ბატონებო, ჯეიმთაუნის ვებსაიტზე გუშინ, პარასკევს, 26 მარტს განხორციელდა კიბერ-შეტევა massive denial-of-service attack-ის ფორმით.
ამჟამად შეტევის შედეგები აღმოფხვრილია და საიტი ფუნქციონირებს.
შეტევა, როგორც ჩანს, რუსული სამსახურების მიერ განხორცილედა და ჯეიმსთაუნის საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ, ჩერქეზთა გენოციდის საკითხზე მისი პატრონაჟით თბილისში ჩატარებულ კონფერენციას.
გარდა ამისა, ჯეიმსთაუნის ფონდი ერთადერთი სერიოზული ანალიზის ცენტრია დასავლეთში, რომელიც საქართველოსათვის სასარგებლო მასალებს ცენზურის გარეშე ბეჭდავს, არღვევს პოლიტ-კორექტულობის შაბლონს და არ უფრთხის რუსეთის გაღიზიანებას.
ჩვენი თანამემამულე გიორგი ყველაშვილის სტატიები (გიორგი ჩემი მეგობარია) ბლოგზეც და EDM-ზეც ცენზურის გარეშე იბეჭდება, რაც საქართველოს მტრებს საშინლად აღიზიანებთ.
ჯეიმსთაუნზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი გიორგის ბოლო სტატიაც შეიძლება გამხდარიყო. ამ მასალაში ეს კაცი ჩერქეზთა და აფხაზთა საკითხს ეხება და მიუთითებს, რომ ქართველები ისტორიულად ყოველთვის ცხოვრობდენ აფხაზეთში. ამ წინადადებამ განსაკუთრებით გააღიზიანა საქართველოს მტრები!!!
მიაქციეთ ყურადღება სტატიის ბოლოს განთავსებულ კომენტარებს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა ანტიქართულია.
რატომ გვძინავს ქართველებს???? რატომ არ ვწერთ ჩვენს კომენტარებს??? ფორუმზე ბაასი კარგია, მაგრამ ეს არ კმარა.
არ გსმენიათ ჯემსთაუნის ფონდის შესახებ? არ იცით მისი ვებ-მისამართი? გაიღვიძეთ!
იხილეთ სტატია
http://jamestownfoundation.blogspot.com/20...circassian.htmlგანსაკუთრებით ისტორიკოსებს მოგიწოდებთ დაწეროთ კომენტარები. მხარი დაუჭირეთ ჯეიმსთაუნს და მის ქართველ ანალიტიკოსს.
გმადლობთ.