მოკლედ. ახლობელმა (სოფლიდან) მთხოვა გამერკვია მისთვის რა პირობები და პროცედურებია ადგილობრივი არჩევნებისათვის კანდიდატად დასარეგისტრირებლად.
ნახევარი დღე გავატარე ცსკო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე და ეგრეც ვერ ვიპოვე. მერე დავრეკე 09-ში და ვითხოვე, სად შემეძლო აღნიშნული ინფორმაციის მიიღება. როგორც 09-მ მითხრა, ცესკოში რეორგანიზაციაა და არსებული ნომრები შეიცვალა, ან იცვლება, ხოლო ახლები არ აქვთ. მომცა საბურთალოს საარჩევნო შტაბის თუ რაღაც ეგეთის ვიღაცის ტელეფონის ნომერი, დარეკე, სთხოვე და ისინი აგიხსნიან, ეცოდინებათო...
არადა გაგანია საარჩევნო პერიოდი იწყება.. აგერ მე ვცდილობ და ვერ გამიგია (ეგებ დამეხმაროთ ბიძიებო და დეიდებო) და რაიონებში მცხოვრებები როგორ გაარკვევნ რამეს??? თუ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ეს არჩევნები?
* * *
ზრდილობის გამო ერთი პოსტი მაინც დაგეწერათ