში (მაგრამ სახლი რო გექნებათ დენის ფულის გადახდას ვერ აცდებით

) აქვე ფუნქციონირებს ბანკი სადაც უნდა შეინახოთ ფული იმისათვის რომ არ დაგეკარგოთ ან არ დაგეხარჯოთ.
სხვა დანარჩენ ინფორმაციას ამის შესახებ ნახავთ ამავე სერვერის საიტზე:
wWw.GTA.SNFiles.CoM (ამავე საიტზე მოძებნეთ Help- და მანდ ნახეთ თუ როგორ უნდა ითამაშოთ ონლაინში ან კიდე ბევრი რამ რაც დაგჭირდებათ თამაშისას)
აი ამ სერვერის კლიპიც: -----------------------------------------------
Link:
.::[The Godfather]::..-----------------------------------------------
HostName: .::[The Godfather]::..
Address: 89.232.63.210:7770
Players: 21 / 25
Ping: 26
Mode: The Godfather: LS/SF
Map: San Andreas
------------------------------------------------
თუ გადაწყვიტეთ GTA-ს ონლაინში თამაში მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ აქვე დაწეროთ და ვეცდები დაგეხმაროთ
This post has been edited by xuxani on 26 Mar 2010, 21:41